ვერავინ წარმოიდგენდა, თუ "ატლანტა ჰოქსი" ფილადელფიელებს ღირსეულ წინააღმდეგობასაც ვერ გაუწევდა

ატლანტაში ჩატარებული მატჩის შემდეგ "ფილადელფიას" თავკაცმა დაგ კოლინზმა გაკვირვებით თქვა: წინასწარ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი სხვაობა დაფიქსირდებოდაო.

8 თებერვლის მატჩამდე "ატლანტა ჰოქსმა" ფილადელფიელებს ორჯერ მოუგო და ჯორჯიაში მესამე მატჩისთვის ჩასულ კოლინზს ნამდვილად არ ეგონა, რომ "ჰოქსი" ღირსეულ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. რეალურად ასეც მოხდა: "ფილადელფიამ" 117:83 იმარჯვა.

მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 15:33 წააგეს, ხოლო მეორე თორმეტწუთეულის ბოლოს სტუმართა უპირატესობამ 32 ქულას მიაღწია - 65:33. შესაბამისად მეორე ტაიმმა სიმბოლური სახე მიიღო.

"ატლანტას" მწვრთნელმა ლარი დრიუმ წაგება საკუთარ თავზე აიღო, თუმცა კალათბურთელებსაც გაჰკრა კბილი:

- შეიძლება, ბურთი ვერ ჩააგდო, მაგრამ დაუშვებელია მეტოქეს თავისუფლად ტყორცნის საშუალება მისცე. ეს მაშინ, როცა ჩვენთვის თითოეულ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

მწვრთნელმა მეფარე ელ ჰორფორდზეც ილაპარაკა:

- ელმა მატჩის წინ გუნდთან ერთად ივარჯიშა და "ფილადელფიასთან" მოედანზე გასასვლელადაც ემზადებოდა, მაგრამ თამაშის დრო რომ მოახლოვდა, მითხრა, ზურგი ძალიან მაწუხებს და დღეს ვერ დაგეხმარებითო.

ჰორფორდის ნაცვლად სასტარტო ხუთეულში ზაზა ფაჩულიამ ითამაშა. დანარჩენ თანაგუნდელებთან ერთად ვერც მან შეძლო სტუმრების შეჩერება. მატჩის შემდეგ ზაზამ აღნიშნა:

- არაფერი გამოგვივიდა. თითქოს, ენერგიაც არ გვქონდა. ჩვენი ტყორცნები მიზანს არ აღწევდა, დაცვამაც ვერ იმუშავა სათანადოდ. მოკლედ, ჩვენი დღე არ იყო.

12 თებერვალს "ატლანტა" სეზონის 53-ე მატჩს ჩაატარებს - "შარლოტ ბობქეთსს" უმასპინძლებს.

ატლანტა-ფილადელფია 83:117

ზაზა ფაჩულია: 11:15 წუთი, 2 ქულა (2-დან 0 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 2 მოხსნა, 2 ფოლი

ქრონოლოგია

I პერიოდი

09:42 ორქულიანი: არაზუსტი

06:30 ორქულიანი: არაზუსტი

06:17 ფოლი: 1

06:17 კროუფორდმა ზაზა შეცვალა

III პერიოდი

10:25 მოხსნა: შეტ-0, დაც-1

09:16 მოხსნა: შეტ-1, დაც-1

09:16 საჯარიმოები: 2/2 (2ქ, 37:68)

08:13 ფოლი: 2

06:28 კროუფორდმა ზაზა შეცვალა.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
[VIDEO] მამუკელაშვილის 26 წუთი - "ტორონტო" "ბოსტონთან" დამარცხდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა