ესპანური "ბილბაოს" ფორვარდი ოპტიმისტურადაა განწყობილი და იმედი აქვს, რომ საქართველოს და ბულგარეთის ნაკრებებს ერთხელაც მოუგებს

გასული წლის აგვისტოში საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე ჩვენს გაზეთში ბელგიელი აქსელ ერველეს ინტერვიუ შემოგთავაზეთ. მაშინ მან თქვა: თბილისურ შეხვედრაზე ევრობასკეტის საგზური ჰკიდია. ვინც მოიგებს, ლიტვაშიც ის ითამაშებსო. გემახსოვრებათ, 20 აგვისტოს თბილისში ბელგიამ იმარჯვა და 1993 წლის შემდეგ პირველად მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე.

ესპანური "ბილბაოს" ფორვარდი აქსელ ერველე ევრობასკეტის წილისყრის შემდეგ ოპტიმისტურადაა განწყობილი და იმედი აქვს, რომ საქართველოს და ბულგარეთის ნაკრებებს ერთხელაც მოუგებს. მისი მოსაზრებები "ფიბა-ევროპის" ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

- ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ბევრი ვიშრომეთ. მოხარული ვარ, რომ მიზანს მივაღწიეთ. ასეთი დონის შეჯიბრებაზე პირველად ვიასპარეზებ და ვიმედოვნებ, თამაშითაც ვისიამოვნებ და შემდეგ ეტაპზეც გავალთ.

აქსელი მიზნის მისაღწევად ყველას ბელგიის ნაკრებში ეპატიჟება:

- ევრობასკეტზე საუკეთესო 10 გუნდში უნდა მოვხვდეთ. ამისთვის აუცილებელია სექტემბერს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ და ყველამ ითამაშოს. მაგალითად, ცენტრმა ტომას ვან დენ შპიგელმა ("მილანი"), დიდიე მბენგამ ("ნიუ ორლეანი, NBA)...

მკითხველს შევახსენებთ, რომ შარშან მბენგა ბელგიელებს არ დაეხმარა. არადა, შეიძლება, უკეთესიც ყოფილიყო NBA-ს ცენტრის თბილისში ჩამოსვლა, რადგან მბენგა ძირითადად დაცვაზე ორიენტირებული კალათბურთელია. მის არყოფნაში კი ნაკრებში მეორე ნატურალიზებულმა უკანახაზელმა მარკუს ფეისონმა ითამაშა, რომელიც მაღალი კლასის კალათბურთელია და ქართველებსაც დიდი თავსატეხი გაუჩინა.

ერველე სამართლიანად მიიჩნევს, რომ ბელგიის ნაკრების წარმატება უმთავრესად მთავარი მწვრთნელის, ედი კასტელსის დამსახურებაა.

- ბელგიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ კასტელსმა არაერთი ცვლილება განახორციელა. გუნდი გააახალგაზრდავა. თუმცა დატოვა რამდენიმე ვეტერანი (ვან დენ შპიგელი, ბეგინი, მოორსი), რომლებიც გუნდს დიდ სამსახურს უწევენ. ბელგიის ნაკრები გამოცდილებისა და ახალგაზრდების კარგი ნაზავია. გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა.

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს