20 აპრილს, აჭარის დედაქალაქში დაიწყო მოჭადრაკე ქალთა ფიდეს 2015-16 წლების გრან პრის გათამაშების მესამე ეტაპი
გუშინ, 20 აპრილს, აჭარის დედაქალაქში დაიწყო მოჭადრაკე ქალთა ფიდეს 2015-16 წლების გრან პრის გათამაშების მესამე ეტაპი, რომელშიც ექვსი ქვეყნის 12 უძლიერესი დიდოსტატი მონაწილეობს, მათ შორის - ოთხი ქართველი: ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი და ნინო ბაციაშვილი.

ისინი წრიული სისტემით 11 ტურად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ასპარეზობის საპრიზო ფონდია 60.000 ევრო, საიდანაც გამარჯვებული 10.000 ევროს მიიღებს. საგულისხმოა, რომ სამი რაუნდის ჯამში საუკეთესო მოჭადრაკე გაისად ტიტულისთვის ჩინელ მსოფლიოს ჩემპიონ ჰოუ იფანს დაუპირისპირდება.

გუშინ პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა. საქართველოს ოთხგზის ჩემპიონმა ლელა ჯავახიშვილმა (2489) თეთრი ფიგურებით მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკს (რუსეთი, 2557) 36-ე სვლაზე გააჩერებინა საათი და გათამაშების ცხრილში პირველი ქულა ჩაიწერა. რუსმა ოლგა გირიამ (2442) შავი ფიგურებით თანამემამულე, ორგზის ევროპის ჩემპიონი ვალენტინა გუნინა (2497) დაამარცხა. დაზავდნენ: ჟაო სიუე (ჩინეთი, 2504)-ნინო ბაციაშვილი (2476), ბელა ხოტენაშვილი (2493)-ნანა ძაგნიძე (2535), ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2555)-მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2561), ელმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი, 2453)-ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2445).

დღეს, მეორე ტურში მეტოქეები ასე დაწყვილდნენ: კოსტენიუკი-ბაციაშვილი, გირია-ჟაო სიუე, დანიელიანი-გუნინა, მ. მუზიჩუკი-სკრიპჩენკო, ძაგნიძე-ა. მუზიცუკი, ჯავახიშვილი-ხოტენაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნონამ" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა
ივლისის რეიტინგები: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა, ბაადურ ჯობავა - 36-ე
ბათუმი 2018: ქალთა ნაკრების მეოთხე გამარჯვება ვიეტნამთან
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
"დიდი მადლობა მათ" - ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან-პრიზე გამარჯვება ამირან გამყრელიძესა და ექიმებს მიუძღვნა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა
ლეგენდარული მოჭადრაკეები ჭადრაკის საერთაშორისო დღეს დააფასეს
ფიდემ მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა
ნანა ძაგნიძემ მიუნხენის გრან-პრის მეორე ეტაპზე წარმატებით იასპარეზა
ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონს საზოგადოების დახმარება სჭირდება - მის 1 წლის შვილს აგრესიული ფორმის ნეირობლასტომა აღმოაჩნდა
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესოები გამოვლინდნენ - ძაგნიძე, შარიქაძე...
ქართული ჭადრაკის დიდი წარმატება: ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან პრი მოიგო!
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ფიდეს განახლებული რეიტინგის პირველ ასეულში ცხრა ქართველია
ნანა ძაგნიძე მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის ათეულშია
ფიდე-ს ახალი რეიტინგი: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა
ბელა ხოტენაშვილი ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა