ბლიც-ინტერვიუ ჯანლუიჯი ბუფონთან
ჯანლუიჯი ბუფონი ისევ ყურადღების ცენტრშია, რადგან 38 წლის ასაკში ბრწყინვალე ფორმაშია და შესანიშნავად ასპარეზობს. ჯიჯიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და საინტერესო თემებზე გაამახვილა ყურადღება.

- მორიგი ტრიუმფისას რას გრძნობთ?

- თითოეული გამარჯვება დიდ სიხარულს მანიჭებს, ტიტულის მოგება კი ფანტასტიკური შეგრძნებაა.

- რა უნარებს უნდა ფლობდეს კარგი მეკარე?

- საკუთარ თავში უნდა იყოს დარწმუნებული და თანაგუნდელებს სიმშვიდეს გადასცემდეს. მაშინაც კი, როდესაც მეკარე თავს არაკომფორტულად გრძნობს, ეს სხვებს არ უნდა აჩვენოს, რადგან მას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. ვამაყობ, რომ მეკარე ვარ და თავის დროზე, სწორი არჩევანი გავაკეთე.

- კარში დგომა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და წნეხია, რასთან გამკლავებაც იოლი არ უნდა იყოს...

- ზოგადად, სპორტში, მეკარეობა ყველაზე რთული საქმეა, რადგან შენი ერთი შეცდომა გუნდს გაშვებულ ბურთად უჯდება. ეს როლი სრულიად განსხვავებულია ყველა დანარჩენისგან და ამავდროულად, საინტერესოა. რაღაცით, მეკარეობა მაზოხისტობას ჰგავს, რადგან მცირე შეცდომა შეიძლება ფატალური გამოდგეს და განტევების ვაცად იქცე. მიუხედავად ამისა, არასდროს გავცვლიდი ჩემს როლს სხვა ამპლუაზე.

- ბრწყინვალე ფორმაში ხართ და ალბათ, მიზნის მიღწევა და მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში არ გაგიჭირდებათ...

- იტალიაში ბევრი კარგი მეკარეა და ის, რომ ნაკრებში კვლავაც ნომერ პირველი ვარ, დიდი შრომის ფასად მიჯდება. აქამდე არავის უთამაშია 6 მსოფლიოს ჩემპიონატზე და მინდა, რომ ეს მე გავაკეთო. კიდევ ორი სეზონი აუცილებლად ვითამაშებ ფეხბურთს, შემდეგ კი ვნახოთ, მოტივაციასა და ფიზიკურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"უხერხული პოლიტიკური მცდელობა იყო" - ბუფონმა პირლოზე ისაუბრა
"ბუფონი და აკინფეევი ამით ერთმანეთს ჰგვანან"- მირალემ პიანიჩი
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
ჯანლუიჯი ბუფონის შვილმა თქვა, რატომ გადაწყვიტა ჩეხეთის ნაკრებში თამაში
დებიუტი პროფესიონალურ დონეზე - ბუფონის შვილს რამდენიმე წუთი დაუთმეს და ჩეხეთის ნაკრებში ელიან
ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო - როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო