არგენტინის რალი: ზელანდიელისთვის პირველი
"ჰიუნდაის" ავტომობილით მოასპარეზე ჰეიდენ პადონი გახდა არგენტინის რალის გამარჯვებული.

შაბათს, პადონმა ლიდერობა მოიპოვა იარი-მატი ლატვალას საშინელი ავარიის შემდეგ (ფინელი კლინიკაში გადაიყვანეს) და ბოლო ნაწილი სოლიდური უპირატესობით დაიწყო - 29 წამს უგებდა უახლოეს მდევარს, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს სებასტიან ოჟიეს.

მეორე დღეს, რალისტებს საშინელ მეტეოროლოგიურ პირობებში მოუწიათ გამოსვლა, ზელანდიელის მანქანაზე რამდენჯერმე შეიქმნა პრობლემა გადაცემათა კოლოფთან დაკავშირებით. ამის გამო, მან ოჟიესთან 7.4 წამი წააგო.

ბოლოს წინა სპეცმონაკვეთზე ოჟიემ, უბრალოდ, გაანადგურა მეტოქეები და პადონთან ჩამორჩენა 2.6 წამამდე შეამცირა. მაგრამ ბოლო სპეცმონაკვეთზე პადონმა ხასიათი და გამარჯვებისკენ სწრაფვა გამოავლინა და საბოლოოდ, ოჟიეს 11.7 წამი მოუგო. ამით ის გახდა ისტორიაში პირველი ზელანდიელი, ვინც კლასიკური რალის ეტაპი მოიგო.

წაგების მიუხედავად, ოჟიე 96 ქულით ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს, პადონი კი მეო

რე ადგილზე გადავიდა - მას 57 ქულა აქვს.

მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი - ესპანეთის გრანპრი ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი ეტაპი აღმოჩნდა წელს აქამდე ჩატარებულ რბოლებს შორის.

პოულიდან სტარტი ვალენტინო როსიმ აიღო და თითქმის მთელი დისტანცია დამაჯერებლად ლიდერობდა. ერთ მომენტში ლეგენდარულ იტალიელს თანაგუნდელმა ხორხე ლორენსომ შეუტია, მაგრამ ვალენტინომ შეძლო საკუთარი პოზიციის შენარჩუნება და ფინიშზე თითქმის სამი წამი მოუგო ლორენსოს.

ამ უკანასკნელს, გარკვეული ხანი მოუწია მეორე ადგილისთვის ბრძოლა ჩემპიონატის ლიდერთან მარკ მარკესთან, მაგრამ გასწრება აქაც არ ყოფილა.

როსიმ კარიერაში 87-ე გამარჯვება მოიპოვა და ისევ მესამე ადგილზეა გენერალურ კლასიფიკაციაში 58 ქულით. მარკესი 82 ქულით ლიდერობს, ხოლო ლორენსო 65 ქულით მეორეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
საშინელი ავარია 310 კმ/სთ-ზე MOTO GP-ში - ლეგენდა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა [VIDEO]
ვალენტინო როსისთვის სეზონი დასრულდა
მოტოსპორტი: როსის ტრიუმფი ტრაგედიის ფონზე
მოტოგრანპრი: ორბორბლიანებმაც დაიწყეს
ვალენტინო როსი ბრუნდება
ესტონელმა მრბოლელმა რალიში ფრანგების 15-წლიანი დომინაცია შეწყვიტა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა