120-ე საჯარო სკოლაში დღეს ქართული დელეგაციების მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე გაცილების ცერემონია გაიმართა
120-ე საჯარო სკოლაში დღეს ქართული დელეგაციების მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე გაცილების ცერემონია გაიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გეზრბენის (კროსი) სახეობაში სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება 120-ე სკოლის მოწავლეებმა 2015 წელს მოიპოვეს, როცა ისინი ანაკლიის მომავლის ბანაკში საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებულები გახდნენ.

აღნიშნული ჩემპიონატი უნგრეთში, ქალაქ ბუდაპეშტში 2016 წლის 21 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს გუნდების მოწინააღმდეგეები იქნებიან მათი თანატოლები მსოფლიოს 26 ქვეყნიდან, ესენია - ავსტრია, ალჟირი, ბელგია-ფლანდრია, ბელგია-ფრანგული საზოგადოება, ბრაზილია, ბულგარეთი, ჩინეთი, სლოვაკეთი, ლატვია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, საქართველო, უნგრეთი, ისრაელი, იტალია, მაროკო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ესპანეთი, თურქეთი.

თბილისის 120-ე საჯარო სკოლის საზეიმო გაცილებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი, ვასილ ლიპარტელიანი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი, გიორგი მამუკელაშვილი, გლდანი-ნაძალადევის საგანმანათლებლო რესუსცენტრის ხელმძღვანელი, ხათუნა ლოდია, საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კიკალიშვილი, 120-ე სკოლის დირექტორი, მარინა წერეთელი, ამავე სკოლის მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები დაესწრნენ.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ტარდება.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
18 წ. | როტაციით ინგლისთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა