"პალერმოს" გულშემატკივრებს გუნდის მთავარი მწვრთნელი გასათავისუფლებლად დელიო როსი არ ემეტებათ

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არ არის გამორიცხული უახლოეს მომავალში დელიო როსი “პალერმოს” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაანთავისუფლონ. ამის შესახებ კულუარებშიც აქტიურად საუბრობენ და მიზეზად მწვრთნელსა და კლუბის პრეზიდენტს შორის არსებულ კონფლიქტს ასახელებენ.

სიცილიური გუნდი სერია A-ს სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა, რაც შესანიშნავი შედეგია, მაგრამ ექსტრავაგანტული მაურიციო ძამპარინისთვის არაადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება ჩვეულებრივი ამბავია. ამიტომ, დელიო როსის შესაძლო გათავისუფლების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არავის გაკვირვებია.

მართალია, ცნობა ჯერ არ დადასტურებულა და ზუსტად არავინ იცის, მართლაც აპირებს თუ არა ძამპარინი მწვრთნელის გაშვებას, მაგრამ გუნდის გულშემატკივრებმა თავი დაიზღვიეს და პრეზიდენტს ღია წერილით მიმართეს:

“ძვირფასო პრეზიდენტო, კარგად გვესმის, რომ ჩვენი ქალაქის ფეხბურთი პირველ რიგში თქვენს სახელთან არის დაკავშირებული. ძალიან ბევრი რამ გააკეთეთ გუნდისთვის და ის, რომ დღეს სერია A-ში მაღალი ადგილებისთვის ვიბრძვით, სწორედ თქვენი დამსახურებაა. ამასთან, ვფიქრობთ, რომ თავის დროზე შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღეთ, როდესაც მთავარ მწვრთნელად დელიო როსი მოიწვიეთ. ის იდეალურად ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, რაც შედეგებიდანაც კარგად ჩანს. სერია A-ში მეხუთე ადგილზე ვართ და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ვიბრძვით, იტალიის თასზე კი ნახევარფინალში გავედით. ამასთან, როსი ახალგაზრდებზე აკეთებს აქცენტს, რაც მომავლის რწმენას გვირღმავებს. ვფიქრობთ, სენიორ დელიო იდეალური მწვრთნელია “პალერმოსთვის” და იმედია, ჩვენს აზრს თქვენც გაიზიარებთ”.

ამასობაში, კიდევ ერთი მეტად საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა “პალერმოს” შესახებ, რომლის მიხედვითაც ხავიერ პასტორეს გადაბირებით “იუვენტუსია” დაინტერესებული. “კორიერეს” ცნობით, ტურინელები ზაფხულში შეეცდებიან არგენტინელის გადაბირებას და მზად არიან, მის სანაცვლოდ საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადონ. ამ ამბავმა თავად ფეხბურთელამდეც მიაღწია და მოკლე კომენტარიც გააკეთა:

“ამჟამინდელ კლუბთან 2015 წლამდე მაქვს კონტრაქტი გაფორმებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემს ბედს მაურიციო ძამპარინი გადაწყვეტს. სიცილიაში თავს შესანიშნავად ვგრძნობ, მაგრამ თუ გრანდში გადაბარგების შანსი მომეცემა, სიამოვნებით დავთანხმდები. თუ “პალერმოს” პრეზიდენტმა ჩემი გასხვისება გადაწყვიტა, უპირატესობას იმ გუნდს მივანიჭებ, სადაც ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობის მეტი შანსი მექნება. მაგალითად, “რეალში” და “ბარსელონაში” თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა, მაგრამ იქ სასტარტოში მოხვედრა დღეს ძალიან რთულია. სხვა ამბავია “იუვენტუსი”, რომელიც ჩამოყალიბების სტადიაშია და იქ მეტი შანსია, რომ ძირითადში დამკვიდრდე. ამიტომ, ძალიან მიხარია, რომ ჩემით ტურინული გრანდია დაინტერესებული. თანაც, ჩემი წინაპრები წარმოშობით პიემონტის რეგიონიდან არიან - ასე რომ, “იუვეში” ასპარეზობა ჩემთვის დიდი პატივი იქნება”

“პალერმოს” გულშემატკივრებს ისღა დარჩენიათ, რომ პრეზიდენტის სახელზე კიდევ ერთი წერილი გაამზადონ, სადაც გუნდისთვის ხავიერ პასტორეს მნიშვნელობაზე იქნება საუბარი.

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"