რა იყო ოქტომბერს და რა მოხდა აპრილში
მას შემდეგ, რაც "იუვენტუსმა" "ფიორენტინა" დაამარცხა, ხოლო "ნაპოლი" რომში დაეცა, ტურინულმა გრანდმა სკუდეტო დაიბევა. დიახ, "იუვენტუსი" ზედიზედ მეხუთედ გახდა იტალიის ჩემპიონი, სულ კი ტურინელთა ანგარიშზე 32 საჩემპიონო ტიტულია.

აღსანიშნავია, რომ 2 სკუდეტო პიემონტელებს კალჩოპოლის ცნობილი პროცესების შემდეგ ჩამოართვეს - შედეგად, თვითონ ტურინელები თვლიან, რომ ისინი 34-გზის ჩემპიონები არიან.

ზედიზედ 5 საჩემპიონო ტიტული მართლაც ფენომენალური შედეგია და იმ რეკორდის გამეორებაა, რომელიც "იუვენტუსმა" 1931-1935 წლებში დაამყარა - მაშინაც, "იუვემ" მიჯრით 5 სკუდეტო მოიგო. ამ ფორმაციის "იუვენტუსი" ისტორიაში შევიდა და მას შეგვიძლია ვუწოდოთ დიდი გუნდი, თუმცა არის ერთი ტიტული, რომლის მოგების გარეშეც, ეს აღმატებული წოდება ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება - ესაა ჩემპიონთა ლიგა და ამ თემაზე "იუვეს" ბანაკში ყველა ერხმად საუბრობს...

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსის მწვრთნელი): "ოქტომბერში სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში ასვლაზე ვოცნებობდით, იანვარში ლიდერებთან მიახლოება გვინდოდა, მარტში მეორე ადგილს ვუმიზნებდით, აპრილში კი ჩემპიონები გავხდით. ფანტასტიკური სეზონია და ულამაზესი ტრიუმფი, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება.

დღეს უკვე თამამად შეგვიძლია, რომ გადავფურცლოთ ოქტომბრის გაზეთები და კარგად ვიხალისოთ იმაზე, რაც მაშინ ხდებოდა. რატომ ჩაგვივარდა სეზონის სტარტი? - ზაფხულში გუნდი რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, მათ მაგივრად ახალი მოთამაშეები მოვიდნენ, ასეთ დროს კი ჩავარდნა ლოგიკურია. მთავარია, რომ მალევე დავძლიეთ კრიზისი და ჩემპიონები გავხდით.

უნდა შევაქო "ნაპოლი", რომელსაც შესანიშნავი სეზონი აქვს - სამხრეთელებმა შესაძლოა 82 ქულა დააგროვონ, ეს მარაგი კი ხშირ შემთხვევაში სკუდეტოსთვის საკმარისია. ნამდვილად არავინ ელოდა, რომ ბოლო 25 სეხვედრაში 24-ს მოვიგებდით, მაგრამ ეს მოხდა და "იუვე" ისევ პირველია. მომდევნო სეზონში, აუცილებლად ვიბრძოლებთ ჩემპიონთა ლიგიოს მოგებისთვის, რადგან ეს ჩვენი პრიორიტეტული მიზანია".

ჯუზეპე მაროტა (იუვენტუსის სპორტული დირექტორი): "ჩემპიონატის 5-ჯერ ზედიზედ მოგება გმირობის ტოლფასია და მინდა მადლობა გადავუხადო როგორც მწვრთნელს, ისე თითოეულ ფეხბურთელს. ასევე გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი სეზონია ჩვენთან ერთად არიან. მასიმილიანო ალეგრისთან ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ და მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას იმ კვირაში ვაპირებთ.

კონტრაქტის დეტალები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, თუმცა ერთი დანამდვილებნით შემიძლია გითხრათ: ალეგრი ტურინში დიდ ხანს დარჩება. მჯერა, რომ მომდევნო სეზონში "იუვე" ჩემპიონთა ლიგას მოიგებს".

7-გზის ჩემპიონი

38 წლის ჯანლუიჯი ბუფონი მეშვიდეჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, რაც მართლაც ფენომენალური შედეგია. ასეთი მიღწევა კიდევ სამ ფეხბურთელს აქვს: ალესანდრო კოსტაკურტას და პაოლო მალდინის "მილანიდან", ხოლო ჩირო ფერარას "ნაპოლის" და "იუვენტუსის" მაისურით. მათზე წინ კიდევ სამი ფეხბურთელია: ჯოვანი ფერარი (იუვენტუსი/ინტერი), ჯუზეპე ფურინო (იუვენტუსი) და ვირჯინიო როზეტა (პრო ვერჩელი/იუვენტუსი), რომლებსაც ტოტული 8-ჯერ აქვთ მოგებული. მოკლედ, ბუფონი აქაც რეკორდსმენებშია და რა გასაკვირია, რომ მედიაში მისი კომენტარიც გავრცელდა:

"ყველა სკუდეტომ დიდი სიხარული მომანიუჭა, მაგრამ პირველი და ბოლო მაინც განსაკუთრებულია. პირველი იმიტომ, რომ პირველია და ბოლო, იმიტომ, რომ მართლაც საუცხოო ჩემპიონატი გამოვიდა. მაშინაც არ დამიკარგავს იმედი, როდესაც ცხრილში მე-15 ადგილზე ვიყავით და სწორედ ამ რწმენამ მოგვიყვანა დიდ გამარჯვებამდე. შემდეგი გაჩერება ჩემპიონთა ლიგაა, რადგან ეს ტურნირი აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ეს ამბიცია რომ არ მქონდეს, კარიერას უკვე დავასრულებდი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gigoia
აუცილებელია ლიგის მოგება! 90-იანებში 2 ფინალი სადაც ფავორიტი იყო-წააგეს,მადრიდის რეალთან და დორტმუნდთან,ასევე 2000-იანებში მილანთან. ასე რომ 5 გზის ჩემპიონები უნდა იყვნენ.წელს ბავარიასთან სულ ცოტა დააკლდათ.
jiji
912 მადლობა
jiji
912 მადლობა
912
Jiji shen namdvilad daimsaxure ligis mogeba magram samwuxarod namdvilad yoveltvis mand cherdebit
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"უხერხული პოლიტიკური მცდელობა იყო" - ბუფონმა პირლოზე ისაუბრა
ჯუზეპე მაროტამ დაადასტურა - ლეონარდო ბონუჩის დაბრუნება გვსურს!
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო - როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
ტურინის "იუვენტუსი" გაძლიერებას არ გეგმავს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
მესი "ინტერში" უტოპიაა - ამბობს "ნერაძურის" გენერალური დირექტორი
მასიმილიანო ალეგრი "იუვენტუსში" 2020 წლამდე დარჩა
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
"ბუფონი და აკინფეევი ამით ერთმანეთს ჰგვანან"- მირალემ პიანიჩი
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
მაროტამ "იუვენტუსი" დატოვა და "ინტერში" აპირებს გადასვლას
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
მაროტა: დიბალას ძალით ვერ დავაკავებთ
ჯანლუიჯი ბუფონის შვილმა თქვა, რატომ გადაწყვიტა ჩეხეთის ნაკრებში თამაში
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
ალეგრის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ხილა "მილანში" გადავიდა და მასიმილიანო უკმაყოფილო დარჩა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
დებიუტი პროფესიონალურ დონეზე - ბუფონის შვილს რამდენიმე წუთი დაუთმეს და ჩეხეთის ნაკრებში ელიან
"ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა გვჭირდება. ვნახოთ, რამდენად შეასრულებს ჩემს მოთხოვნას" - დე ლაურენტისმა ალეგრიზე ისაუბრა