ლუის სუარესმა "ბარსა" მოაფერიანა
* მადრიდის "რეალმა" ზედიზედ მე-9 ტურში იმარჯვა, "ატლეტიკომ" - ზედიზედ მე-5 ტურში.

* ლუის სუარესი პრიმერას ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ ორ ტურში 4 და მეტი გოლი გაიტანა თამაშში.

* ლიონელ მესიმ "კამპ ნოუზე" 176-ე გოლი გაიტანა პრიმერაში. ჩემპიონატში შინ გატანილი გოლებით ის რეკორდსმენ ტელმო ზარას გაუთანაბრდა, რომელმაც ამდენივე გოლი მშობლიურ "სან მამესზე" გაიტანა.

* კევინ გამეიროს "სანჩეს პისხუანზე" 23 მატჩში 22 გოლი აქვს გატანილი.

ლუის სუარესმა პოკერი შეასრულა, კრიშტიანო რონალდოს არ უთამაშია, სევილიური დერბი "სევილიამ" მოიგო, მაგრამ, რაც მთავარია, ჩემპიონობისთვის მებრძოლმა სამივე გრანდმა გაიმარჯვა ამ ტურში, თუმცა სხვადასხვანაირად.

პრიმერას ყველაზე უიღბლო მეკარე

ლიტველი გიედრიუს არლაუსკისი უდავოდ ყველაზე უიღბლო მეკარეა პრიმერაში - მან მესამედ დაიცვა "ესპანიოლის" კარი და ამ სამ თამაშში 15 გოლი გაუშვა! კანარის კუნძულებზე კი "ლას პალმასის" ნახევარმცველ ხონათან ვიერას შოუ ვიხილეთ. მის ანგარიშზე გოლი და ორი საგოლე პასია.

მაგრამ ყველაზე ლამაზი ის გოლი გამოდგა, რომელშიც ვიერას მონაწილეობა არ მიუღია - ვაკასო მუბარაკმა დაუმუშავებლად დიდებული გოლი გაუტანა ბალტიელს. "ესპანიოლი", "ლას პალმასისგან" განსხვავებით, ჯერ ვერ არის სამშვიდობოს და ბოლო ტურებში გადარჩენისთვის ბრძოლა მოუწევს. "მარკამ" თამაშში არა ვიერა, არამედ მისი თანაგუნდელი როკე მესა გამოარჩია - 8 ბალი.

ბეილისიმო

უელსელ გარეთ ბეილს "რეალის" მაისურით ერთ-ერთი საუკეთესო თამაში რომ არ ჩაეტარებინა, ზინედინ ზიდანის გუნდი ჩემპიონობაზე ოცნებას უნდა შეშვებოდა. მადრიდული დერბი ძალიან მოულოდნელად დაიწყო - კრიშტიანო რონალდოს გარეშე მოთამაშე "სამეფო კლუბმა" ორი გოლი გაუშვა და ერთი ამდენიც უნდა გაეშვა.

ბებემ ფლანგზე დანილო დაჩაგრა და ემბარბას გაატანინა, რასაც მოჰყვა მიკუს გოლი. "რეალი" არ დაიბნა და პირველივე ტაიმში კუთხურიდან მოწოდებულს ბეილმა თავური შეაგება. კიდევ ერთი თავური (უკვე მეორე ტაიმში) ლუკას ვასკესის ანგარიშზეა. გამარჯვების გოლი კი ბეილმა "რაიო ვალეკანოს" მარჯვენა მცველის, ქუინის შეცდომის წყალობით გაიტანა - 2:3. "მარკამ" უელსელს 8,5 ბალი დაუწერა, შეცვლაზე შესულ ვასკესს - 7,5.

ზინედინ ზიდანი (რეალი): "როდესაც არ გყავს კრიშტიანო და ბენზემა, ბეილი გჭირდება, რომ მან ულიდეროს გუნდს. ძალიან მიხარია მისი დუბლის გამო, ბეილმა ეს გოლები ძალიან მაგარი თამაშით დაიმსახურა. ისკომაც კარგად ითამაშა ჩვენთვის მეტად რთულ შეხვედრაში. ახლა უკვე სამშაბათის დიდ მატჩზე ვფიქრობთ. კარგია, რომ რონალდო ბრუნდება".

იხილეთ ვიდეო

ჩვეულ სტილში

დიეგო სიმეონეს გუნდმა ჩვეულ სტილში, მინიმალური ანგარიშით მოიგო - "ვისენტე კალდერონზე" 1:0 დაამარცხა "მალაგა" და ახლა "ბაიერნს" ელის. გამარჯვება "ატლეტიკოს" შეცვლაზე შესულმა ანხელ კორეამ მოუტანა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო გუნდში. "ატლეტიკოს" გოლი არ გაუშვია, მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის გამო დღეისათვის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი დიეგო გოდინი არ ჰყავდა, რომელიც ვერც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. კორეამ "მარკასგან" 8 ბალი მიიღო.

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "გაგვიჭირდა, მაგრამ კორეას გამოსვლამ ყველაფერი შეცვალა. ანხელმა შანსი გამოიყენა და მოგვაგებინა. რაც შეეხება ჩემ გაძევებას, რეფერი მართალი იყო".

იხილეთ ვიდეო

პენალტი-ბარსა

"ბარსელონამ" იოლად დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი "სპორტინგი" - 6:0. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ექვსი გოლიდან კუელიარის კარში ნახევარი პენალტის ნიშნულიდან გავიდა. პენალტები ორჯერ ლუის სუარესმა შეასრულა, ერთხელ კი - ნეიმარმა.

ურუგვაელმა პოკერი შეასრულა და 34 გოლით პრიმერას ბომბარდირთა დავას სათავეში ჩაუდგა. თავისი გოლი გაიტანა ლიონელ მესიმ, რომელმაც ამ შეხვედრაში ანგარიში გახსნა. 8:0-ის მერე 6:0, "ბარსელონას" კრიზისი დასრულებულია. "მარკამ", რა თქმა უნდა, სუარესი გამოარჩია 8 ბალით.

ლუის სუარესი (ბარსელონა): "არა მგონია, რომელიმე კონკურენტმა სეზონის ბოლომდე ქულები დაკარგოს. ამიტომ საერთოდ არ ვაქცევთ ყურადღებას, როგორ თამაშობენ მადრიდული კლუბები. ვიცი მხოლოდ ერთი რამ, დარჩენილი სამი თამაშის მოგება ჩემპიონობას მოგვიტანს. ჩვენ უნდა დავასრულოთ სეზონი მოგებებით. "ბარსა" პირველ ტაიმში კარგად თამაშობდა, მაგრამ ნელა. შემდეგ კი ავჩქარდით და ყველაფერი გამოსწორდა".

იხილეთ ვიდეო

ფრე იპურუაში

შაბათის ბოლო შეხვედრაში "ეიბარმა" ვერ შეძლო "დეპორტივოს" დამარცხება, თუმცა თავიდან ადრიან გონსალესის გოლით წინ იყო, მაგრამ "დეპორი" ფედე კარტაბიას ულამაზესმა გოლმა იხსნა - 1:1. "მარკას" შეფასებით, თამაშში საუკეთესო სტუმართა ფორვარდი ლუკას პერესი იყო (7 ბალი). "დეპორტივოს" 39 ქულა აქვს და დარჩენილი თამაშები რომც წააგოს, წესით, ლა ლიგაში დარჩება.

სევილიის დერბი

"სანჩეს პისხუანზე" ანშლაგი არ ყოფილა, "სევილიამ" კი თამაშით აჯობა "ბეტისს", თუმცა საათზე მეტი ვერაფერი მოუხერხა მეტოქის დაცვას. შემდეგ იყო სტივენ ნ'ზონზის ჩაწოდება და კევინ გამეიროს თავური ფაქტობრივად ცარიელ კარში, ბოლოს კი შეცვლაზე შემოსული კოკეს გასროლა შორი მანძილიდან - 2:0. "მარკამ" ნ'ზონზი და გამეირო გამოარჩია 7-7 ბალით.

სხვა მატჩები

კიდევ ერთმა გუნდმა ვერ შეინარჩუნა ტურში ორბურთიანი უპირატესობა, თუმცა "ლევანტემ" "რაიო ვალეკანოსგან" განსხვავებით, არ წააგო - 2:2 "ბილბაოსთან". ერთი ეგაა, ვალენსიელებისთვის ფრე წაგების ტოლფასია, გუნდი 29 ქულით უკანასკნელ ადგილზეა. "ვალენსიამ" მოგებათა სერია ვერ შეწყვიტა, მადრიდში აუტსაიდერ "ხეტაფეს" 2:2 დაუზავდა.

XXXV ტური

22 აპრილი

ლას პალმასი-ესპანიოლი 4:0

გოლები: 1:0 ელ ჟარი (45), 2:0 ვიერა (49), 3:0 ბიგასი (56), 4:0 ვაკასო (75)

ლას პალმასი (4-2-3-1): ლისოაინი - დ. სიმონი, ლემოსი (66. ვაკასო), ბიგასი, დ. კასტელიანო - როკე, ვისენტე (59. ერნანი) - ელ ჟარი, ვიერა, მომო (74. ვალერონი) - ვილიან ჟოზე

ესპანიოლი (4-2-3-1): არლაუსკისი - ხ. ლოპესი, ა. გონსალესი, როკო, ვ. ალვარესი - აბრაამი (13. ჟორდანი), დიოპი (59. სევილია) - ე. პერესი, ბურგუი, ასენსიო - მორენო (54. სილა)

გაფრთხილება: სიმონი, ვისენტე, კასტელიანო, ელ ჟარი - დიოპი, ხ. ლოპესი, სილა, როკო

კუთხური: 5-5; ჯარიმა: 14-9; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 14-11 (9-5); ბურთის ფლობა: 62%-38%.

მაყურებელი: 19 358

23 აპრილი

ვალეკანო-რეალი 2:3

გოლები: 1:0 ემბარბა (7), 2:0 მიკუ (14), 2:1 ბეილი (35), 2:2 ლ. ვასკესი (51), 2:3 ბეილი (81)

რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ხუან კარლოსი - ქუინი, ამაია, კრესპო, ტიტო (78. რაცი) - ხოსაბედი (54. იტურა), ტრაშორასი - ემბარბა, პ. ერნანდესი (54. გერა), ბებე - მიკუ

რეალი (4-3-3): კ. ნავასი - დანილო, პეპე, ვარანი, მარსელო - კოვაჩიჩი (78. ხ. როდრიგესი), კროოსი, ისკო - ბეილი, ბენზემა (42. ლ. ვასკესი), ხესე (63. მოდრიჩი)

გაფრთხილება: ხოსაბედი, კრესპო, იტურა, ტრაშორასი, ამაია, რაცი - კოვაჩიჩი

კუთხური: 4-6; ჯარიმა: 15-9; თამაშგარე: 6-3; კარში დარტყმა: 11-16 (6-6); ბურთის ფლობა: 39%-61%.

მაყურებელი: 13 314

ატლეტიკო-მალაგა 1:0

გოლი: 1:0 ა. კორეა (62)

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, ლ. ერნანდესი, ფილიპე ლუიში - ს. ნიგესი, გაბი, კოკე, ფერეირა-კარასკო (57. ა. კორეა) - ფ. ტორესი, გრიზმანი (66. ა. ფერნანდესი)

მალაგა (4-4-2): ოჩოა - როსალესი, ალბენტოსა, ველიგტონი, მ. ტორესი - ფორნალსი (62. ხუანპი), ნაჩო კამაჩო, რესიო, ორტა (59. გ. კასტრო) - ჩოპი (77. სანტა კრუსი), შარლესი

გაფრთხილება: ხიმენესი, ტორესი, ლუიში - შარლესი, ველიგტონი, რესიო

კუთხური: 10-4; ჯარიმა: 6-14; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 14-7 (4-4); ბურთის ფლობა: 46%-54%.

მაყურებელი: 47 621

ბარსელონა-სპორტინგი 6:0

გოლები: 1:0 მესი (12), 2:0 ლ. სუარესი (64), 3:0 ლ. სუარესი (74-პენ), 4:0 ლ. სუარესი (77-პენ), 5:0 ნეიმარი (86-პენ), 6:0 ლ. სუარესი (88)

ბარსელონა (4-3-3): ბრავო - ს. რობერტო (46. დ. ალვეში), პიკე (66. ბარტრა), მასკერანო, ალბა - რაკიტიჩი (75. არდა თურანი), ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი

სპორტინგი ხ. (4-2-3-1): კუელიარი - ვრანიეში, ლ. ერნანდესი, ლიხნოვსკი, ი. ლოპესი (70. კანელია) - მასკარელი, რაშიდი - პ. პერესი (62. სანაბრია), ჰალილოვიჩი, მენენდესი - გერერო (75. კ. კასტრო)

გაფრთხილება: - ვრანიეში, ერნანდესი, ჰალილოვიჩი

გაძევება: ვრანიეში (84)

კუთხური: 6-1; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 24-5 (10-3); ბურთის ფლობა: 73%-27%.

მაყურებელი: 77 299

ეიბარი-დეპორტივო 1:1

გოლები: 1:0 ადრიანი (7), 1:1 ფედე კარტაბია (71)

ეიბარი (4-4-1-1): რიესგო - კაპა, მ. დოს სანტოსი, რამისი, ჟუნკა - კეკო (89. რადოშევიჩი), ესკალანტე, ადრიანი, ჰაიროვიჩი (68. სერაო-გარსესი) - ენრიჩი - ბასტონი (80. ბერხონი)

დეპორტივო (4-4-2): მანუ - ლაურე, არიბასი, სიდნეი, ხუანფრანი - ფედე კარტაბია (89. გუტიერესი), მოსკერა, ბორხესი, ფახრი (72. კანი) - რიერა, ლ. პერესი

გაფრთხილება: - ფახრი

კუთხური: 11-7; ჯარიმა: 14-8; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 9-9 (2-1); ბურთის ფლობა: 48%-52%.

მაყურებელი: 4 606

24 აპრილი

ლევანტე-ბილბაო 2:2

გოლები: 1:0 ვ. კასადესუსი (13), 2:0 ეჩეიტა (67 ს. კ.), 2:1 სუსაეტა (88), 2:2 სან ხოსე (91)

ლევანტე (4-4-2): მარინიო - პ. ლოპესი, მედჯანი, ფედალი, ხუანფრანი - კუერო (62. ვერდუ), კამარასა, ლერმა, მორალესი (79. რუბენ გარსია) - ჯ. როსი, ვ. კასადესუსი (66. დეივერსონი)

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ბოვედა, სან ხოსე, ეჩეიტა, ბალენზიაგა - ბენიატი, იტურასპე (55. სუსაეტა) - ვილიამსი, რაულ გარსია, მუნიაინი (69. ელუსტონდო) - ვიგერა (55. ლეკუე)

გაფრთხილება: ლერმა, ხუანფრანი - ბალენზიაგა

კუთხური: 4-9; ჯარიმა: 13-8; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 10-19 (5-8); ბურთის ფლობა: 35%-65%.

მაყურებელი: 15 263

სევილია-ბეტისი 2:0

გოლები: 1:0 გამეირო (67), 2:0 კოკე (80)

სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - მარიანო, კარიშო, კოლოძეიჩაკი, ესკუდერო - კრიხოვიაკი, ნ'ზონზი - ხ. რეიესი (76. კოკე), ბანეგა (81. იბორა), კონოპლიანკა (67. კრონ-დელი) - გამეირო

ბეტისი (4-2-3-1): ადანი - ბრუნო, პეცელა, ვესტერმანი, მონტოია - ნ'დიაი, პეტროში (81. რუისი) - მუსონდა (51. სეხუდო), ხოაკინი (69. ვან ვოლფსვინკელი), სებალიოსი - რ. კასტრო

გაფრთხილება: ბანეგა, გამეირო, რეიესი, ესკუდერო, მარიანო - მუსონდა, პეცელა, სეხუდო, ვესტერმანი

კუთხური: 8-5; ჯარიმა: 25-13; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 13-8 (3-2); ბურთის ფლობა: 56%-44%.

მაყურებელი: 39 523

ხეტაფე-ვალენსია 2:2

გოლები: 0:1 პარეხო (48), 1:1 მედრანი (59), 2:1 შჩეპოვიჩი (68), 2:2 პ. ალკასერი (84)

ხეტაფე (4-1-4-1): გუაიტა - მიგელ ანხელი (58. იოდა), ვერხინი, ვიგარაი, დ. სუარესი - ლასენი - პედრო ლეონი (79. ვ. როდრიგესი), მ. გომესი, მედრანი, სარაბია - ა. ვასკესი (65. შჩეპოვიჩი)

ვალენსია (4-1-4-1): დ. ალვეში - ბარაგანი (46. კანსელო), მუსტაფი, აბდენური, სიკეირა - ე. პერესი (46. მინა) - როდრიგო (74. ნეგრედო), პარეხო, ფუეგო, ანდრე გომეში - პ. ალკასერი

გაფრთხილება: სარაბია, გომესი, ლასენი, სუარესი - გომეში

კუთხური: 8-2; ჯარიმა: 14-12; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 18-5 (11-4); ბურთის ფლობა: 41%-59%.

მაყურებელი: 11 637

ვილიარეალი-სოსიედადი 0:0

ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო გასპარი, ბაილი (65. მარინი), რუისი, რუკავინა - კასტილიეხო, ბრუნო სორიანო, პინა (58. ჯონათან დოს სანტოსი), დ. სუარესი - სოლდადო (68. ა. ლოპესი), ბაკამბუ

რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ზალდუა, ელუსტონდო, ი. მარტინესი, ი. ბერჩიჩე - ილიარამენდი, დ. რეიესი (82. ჩაბი პრიეტო), ბერგარა - ოიარზაბალი (93. ხონი), ველა (90. ლიტრი), ზურუტუზა

გაფრთხილება: პინა, მარიო, დოს სანტოსი, ლოპესი - ველა

კუთხური: 3-5; ჯარიმა: 17-12; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 8-7 (3-2); ბურთის ფლობა: 40%-60%.

მაყურებელი: 17 215

25 აპრილი

სელტა-გრანადა 22:30

ბომბარდირები: 34 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 31 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 25 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 23 - ქარიმ ბენზემა (რეალი), ნეიმარი (ბარსელონა); 20 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 18 - გარეთ ბეილი (რეალი).

მომდევნო ტური

29 აპრილი:

სპორტინგი-ეიბარი

30 აპრილი:

რეალ სოსიედადი-რეალი, ატლეტიკო-რაიო ვალეკანო, ბეტისი-ბარსელონა, გრანადა-ლას პალმასი

1-ლი მაისი:

ბილბაო-სელტა, ესპანიოლი-სევილია, დეპორტივო-ხეტაფე, ვალენსია-ვილიარეალი

2 მაისი:

მალაგა-ლევანტე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალი" სახლში "დეპორტივოსთან" დამარცხდა
[VIDEO] ქოჩორაშვილმა "სევილიაში" პირველად ითამაშა - მისი გუნდი "ატლეტიკოსთან" დამარცხდა
"ბარსელონა" "რეალის" ყოფილი ფეხბურთელით დაინტერესდა
[VIDEO] იამალის დუბლი და ლამაზი გოლები - "ბარსელონამ" "მესტალიაზე" გაილაღა
[VIDEO] შენგელიას 17 ქულა - "ბარსელონა" "ვალენსიასთან" განადგურდა
[VIDEO] ქოჩორაშვილი თავის დაზღვევის მიზნით შეცვალეს - კაცნაკლულმა "სევილიამ" "ესპანიოლთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"როდესაც ფეხბურთელს დეპრესია აქვს, უნდა დაიცვა" - არგენტინის ნაკრების ფსიქოლოგმა "ატლეტიკო" გააკრიტიკა
სპორტული დებატები: "რეალი" თუ "ბარსა"? - ახალი პროექტი
"იუვენტუსს" "ნიუკასლის" ფორვარდის დამატება სურს
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ბეტისთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა
"კვარადღე" ლიგაზე! - გიორგის პასით დაწყებული და მთავარი მატჩები
გულიაშვილის გუნდმა "ატლეტიკის" მეკარე დაიმატა
მიქაუტაძესა და მის თანაგუნდელებს, ჯოჯოხეთურ Signal Iduna Park-ზე "დორტმუნდთან" შებმა, პრაქტიკულად საკუთარი გულშემატკივრის გარეშე მოუწევს
სტასენმა "სენტ ეტიენი" დატოვა და ქოჩორაშვილის თანაგუნდელი გახდა - რა ბედი ელის დავითაშვილს?
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
[VIDEO] როდრი "ვალენსიას" სისუსტით შოკირებული დარჩა
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
ერთი მბაპე გააძევეს, მეორემ გაიტანა - "მანჩესტერ სიტიმ", "ბეტისმა" და "რეალმა" გაიმარჯვეს
"ატლეტიკომ" "იუვენტუსისგან" დევიდი ინათხოვრა
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
"ბარსელონა" 15 მილიონად მსოფლიო ჩემპიონის შეძენას აპირებს
[VIDEO] "ბარსელონამ" "ფეიენოორდი", "შტუტგარტმა" კი "ვიკინგი" დაამარცხა
[VIDEO] ლივერპულმა "ატლეტიკოს" სძლია - ბარკოლამ ტრავმა მიიღო
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
"ბედნიერი ვიქნები, თუ "ოქროს ბურთს" ის მოიგებს" - ლაპორტამ ფავორიტი დაასახელა
ტერზიჩი "ატლეტიკს" გაწვრთნის
ირაოლა: ბარკოლას კუნთის სპაზმი ჰქონდა
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
31 წლის ლორენტემ სანაკრებო კარიერა დაასრულა
"ოქროს ბურთის" ნომინანტებში ის შეიყვანეს და ჩემი ქმარი არა" - ნატალია France Football-ის გადაწყვეტილებით გაოგნებულია
[VIDEO] ალისონის კარგი მატჩი და "ლივერპულის" გამარჯვება - "ბაიერნმაც" მოიგო და "ბარსელონამაც"
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
[VIDEO] კვლავ გამარჯვების გარეშე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" დამარცხდა
ქოჩორაშვილის ახალმა გუნდმა ბილბაოში გაიმარჯვა და გალიდერდა
"ხალხი ქვებს იმიტომ ესვრის, რომ ნაყოფით დატვირთული ხეა" - მოურინიო ვინისიუსზე
[VIDEO] მიქაუტაძეს რომ ის ბურთი გაეტანა - "ვილიარეალმა" "ატლეტიკს" მაინც მოუგო
[VIDEO] წიტაიშვილმა "ბერნაბეუზე" ითამაშა - "რაიო ვალეკანო" "რეალთან" დამარცხდა