ესპანური კალეიდოსკოპი

"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტმა ფინანსურ დარგში ხავიერ ფაუსმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კლუბი ზაფხულის სატრანსფერო სეზონში 40 მილიონ ევროს დახარჯავს გასაძლიერებლად. ერთი მხრივ, საკმაოდ სოლიდური თანხაა, ნებისმიერ გუნდში (ერთი-ორი გამონაკლისის გარდა) ამ ფრაზის გაგონებაზე მწვრთნელი სიხარულით ცას ეწეოდა, მაგრამ ასე ხომ "ბლაუგრანა" სანუკვარ ოცნებას ვერ აისრულებს! 40 მილიონი ევრო მარტო სესკ ფაბრეგასის ტრანსფერს არ ეყოფა. "შარშან ჩვენ მათ 40 მილიონი შევთავაზეთ სესკის სანაცვლოდ, "არსენალი" კი მოლაპარაკების მაგიდასაც კი არ მიუჯდა. სამწუხაროდ, ეკონომიკური მდგომარეობა 40 მილიონზე მეტის დახარჯვის საშუალებას არ გვაძლევს, თუნდაც ეს ფეხბურთელი ფაბრეგასი იყოს. ამიტომაც, ამ თანხით, ალბათ, სხვა ფეხბურთელითა ან ფეხბურთელებით გავძლიერდებით ზაფხულში", - განაცხადა ფაუსმა.

შეგახსენებთ, რომ ზამთრის სატრანსფერო სეზონში "ბარსელონამ" თითქმის იუქმა, მხოლოდ 24 წლის ჰოლანდიელი გარემარბი იბრაჰიმ აფელაი შეიძინა და ისიც, სულ რაღაც, 3 მილიონ ევროდ.

ისევ მესი და ისევ რონალდო

"კასტროლის" ფეხბურთელთა რეიტინგ-ლისტში ლიონელ მესი კვლავ პირველ ადგილზეა. მესის მთავარი კონკურენტი კრიშტიანო რონალდო აქაც მეორეა. არგენტინელს 1227 ქულა აქვს, ხოლო პორტუგალიელს - 996. "კასტროლის" მოწინავე 10-ეული ასე გამოიყურება: 3. გონსალო იგუაინი (რეალი) - 912 ქულა; 4. რაფაელ ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი) - 871; 5. დიმიტარ ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 867; 6. ლუკას ბარიოსი (დორტმუნი) - 849; 7. ფრენკ ლამპარდი (ჩელსი) - 848; 8. ფლორან მალუდა (ჩელსი) - 832; 9. დავიდ ვილია (ბარსელონა) - 831; 10. მატს ჰუმელსი (დორტმუნდი) - 829. "კასტროლის" ახალი რეიტინგი 9 მარტს გამოქვეყნდება.

პეპე არსენალში?

"დიარიო ასი" ამტკიცებს, რომ ლონდონის "არსენალი" პორტუგალიელ პეპეს სანაცვლოდ "რეალს" 30 მილიონ ევროს სთავაზობს. პეპეს თითქმის ჩაეშალა მოლაპარაკებები "სამეფო კლუბთან" კონტრაქტის გაუმჯობესების თაობაზე, სხვანაირად კი მცველს კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს. პორტუგალიელის ხელშეკრულებას ვადა 2012 წელს გასდის. პეპე "რეალში" წელიწადში 1,8 მილიონ ევროს იღებს, ეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასია მადრიდულ კლუბში. არადა, პეპე დაცვის ხაზის ნამდვილი ლიდერია. რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია, ვერ გეტყვით, თუმცა "არსენალს" არ ახასიათებს ამხელა თანხის გადახდა.

მბაპეს ჰეთ-თრიკი - "რეალმა" "სოსიედადს" მოუგო
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
რატიშვილი რიგაში იკომისრებს
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
სავინიოს შემდეგ "სიტიდან" "ტოტენჰემში" მარმუშიც გადავიდა
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს