გუშინ ვწერდით, რომ სანტანდერის "რასინგიდან" განთავისუფლებული მიგელ ანხელ პორტუგალის ნაცვლად

გუშინ ვწერდით, რომ სანტანდერის "რასინგიდან" განთავისუფლებული მიგელ ანხელ პორტუგალის ნაცვლად მარსელინო გარსია ტორალის კანდიდატურა განიხილებოდა. ვარაუდი გამართლდა - დღეიდან მარსელინო კანტაბრიული გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელია. "რასინგის" ახალმა მეპატრონემ, ინდოელმა ბიზნესმენმა ალი საიედმა სულ ორი ტური ითმინა პორტუგალის მწვრთნელობა და სპეციალისტს კარზე მიუთითა. არადა ამ ორ მატჩში "რასინგს" არ წაუგია: "ვალენსიას" და "სარაგოსას" ფრე ეთამაშა. თავად პორტუგალი ამტკიცებს და, ძნელია, ეჭვი შევიტანოთ მის სიტყვებში, რომ ახალ მეპატრონეს ის არასოდეს შეხვედრია. როგორც ჩანს, 55 წლის პორტუგალის ბედი მაშინ გადაწყდა, როცა ალი საიედმა კანტაბრიული კლუბი გადაიბარა.

45 წლის მარსელინო ახალი მწვრთნელია, მაგრამ მას ადრეც უმუშავია "რასინგში". 2007-08 წლების სეზონში მარსელინომ ნაყოფიერად იშრომა "თეთრ-მწვანეებში", გუნდი მე-6 ადგილზე გაიყვანა და ევროთასის საგზური მოუპოვა... შემდეგ კი "სარაგოსაში" წავიდა.

2009 წლის ბოლოს მარსელინო არაგონული გუნდიდან გაუშვეს და მას შემდეგ ის უმუშევარი იყო. ახლა კი მარსელინო ისევ მთავარი მესაჭეა "ელ სარდინიეროზე". გუშინ, დილით ახალი მწვრთნელი "რასინგის" ფეხბურთელებს წარუდგინეს, ნაშუადღევს კი - მედიას. დღეიდან "სევილიასთან" მატჩისთვის "რასინგს" მარსელინო მოამზადებს.

"რასინგის" პრეზიდენტმა ფრანსისკო პერნიამ პრეზენტაციაზე ასეთი სიტყვებით მიმართა მარსელინოს: "გილოცავ სახლში დაბრუნებას და გისურვებ წარმატებას. დღეს ძალიან კარგი დღეა, რადგან სამი წლის წინათ, როცა ერთმანეთს ნახვამდის ვუთხარით, მარსელინოსთან ერთად მისი გუნდიც დაგვემშვიდობა. მართალია, თავად ყოველთვის ინარჩუნებდა კარგ ურთიერთობას ძველ ნაცნობებთან, მაგრამ მაინც გაგვიჭირდა მწვრთნელობის ისევ მისთვის შეთავაზება. მოხარულები ვართ, რომ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, მარსელინოს კი ძველი წარმატების გამეორებას ვუსურვებთ", - განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა. მარსელინომ 1,5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

პორტუგალი მეხუთე მწვრთნელია, რომელიც ლა ლიგის ახალი სეზონის დაწყების შემდეგ მოხსნეს. სექტემბრის ბოლოს "სევილიამ" ანტონიო ალვარესი გაანთავისუფლა და გრეგორიო მანსანო დანიშნა, ნოემბერში სამი მწვრთნელი შეიცვალა, "მალაგამ" პორტუგალიელი ჟეზუალდუ ფერეირას ნაცვლად ჩილელი მანუელ პელეგრინი დანიშნა, ხოლო "სარაგოსაში" ხოსე აურელიო გაის ნავლად მექსიკელი ხავიერ აგირე მიიყვანეს, "ალმერიამ" ხუან მანუელ ლილიოს ნაცვლად ხოსე ლუის ოლტრა დანიშნა. ვინ იქნება შემდეგი?

[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"