ბრესტში, მოცურავეთა ბელორუსის ღია პირველობაზე ქართველი სპორტსმენები წარმატებით განაგრძობენ ასპარეზობას
ბრესტში, მოცურავეთა ბელორუსის ღია პირველობაზე ქართველი სპორტსმენები წარმატებით განაგრძობენ ასპარეზობას.

უკვე ვწერდით, რომ ასპარეზობის პირველ დღეს თეიმურაზ კობახიძემ 200 მეტრზე თავისუფალი ყაიდით სალიცენზიო B ნორმატივი შეასრულა (1.51,45) და საქართველოს რიოს საგზური მოუპოვა.

- ქართველმა მოცურავემ, თეიმურაზ კობახიძემ ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა!

21 აპრილს ირაკლი რევიშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 400 მეტრი თავისუფალი ყაიდით 4 წუთსა და 5,27 წამში დაფარა და ფინალში იასპარეზა. იქ კი ამ დისტანციის გაცურვას 3 წუთი და 56.05 წამი მოანდომა, რაც B ნორმატივს (3.58,51) 2,45 წამით აღემატება, დაამყარა საქართველოს რეკორდი და ბელორუსის ღია პირველობის ოქროს მედალი დაიმსახურა. მეორე-მესამე ადგილებზე მასპინძლები - ვლადიმირ სერგეევი (4.03,31) და ალექსანდრ გულეცკი (4.05,63) გავიდნენ.

აქვე გვინდა შეგახსენოთ, 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში 900 მოცურავე უნდა გამოვიდეს. ლიცენზიას იღებს ქვეყანა, რომლის სპორტსმენებმაც სალიცენზიო A ნორმატივი შეასრულეს. თუ ამ კვოტას ისინი ვერ აითვისებენ სალიცენზიო პერიოდში, რომელიც 2016 წლის 3 ივლისამდე გაგრძელდება, მაშინ ვაკანტური ადგილები გადანაწილდება იმ სპორტსმენებზე, რომლებიც 3 ივლისამდე ოლიმპიური შესარჩევი დროის ნორმატივი შეასრულეს (როგორც კობახიძემ და რევიშვილმა), ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ეს სპორტსმენები ყაზანის მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობდნენ.

როგორც გავარკვიეთ, საქართველოს ცურვაში ოლიმპიური საგზური ექნება, მაგრამ რიოში ვინ გაემგზავრება, ეს 3 ივლისის შემდეგ გაირკვევა. უფრო დაზუსტებულ ინფორმაციას უახლოეს დღეებში მოგაწვდით.

ისევ ბრესტის ჩემპიონატს დავუბრუნდეთ: მერი მუმლაძემ 200 მეტრი ბრასით 2.39,00-ში გაცურა, რაც საქართველოს რეკორდია (წინა მიღწევა ტატიანა იაჩევსკაიას ეკუთვნოდა - 2.40,37. 1983 წ.).

მერიმ, რომელიც ფინალში ყველაზე უმცროსი იყო (2001 წელსაა დაბადებული), მეოთხე ადგილი დაიკავა. გიორგი ბიგანიშვილმა 50 მეტრი თავისუფალი ყაიდით 2 კვირის წინ ჰოლანდიაში 24.17 წამში დაფარა.

ბელორუსის პირველობაზე შედეგი გააუმჯობესა - დისტანცია 23.96 წამში გაცურა და საქართველოს რეკორდის (23.85, დავით სიხარულიძე, პრაღა 2013) მოსახსნელად 0,11 წამი დააკლდა. 50 მეტრი თავისუფალი ყაიდით საბა მდივანმა 25.21 წამში დაფარა და საკუთარი მიღწევა 0.2 წამით გააუმჯობესა.

გუშინვე ჯუდერ ბიჭიკაშვილმა 50 მეტრი თავისუფალი ყაიდით 25,55 წამში, ხოლო რუსუდან გოგინაშვილმა 200 მეტრი ბრასით 2 წუთსა და 47,35 წამში გაცურა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nugzari
რას ამბობ.უფრო ფეხბურთში გავხდებიტ მსოფლიო ჩემპიონები.ქვეყანას 2 ნორმალური აუზი არ აქვს,ავსტრალიელებს და ამერიკელებს კატერით თუ გაასწრებ,თორე შანსი არაა.
TT
ესეიგი ცურვაში მედლის არანაირი შანსი არ გვაქვს ოლიმპიადაზე?!
მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
ქართველთა ესპანეთის Primera FEB-ში: კორსანტიას ბრწყინვალე მატჩი და ფევაძის დაძაბული ბრძოლა
რატი ანდრონიკაშვილმა "ანდორას" მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა
[VIDEO] გოგლიჩიძემ სერია A-ში პირველი გოლი გაიტანა
გიორგი ცხოვრებაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "ოლბორგს" ეთამაშა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
ისტორიული დებიუტი ახალციხეში და მოქმედი ჩემპიონის მძიმე გამარჯვება
"სენტ-ეტიენმა" "როდეზს" დავითაშვილის გარეშე მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლე მანთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძე ცვლილებაზე შევიდა - ვინისიუსის წითელი ბარათი და დიომანდეს სადებიუტო გოლი "ვილიარელთან"
[VIDEO] ხვიჩამ შესვლისთანავე გაიტანა - პსჟ-მ "ლემანი" დაამარცხა
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...
[VIDEO] საზონოვმა "კამპ ნოუზე" ითამაშა - "ბარსელონამ" "ხეტაფეს" ადვილად მოუგო
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-1 დილა. ვის არგო და ვის აწყინა სანაკრებო პაუზამ?
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 იბერია 1999. სხვა შედეგიც არ იყო გამორიცხული...
[VIDEO] ბუნტი მადრიდში - წიტაიშვილის "რაიო ვალეკანოს" მატჩი "ატლეტიკთან" ჩაიშალა
[VIDEO] ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი დღე მსოფლიო ჩემპიონატზე
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
ქართველი მოცურავის კომენტარი, რომელმაც ერთ ტურნირზე 4 ოქროს მედალი მოიპოვა
რიო 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 9 აგვისტოს
თეიმურაზ კობახიძე: ოლიმპიადაზე გამოსვლის იმედს არ ვკარგავ
ᓥᓐᓠᕗᓕᓔᓚᓛᓐ ᕛᕝᕪᓣᓠᓐᓕᓔᓔᓑᓛᓐ ᕡᓐᓔᕠᕗᓐᓨᓝᓠᓘᓡᓝ ᕢᕣᓠᓜᓘᓠᓖᓔ ᕝᓗᓮᓘ ᓛᓔᓓᓐᓚᓘ ᕓᓐ ᓛᓡᓝᓤᓚᓘᓝᓡ ᓚᓘᓪᕔᕜᓖᓘᓐ ᕛᕝᕘᓞᓝᓕᕔᓡ
ქართველმა მოცურავემ საერთაშორისო ტურნირზე 4 ოქროს მედალი მოიპოვა
რიო 2016. ცურვა: ირაკლი ბოლქვაძის სინჯებმა დოპინგკონტროლზე დადებითი პასუხი აჩვენა