ბრაზილიაში Wings for Life მსოფლიო რბენის გამარჯვებული ხუან პაბლო დე ლიმა კოსტა სალაზარი 2016 წელს, 8 მაისს საქართველოში ირბენს
ბრაზილიაში Wings for Life მსოფლიო რბენის გამარჯვებული ხუან პაბლო დე ლიმა კოსტა სალაზარი 2016 წელს, 8 მაისს საქართველოში ირბენს. გახდება თუ არა ის საქართველოს ახალი გამარჯვებული?!

- მსოფლიო რბენამდე რამე გსმენიათ საქართველოზე? რატომ აირჩიეთ საქართველოში სირბილი 2016 წელს?

- სიმართლე გითხრათ მსოფლიო რბენამდე, როდესაც გავიმარჯვე და ეს ქვეყანა ავირჩიე 2016 წელს სარბენად, არც ისე ბევრი რამ ვიცოდი საქართველოზე. მე მინდოდა ისეთ ქვეყანაში სირბილი, სადაც ჯერ არ ვყოფილვარ და ამავდროულად, იქ უნდა სასიამოვნო ამინდი ყოფილიყო სარბენად. ამის გარდა, საქართველოს პეიზაჟებმა და მდიდარმა ისტორიამ მომხიბლა. კიდევ გავიგე, რომ კახეთი ერთ-ერთი პირველი ადგილია მსოფლიოში, სადაც ღვინის კეთება დაიწყეს. მე კი ძალიან მიყვარს ღვინო და ესეც ძალიან მიმზიდველი აღმოჩნდა ჩემთვის.

- 2015 წელს ბრაზილიაში ფიქრობდით, რომ გაიმარჯვებდით?

- სულაც არა. მე დავისახე საკმაოდ ამბიციური მიზანი ჩემთვის, რომელსაც თითქმის მივაღწიე, მაგრამ ვერ ვიფიქრებდი, რომ ეს საკმარისი იქნებოდა მოსაგებად. მე ლიდირებში გავედი 21-ე კილომეტრის შემდეგ, ამის შემდეგ ფსიქოლოგიურად რთული იყო სულ იმაზე არ მეფიქრა, რომელ პოზიციას ვიკავებდი იმ მომენტში. ძლივს ვიჯერებდი, რომ მოვიგე. ეს გრანდიოზული გრძნობა იყო.

- წელს რა მიზანი დაისახეთ? როგორ ფიქრობთ, საქართველოშიც გაიმარჯვებთ?

- ცოტა გავზარდე კილომეტრების რაოდენობა, შარშანდელის შემდეგ. ვგეგმავ 65 კილომეტრის გარბენას, სანამ ფინიშ-მანქანა დამეწევა. ძალიან რთული იქნება, მაგრამ მზად ვარ ამ გამოწვევისთვის.

უბედნიერესი ვიქნები, თუ გავიმარჯვებ. დარწმუნებული ვარ, საოცარი დღე იქნება და იმედი მაქვს, შევიძენ ქართველ მეგობრებს, გავიგებ ამ ქვეყანაზე, მის ხალხსა და კულტურაზე რაც შეიძლება ბევრს.

- თქვენი ყველაზე ძლიერი გრძნობები, რაც მსოფლიო რბენას უკავშირდება...

- შარშან სტარტის ხაზთან როცა ვიდექი, ძალიან აღელვებული ვიყავი. პირველი რამდენიმე კილომეტრი ვალდერეი კორდეირო დე ლიმასთან გვერდიგვერდ ვირბინე. ლიმამ ათენის ოლიმპიადაზე 2004 წელს ბრინჯაოს მედალი აიღო. არარეალურად მეჩვენებოდა ეს ყველაფერი.

ვფიქრობ, ახალი რბენა ისევ შთამბეჭდავი იქნება. მე ახლა უფრო მეტი ვიცი Wings for Life ფონდზე და მათ მიზნებზე. წელს მსოფლიო რბენას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. ეს ნამდვილად უნიკალური რბენაა, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი აქვს. იმედი მაქვს, რომ ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი ხალხი ჩაერთვება რბენაში და ადამიანები მთელი მსოფლიოს გარშემო გაერთიანდებიან და ერთად დადგებიან, რომ ზურგის ტვინის დაზიანების კვლევებისთვის უფრო მეტი თანხა მოიძიონ.

როგორც ბრაზილიის უნივერსიტეტის პროფესორი და მკვლევარი, თუმცა სხვა სფეროში, მე ვიცი, რა რთულია კვლევებისთვის თანხების მოძიება, ისეთი მნიშვნელოვანი კვლევებისთვისაც კი, როგორიც ზურგის ტვინის დაზიანებაა. მოხარული ვარ, რომ ამ არაჩვეულებრივ ინიციატივას დიდი წვლილი შეაქვს ასეთ საქმეში.

- რას ეტყოდით მათ, ვისაც ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი მსოფლიო რბენაში მონაწილეობის მიღება?

- უამრავი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ ჩაერთოთ ამ რბენაში. აქ გროვდება თანხა ძალიან დიდი საქმისთვის; აბსოლუტურად ყველას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, არ აქვს მნიშვნელობა თქვენს ფიზიკურ ფორმას; ატმოსფერო რბენის დღეს არის საოცრად დადებითი; ყველა მთელი მსოფლიოს გარშემო დარბის ზუსტად ერთსა და იმავე დროს. არც კი წარმომიდგენია მსოფლიო რბენაზე უფრო სახალისო და ამდენი რამის მომცველი ღონისძიება.

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა