ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

კოლხეთი-დინამო (თბ) 1:3 - "დინამო" საქართველოს 16-გზის ჩემპიონია! [VIDEO]

კოლხეთი-დინამო (თბ) 1:3 - "დინამო" საქართველოს 16-გზის ჩემპიონია! [VIDEO]

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVI ტური
სატურნირო მდგომარეობა ფოთის "კოლხეთს" დამშვიდების საშუალებას არ აძლევდა. ჩემპიონატის ფინიშზე მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა და თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭა. ამიტომ გელა სანაიას გაწვრთნილებს უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა უწევთ.

ამით იყო გამოწვეული, ფოთელებმა ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი თვით ადრე უკრაინელი თავდამსხმელი ვლადიმირ კორობკა რომ დაიმატეს: უკრაინელი შემტევი ნახევარმცველი 26 წლისაა და სიმფეროპოლის "ტავრიასა" და ზაპოროჟიეს "მეტალურგში" უთამაშია, ბოლოს კი ბელორუსულ "ვიტებსკში" ირიცხებოდა. კორობკა რამდენიმედღიანი სინჯების შემდეგ გუნდს ოფიციალურად შეუერთდა.

მისი დებიუტი ფოთში თბილისის "დინამოს" სტუმრობას დაემთხვა, თუმცა "კოლხებს" ლიდერის ძლევაში ისიც ვერ დაეხმარა. პირველ ტაიმში თბილისელები ფოთის "პარკ არენაზე" უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ და ანგარიში მე-13 წუთზე გახსნეს - ოთარ კიტეიშვილის საჯარიმოში წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გიორგი ქვილითაიამ ზუსტად შეასრულა და ჩემპიონატში მე-20 გოლი გაიტანა - 0:1.

24-ე წუთზე დინამოელებმა მორიგი შეტევა მარცხენა ფლანგიდან წამოიწყეს. ალექსანდრე იაშვილმა ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც ჯაბა ჯიღაური მცველებს გაექცა და ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა - 0:2.

ტაიმის ბოლო წუთები ფოთელთა უპირატესობით წარიმართა. ზედიზედ ორჯერ დათა სიჭინავა საჯარიმოდან ანგარიშის შემცირებას შეეცადა, მაგრამ "სტანდარტების" ჩინებული შემსრულებელიც ამჯერად უშედეგოდ ირჯებოდა - პირველად სტუმართა კარს ბურთი სანტიმეტრებში ააცილა, მეორედ კი მიზანმა გვარიანად უმტყუნა.

მეორე ტაიმში ფოთელები სხვაობის შემცირებას მთელი ძალებით ცდილობდნენ, თუმცა უკანმოუხედავად უტევდნენ, რაც "დინამოს" მწვავე კონტრშეტევების საშუალებას აძლევდა.

ერთ-ერთი ასეთი იერიშისას იურაი იარაბეკის შეგირდებმა ფოთელები სწრაფ კონტრშეტევაზე გამოიჭირეს. იერიში წამოიწყო რენე ფერეირამ და ოთხი დინამოელი (2 ფოთელი მცველის წინააღმდეგ) გაიყოლა მეტოქის კარისკენ, სადაც საბოლოო დარტყმა მანვე შეასრულა იაშვილის დაბალი გასწვრივი პასის შემდეგ - 0:3.

ფოთელებმა პრესტიჟის გოლი მაინც გაიტანეს - თამაზ ჟიშკარიანის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ომარ გოგონაიამ გამოიყენა - 1:3.

ამ მოგებით, თბილისელებმა 67 ქულა დააგროვეს, უშუალო კონკურენტებს - "სამტრედიასა" და "დილას" 13 ქულით გაასწრეს და ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე მე-16-ედ მოიგეს "ქართული ოქრო". ვულოცავთ!

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVI ტური

24.04. ფოთი. "პარკი არენა"

კოლხეთი-დინამო (თბ) 1:3

გოლები: 0:1 ქვილითაია (13-პენ), 0:2 ჯიღაური (24. იაშვილის პასით), 0:3 რენე ფერეირა (71. იაშვილის პასით), 1:3 გოგონაია (73-პენ)

კოლხეთი: სეფიაშვილი, ლ. კაკულია (56. გ. კილასონია), ა. ჩაკვეტაძე - ზ. თევზაძე, ლემონჯავა - პოლიულიახი, გოგონაია - თუხარელი (67. გ. კვარაცხელია), დ. სიჭინავა (60. ქებურია), ჟიშკარიანი - კორობკა.

სათადარიგოები: ძაგანია, თ. კაკულია, ნ. ტუღუში

მწვრთნელი: გელა სანაია

დინამო: ბეგაშვილი - უ. ლობჟანიძე, რენე ფერეირა, ამისულაშვილი - კაკაბაძე, პარუნაშვილი, კიტეიშვილი (46. ალვარო), ჭანტურიშვილი - ჯიღაური (76. არაბული), გ. ქვილითაია (63. ნ. გელაშვილი), ა. იაშვილი.

სათადარიგოები: ჰრდლიჩკა, გველესიანი, ზ. ჭელიძე, გ. თევზაძე

მწვრთნელი: იურაი იარაბეკი

გაფრთხილება: გოგონაია (12), ლემონჯავა (15), ჯიღაური (41), ჟიშკარიანი (73)

არბიტრი: ლ. კვარაცხელია

ბომბარდირები

გ. ქვილითაია (დინამო, თბ) 20

ო. მარცვალაძე (დილა) 15

ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 15

ჯ. ჯიღაური (დინამო, თბ) 13

ი. სიხარულიძე (სამტრედია) 13

ნ. კაჭარავა (ცხინვალი/როსტოვი, რუს.) 13

XXVII ტური

30 აპრილი, შაბათი

ზუგდიდი-საბურთალო

ლოკომოტივი-დილა

მერანი-კოლხეთი

სამტრედია-დინამო (თბ)

გურია-ჩიხურა

საპოვნელა-დინამო (ბთ)

შუქურა-ტორპედო

სიონი-ცხინვალი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Guadua

სამარცხვინოა, უმაყურებლო ჩემპიონი. სამარცხვინოა პენალტებიანი და უმაყურებლო. დღეს გველესიანმა ლუსტრაცია გაუკეთა კლუბს- ჩვენ 4-5 ძლიერი კონკურენტი გვჭირდება სპარინგებისათვისო, აი რატომ შეიქმნა 10 გუნდიანი ლიგა რომ 4-5 ევროლიგსი მუდმივი სტუმრები იყვნენ ხოლო დანარჩენები მათი სპარინგ პარტნიორები. თანაც ეს ბავშვი რომ საუბრობს მე შოკში ვიყავიო,რა საშინელებაა ეს 16 გუნდიანი ჩემპიონატიო, სად ნახულაო :) მარაზმი.

• dinamo chempionta ligaze

შენ გაბალა ეძახედა კი დავიდა ჯგუფში დინამოს შემდეგ ძლიერი გუნდები ჩატოვა მათ შორის პანათინიკოსი მაგრამ ამით დინამოს არ ვამ,ართლებ ერთს ვიტყვი რომ დღევანდელი დინამო ბევრათ ძლიერია

• გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს

გილოცავთ! ლიგაზე "გაბალას" თუ არ გადავეყარეთ იქნებ ჯგუფურ ეტაპზეც გავიდეთ?!

• dinamo chempionta ligaze

სხვანაირათ რა დავწერე კაცო რეებს მელაპარაკები სადმე ეწერა ან დინამომ აჯობა ტამაშით ან ჩიხურამ მეთქი/????

• chixura

მერე მასე დაგეწერე თავიდანვე

• dinamo chempionta ligaze

ჩიხურა ჯობდა ტამაშით თუ დინამო მაგას არააქვს მნიშვნელობა მსაჯი შეცდა დინამოს საწინაამდეგოთ არაერთხელ მათ შორის ჩიხურასთანაც

• chixura

მეც ვულოცავ.ჩიხურამ დამსახურებულათ მოუგო.თუ ფაქტებზეა საუბარი უმჯობესია მთლიანი თამაშის ვიდეო ნახოთ. და ვიმსჯელოთ მხოლოთ ფაქტებით

• dinamo chempionta ligaze

დინამომ დამსახურებულათ მოიგო და მთელი გულით ვულოცავ ვინც თვლის რომ მსაჯების დახმარებით ძალიან ცდება მართო დინამოს სასარგებლოთ არ დანიშნულა პენლები ბევრჯერ დინამოს წინააღმდეგაც შეცდნენ თუნდაც ბოლო თამაშები ცხინვალი-დინამო ჩიხურა დინამო თუ არ გახსოვთ ეს თამაშები დინამოს საიტზე დევს და გადაათვალიერეთ მთელი სეზონის თამაშებია და დაიტვალეთ ვის სასარგებლოთ რამდენჯერ შეცდნენ

თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი

ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია

VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი

"ლილთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

"ნაპოლიმ" ნახევარმცველი ისევ იჯარით გაუშვა

სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა

ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის ფინალში იასპარეზებს

კონფერენს ლიგაზე "იბერიას" მეტოქეები გაირკვა

ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია

"ახლა ფეხბურთელებისთვის" დროის დათმობაა საჭირო"- ლუის ენრიკე

"მაიამის ინტერმა" ახალ მთავარ მწვრთნელთან შეთანხმებას მიაღწია

"მე "ოქროს ბურთის" ფავორიტებად მათ მივიჩნევ" - ჰარგრივზმა საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა

რათა არ გაეძევებინათ, ბორდალასმა საზონოვი შეცვალა - "ხეტაფემ" "პარტიზანის" ბარიერი გადალახა და კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს

მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება

[VIDEO] ჭანტურიშვილმა "რეინჯერსს" ულამაზესი გოლი გაუტანა - მისმა გუნდმა გაიმარჯვა და კონფერენს ლიგაზე გავიდა

სომხეთში ზეიმია. გოლი 90+8-ე წუთზე - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" "არარატ-არმენიამ" სძლია

[VIDEO] "იბერია 1999" "იაგელონიასთან" ისევ დამარცხდა და ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს

"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია

"იაგელონიასთან" მატჩს "იბერია 1999" შემდეგი შემადგენლობით იწყებს

ნიკა ამაშუკელი „რაგბის უდიდესი მეტოქეობის“ მესამე ტესტმატჩს განსჯის

"კვარას" მატჩის დღე! - მიქაუტაძეც პარასკევს და სხვა ქართველები

თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი

სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს

დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა

ქართველი ფეხბურთელების ყველაზე ცნობილი ჩხუბები [VIDEO]

ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]

ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა

ქართველების "მეცი" "ლორიენთან" განადგურდა

ცხინვალი-კოლხეთი 5:1 - სუპერშედეგიანი

ვახტანგ ჭანტურიშვილი უკრაინულ "ოლეკსანდრიაში" ითამაშებს

ჯიღაურის დუბლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე - ორი ქართველის გუნდი პლეი-ოფში გავიდა, მესამეს კარგი შანსი აქვს [VIDEO]

ზუგდიდი-კოლხეთი 0:1 - ჩემპიონატის პირველი გოლი [VIDEO]

უმაღლესი ლიგა. IX ტური: "სიონს" პირველი მარცხი ჩემპიონმა აგემა

საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი

[სავარაუდო ტრანსფერი] ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრნავის "სპარტაკში"?

[მკითხველთა ფორუმი] ნაკრების პრობლემა - ვინ დაგვიცავს მარჯვენა ფლანგზე?

უმაღლესი ლიგა. IX ტური: "დილამ" და თბილისის "დინამომ" მოიგეს [VIDEO]

ქვილითაიამ კონტრაქტი გერმანულ კლუბთან გააფორმა

ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...

ტაბატაძემ გაიტანა, ნეიმარი მსაჯმა დაინდო - გველესიანი რონალდოს დაუპირისპირდება [VIDEO]

ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა

ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]

თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი

სადისციპლინო კომიტეტმა უმაღლესი ლიგის ფეხბურთელები და მწვრთნელი მკაცრად დასაჯა

ლევან სალუქვაძე: თბილისის "დინამო" არჩეულ გზას არ გადაუხვევს!

[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..

კოხრეიძე საფრანგეთის ლიგა 2-ში? გიორგი ერთ-ერთ ლიდერს აინტერესებს

"მეცი" აბუაშვილს კონტრაქტს გაუფორმებს

"ზესტაფონისა" და თბილისის "დინამოს" ყოფილი მცველი რენე ფერეირა ბრაზილიაში ითამაშებს

იარაბეკს ჭანტურიშვილი და პარუნაშვილი სლოვაკეთში მიჰყავს?

[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა

"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა

ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური

[VIDEO. ლეგიონი] აშორტიას შორეული გასროლა, ჯიღაურის მაგარი პასები...

თბილისის "დინამო" - ახალი გუნდის კონტურები

ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები საქართველოს ჩემპიონატში

"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს

მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა

ქართველების "მეცი" "მონაკოსთან" დამარცხდა და ლიგა 2-ში გავარდა

გვინდა თუ არა ჯოვინო ფლამარიონი საქართველოს ნაკრებში და როგორია წარსული გამოცდილება? [+გამოკითხვა]

Geo Team: ქვილითაია კარიერას გერმანიის ჩემპიონატში გააგრძელებს

მარუსიჩმა თბილისის "დინამო" დატოვა და უკვე ახალ გუნდშიც წარადგინეს

ლაშა პარუნაშვილი: ამისთვის ათი წელი მაინც გვჭირდება...

კოლხეთი-ზუგდიდი 0:0 - მამალაძე და ყვითლები [VIDEO]