საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის წერილი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, გია ნაცვლიშვილმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორს, პერე მიროს და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გენერალურ დირექტორს, ურს ლაკოტს ნოდარ ქუმარიტაშვილის საქმესთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნა. წერილს უცვლელად გთავაზობთ.

"გვსურს, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ პატივისცემა თქვენს მიმართ და გამოვხატოთ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მადლიერება თქვენი მუდმივი ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის. მაშინ, როდესაც ყველანი ვზრუნავთ ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნის უკვდავყოფაზე, რათა აშენდეს მის მშობლიურ დაბა ბაკურიანში ხელოვნური საციგაო ტრასა, შეიქმნას ციგის საერთაშორისო ახალგაზრდული საწვრთნელი ცენტრი და გატარდეს სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, CBC-ის კანადური ტელეარხი მთელს მსოფლიოს აცნობს სენსაციურ მასალას, რომელიც დაკავშირებულია საციგაო ტრასის უსაფრთხოების ასპექტებთან (გთხოვთ ინფორმაციისთვის იხილოთ თანდართული ლინკი: http://www.cbc.ca/canada/story/2011/02/06/vanoc-luge-track406.html).

CBC-ის მიერ ჩატარებული გამოძიება დიდ წინააღმდეგობაშია ციგის საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოცემულ ოფიციალურ დასკვნასთან "ზამთრის XX ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკულ დაღუპვასთან დაკავშირებით ვისტლერის საციგაო ცენტრში ოფიციალური ვარჯიშის პერიოდში", რომელიც სოკ-ს წარუდგინეს. ამ წერილით გვსურს, თქვენი ყურადღება მივაქციოთ და შესაბამისი კომენტარი გთხოვოთ გარკვეულ საიდუმლო მიმოწერასთან დაკავშირებით საორგანიზაციო კომიტეტსა და საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციას შორის, ტრასის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც CBC-ის კანადურმა ტელეარხმა გამოავლინა.

ინფორმაცია ფართოდ გავრცელდა მსოფლიოში ზემოაღნიშნული ლინკით, რომელშიც ორგანიზატორები და საერთაშორისო ფედერაცია თავიანთ შეშფოთებას გამოთქვამდნენ საციგაო ტრასის უსაფრთხოების შესახებ, კერძოდ VANOC-მა 2009 წლის მარტში მიიღო FIL-სგან წერილის ასლი, რომელშიც მიმართავდნენ ტრასის დიზაინერს და შიშს გამოთქვამდნენ მასზე განვითარებულ სიჩქარეებთან დაკავშირებით. ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაცია მოიცავს სხვადასხვა ოფიციალური პირების მიერ გამოთქმულ ციტირებებს.

თქვენი მხრიდან გამოქვეყნებული დეტალების გაცნობამდე გვსურს, თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ ამ სიახლემ დიდი შეშფოთება გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში და ჩვენს მასობრივი ინფორმაციის წყაროებში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა უკვე მიიღო საგამოძიებო კომისიის ოფიციალური დასკვნა ტრაგედიის დეტალებთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნულ გამაფრთხილებელ მიმოწერასთან დაკავშირებით ტრასის სიჩქარესა და უსაფრთხოებაზე არაფერია ნახსენები.

საქართველოს ეოკ-ის ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართეს ადგილობრივმა და საერთაშორისო მედია საშუალებებმა, რათა კომენტარი გაეკეთებინა გამოქვეყნებულ მასალაზე. საზოგადოება და რასაკვირველია ოლიმპიელის ოჯახი მოითხოვს დამატებით განმარტებას შესაბამის მიმოწერებში ტრასის უსართხოებასა და სიჩქარესთან დაკავშირებით გამოთქმულ საფრთხეზე.

გვჯერა, რომ გაგებით მოეკიდებით შექმნილ ვითარებას და შესაბამის კომენტარს მოგვაწოდებთ ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით. ჩვენი ვალია სიმართლის დადგენა", - ნათქვმია გია ნაცვლიშვილის წერილში.

"ინტერპრესნიუსი"

ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
სლუცკის ჩასვრილი და "რუბინის" განავალში ჩამგდები უწოდეს - სიომინმა დაიცვა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა