ომს იგებს ის არმია, რომელიც თავის ჯარისკაცებს უკეთ გამოიყენებს
* 40 წელზე მეტია, რაც ეს ორი გუნდი ერთმანეთს ევროთასებზე გადაეყარა.

* "ბაიერნი" ზედიზედ მეხუთედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.

* მადრიდის "ატლეტიკო" ბოლო სამ სეზონში მეორედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.

* 422 წუთია, "ატლეტიკოს" გოლი არ გაუშვია, გუნდმა უკანასკნელი ხუთი მატჩი მოიგო.

* ბოლო 11 მატჩია, "ბაიერნს" არ წაუგია. 11-დან 9 შეხვედრაში მიუნხენელებმა მოიგეს.

* "ბაიერნმა" ბოლო ორ სეზონში ესპანეთში დათმო ნახევარფინალის პირველი მატჩები.

"ვისენტე კალდერონზე" ორი ისეთი გუნდი უპირისპირდება ერთმანეთს, რომლებიც ტოპ-ფორმაში არიან. ხოსეპ გვარდიოლას მეორე და უკანასკნელი შანსი აქვს, "ბაიერნთან" ერთად ევროთასი მოიგოს. დიეგო სიმეონე მორიგი ისტორიის დაწერას აპირებს...

ურთიერთშეხვედრა

არც 1974 წლამდე და არც მის მერე ეს ორი კლუბი ერთმანეთს არ შეხვედრია. მაშინ კი, მაისში "ატლეტიკო" და "ბაიერნი" ევროპის თასის ფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

ეს ორივე გუნდისთვის პირველი ფინალი იყო. ბრიუსელში, "ეიზელის" სტადიონზე ჰანს-გეორგ შვარცენბეკმა 120-ე წუთზე გაიტანა და "ბაიერნი" გადაარჩინა - 1:1. ორი დღის მერე "ეიზელზე" გადათამაშება დაინიშნა. "ბაიერნმა" ამჯერად, "ატლეტიკოსგან" ქვა-ქვაზე არ დატოვა - 4:0. დუბლები შეასრულეს ული ჰიონესმა და გერდ მიულერმა.

პრესკონფერენცია

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "უნდა ვიფიქროთ მხოლოდ ერთ რამეზე - გამარჯვებაზე. ველი ძალიან რთულ მატჩს ოპონენტთან, რომელსაც უდიდესი შემტევი პოტენციალი აქვს; იმ მწვრთნელის წინააღმდეგ, რომელსაც შეუძლია თამაშიდან თამაშამდე მოახდინოს მნიშვნელოვანი ცვლილებები. როგორმე უნდა შევძლოთ და მატჩის სადავეები ხელთ ვიგდოთ. ეს მატჩი ჩვენთვის სეზონში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია.

"ატლეტიკოს" და "ბაიერნს" ბევრი რამ ასხვავებთ, მაგრამ ეს ომია, რომელშიც აუცილებლად ის ჯარი არ იმარჯვებს, რომელსაც მეტი ჯარისკაცი ჰყავს. იგებს ის არმია, რომელიც თავის ჯარისკაცებს უკეთ გამოიყენებს.

ფეხბურთსა და ცხოვრებაში არ არსებობს რევანში, არსებობს ახალი შესაძლებლობები. "ბაიერნი" ზუსტად ისეთივე სიტუაციაშია, როგორშიც ჩვენ ვართ. ჩემი სურვილია, ჩემმა გუნდმა მოიგოს, მეტი არაფერი".

ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "მოხარულნი ვართ, რომ ნახევარფინალში ვართ. ამ ეტაპზე მხოლოდ ძლიერი გუნდები თამაშობენ და "ატლეტიკო" გამონაკლისი არ არის. ესპანეთში "ატლეტიკო" თანასწორად ებრძვის "ბარსელონასა" და "რეალს", ევროპაში ის ფავორიტებს ამარცხებს. სიმეონემ გუნდთან ერთად უკვე დიდ წარმატებას მიაღწია.

დიდი თამაში იქნება, რთულიც და თვალსასეიროც. ყველაფერს გავაკეთებთ ფინალში გასასვლელად. "ატლეტიკო" მარტო კარგი დაცვა არ არის, გუნდი ძალიან ორგანიზებულია. მას ჰყავს კოკე. "ატლეტიკო" კარგია კონტრშეტევაზე, არ ტოვებს სივრცეს.

მოკლედ, თუ ყველა საკითხში მაგრად არ ითამაშებ, "ატლეტიკოსთან" შანსი არ გაქვს. ვფიქრობ, მე უფრო კარგი მწვრთნელი და ადამიანი ვარ, მეტად მშვიდი".

გასულ უქმეებზე

"ატლეტიკოს" "მალაგას" დამარცხება გაუჭირდა, სანამ შეცვლაზე ანხელ კორეა არ შევიდა. არგენტინელმა გამარჯვების გოლი გაიტანა - 1:0 და "ატლეტიკო" ისევ რჩება საჩემპიონო რბოლაში.

"ბაიერნმა" ბერლინში "ჰერტა" 2:0 დაამარცხა და საჩემპიონო ტრიუმფს მიუახლოვდა. გოლები მეორე ტაიმში გავიდა. თავი არტურო ვიდალმა და დუგლას კოშტამ გამოიჩინეს.

ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი. I მატჩი

ატლეტიკო-ბაიერნი 22:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: გოდინი, ტიაგო, ფერეირა-კარასკო (?) - ბადშტუბერი, რობენი, ბოატენგი (?), როდე (?)

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, ლ. ერნანდესი, ფილიპე ლუიში - ს. ნიგესი, კოკე, გაბი, ფერეირა-კარასკო - ფ. ტორესი, გრიზმანი

ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - ლამი, ხ. მარტინესი, ალაბა, ბერნატი - ვიდალი - დ. კოშტა, მიულერი, ტ. ალკანტარა, რიბერი - ლევანდოვსკი

მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

roma
მე ჩემი აზრი დავაფიქსირე ატლეტიკოსთან მიმართებაში,ძნელია ეკამათო ბარსას,ან ბაიერნის ფანებს,აქ ყველაფერი გასაგებია,მეორეც ბაიერნმა ხო დახია ყველაფერი ბენფიკასთან მატჩებში,მართლაც ანტი ფეხბურთი იყო ბაიერნის შესრულებით,სულ ცოტა დააკლდა ბენფიკას და ჰოპას დაიძახებდა,მაგრამ ფეხბურთში შეიძლება ყველაფერი მოხდეს და ეს ამ საღამოს გამოჩნდება,მე მინდა გაიმარჯვოს ღირსეულმა.
555
დაანებეთ თავი ამ ახალგაზრდა ჭანტურიას უსარგებლო პიარს ნუ ეწევით, ამით მასაც დაღუპავთ, როგორც სხვა ბევრი დაღუპეთ გეყოფათ. ამას ჯერ ისეთი არაფერი გაუკეთებია, რომ საზოგადოებამ მას კითხვები დაუსვას. მოეშვით უნიჭო პიარს.
romas
ატლეიტკოს გასვლა უფრო ბარსას ბრალი იყო და არა ატლეტიკოს სიძლიერისა.. ჩავარდნა ჰქონდა გუნდს და არა მარტო ატლეტიკოსთან სოსიედადთან, რეალთან და ვალენსიასთანაც წააგო... ასე რომ ბარსას გამოვარდნა შენი ანონსის და ატლეტიკოს დამსახურება არ ყოფილა იმდენად რამდენადაც ბარსას დამსახურება, ფორმიდან ამოვარდა უცბად გუნდი ან ამოაგდეს... აი ბავარია კი უმაგრეს ფორმაშია ...
Euf
Atletiko tu kai fexburts tamashobs da ravi mashin agaraa sashveli , egeti gundebi afucheben fexburts , bavariam unda daadugos atle tore fexburti fuchteba
Dato
და სანტიაგო ბერნაბეუს სურათი რატომ დევს? :))))
zviadi
ბაიერნი გავა
roma
გულწრფელად ვამბობ არცერთი საზღვარგარეთის გუნდის ფანი არ ვარ,უბრალოდ მიყვარს ფეხბურთი ბავშვობიდან და სიამოვნებას ვიღებ მისი ცქერისგან,რაც შეეხება დღევანდელ წყვილს აქ შანსები 70-30-ზეა ატლეტიკოს სასარგებლოდ,ასევე დავაანონსე ბარსა ატლეტიკოც და გამოვიცანი,დღესდღეობით ატლეტიკო თამაშობს პრაგმატულ ფეხბურთს,მაგრამ სანახაობრივს,მათ საკმაოდ კარგი შემსრულებლებიც ჰყავთ,აღარაფერს ვამბობ მწვრთნელზეც,მაგრამ წარმატებისთვის ასევე აუცილებელია იღბალიც,აი თუ იღბალიც მათ დაეხმარება მისია შესრულებული იქნება.
ქუთაისელი
კარგი ჯახი იქნება! :)
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
გაბრაზებული მოურინიო დერბის წაგების შემდეგ პრესკონფერენციაზე ფოტოებით მივიდა - მას სიმეონემ უპასუხა
"დავრჩები თუ არა "ბარსელონაში"? - ლევანდოვსკიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
ყველაფერი შეთანხმდა - მარესკა "სიტის" ახალი მწვრთნელი გახდება
"ჩემი ყოფილი ცოლია, წარმოუდგენლად მიყვარს, მაგრამ ვნება დავკარგეთ..." - როგორ მიმართა ლეგენდარულმა გვარდიოლამ ფეხბურთელებს
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
10 მილიონი ევრო სეზონში - ლევანდოვსკი თურქეთში გადაბარგებასთან ახლოსაა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
"ყველა ვარიანტში, "ოქროს ბურთი" მას უნდა გადასცენ" - სიმეონეს თავისი ფავორიტი ჰყავს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ფერანი რჩება - "ბარსელონა" ტორესს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
გვარდიოლას პასუხი იტალიელებს - შეთავაზებულზე ორჯერ მეტი გასამრჯელო
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
"ის ჩემი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია" - სიმეონემ ალვარესის მომავალზე ისაუბრა
გრიზმანის ევროპული კარიერა სრულდება - ფრანგი MLS-ს მიაშურებს
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა