ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

დანიელთა კრისტიანული პასები

დანიელთა კრისტიანული პასები

„ასტონ ვილას“ თავდამსხმელების, დარენ ბენტისა და ეშლი იანგის გოლებით ინგლისის ნაკრებმა, დანიელებზე, ექვსი წლის წინანდელი 4:1-ისთვის შური იძია.

„ასტონ ვილას“ თავდამსხმელების, დარენ ბენტისა და ეშლი იანგის გოლებით ინგლისის ნაკრებმა, დანიელებზე, ექვსი წლის წინანდელი 4:1-ისთვის შური იძია. ამჯერად, კოპენჰაგენის „პარკენ სტადიონზე“ თამაში სტუმრების გამარჯვებით დამთვარდა - 2:1.

შეხვედრის წინა დღეებში, პრესა-ტელევიზია, განსაკუთრებით 19 წლის ჯეკ უილშირს აქებდა. არსენალელ ყმაწვილკაცს ხოტბას მწვრთნელი ფაბიო კაპელოც ასხამდა, მაგრამ როგორც თამაშმა გვაჩვენა ის მასზე ერთი თვით და ორი კვირით უმცროსმა დანიელმა კრისტიან ერიკსენმა დაჩრდილა. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ უილშირმა ცუდად ითამაშა. ის ბურთს კარგად ფლობდა და ყველაფერში ეტყობოდა, რომ დიდი მომავალი ელის, მაგრამ აიაქსელ ერიკსენს გუნდის თამაშზე მეტი გავლენა ჰქონდა. თუ ვინმე ნახევარდაცვაში ბატონობდა, ეს დანიელი ჭაბუკი გახლდათ. ერთი სიტყვეთ კაპელოს „მომავალმა ფრანკო ბარეზიმ, პაოლო მალდინიმ და რაულმა“ მაინცდამაინც არ გაამართლა (თამაშამდე 24 საათით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე იტალიელმა მწვრთნელმა უილშირი სწორედ ამ ამპლუით განსხვავებულ, თუმცა სიდიადით მსგავს ფიგურებს შეადარა) დანიელთა „მომავალმა მიქაელ ლაუდრუპმა“ კი გულშემატკივარი გაახარა - მაშინ როდესაც ინგლისელის შეტევები მასპინძელთა დაცვას ასკდებოდა, სტუმრების მცველთა ოთხეულს „აიაქსის“ ყმაწვილთან გამკლავება ძალიან უჭირდა. ერიკსენი მოხერხებული გადაადგილებით სამოქმედო სივრცესაც პოულობდა და ამწვავებდა კიდეც შეტევებს.

სწორედ ერიკსენმა მიაწოდა პასი ნიკლას ბენდტნერს, როდესაც მისი დარტყმული ფრენკ ლემპრდს მოხვდა და ჯო ჰარტის კარს აცდა. და რაა გასაკვირი, რომ კვლავ ერიკსენი გახლდათ ის მოთამაშე, რომლის ჩაკიდებულ ბურთსაც დაარტყა თავური დანიელ აგერმა - მასპინძლები მე-8 წუთზე გატანილმა ამ გოლმა დააწინაურა. გოლის ეპიზოდში პასიც ჩინებული იყო და ლივერპულელი მცველის თავურიც, თუმცა თუკი ერიკსენის ჩახვეულ ჩაწოდებულს ძნელად თუ მოუხერხებდა კაცი რამეს, აგერისთვის ხელის შეშლა ლემპარდსა და ჯონ ტერის მართებდათ.

მაგრამ, კაპელოს გასახარად, მისმა ბიჭებმა თავის ხელში აყვანა და მდგომარეობის გამოსწორება მალევე შეძლეს. იტალიელმა, როგორც ჩანს, საბოლოოდ დაასკვნა, რომ უეინ რუნის თამაში მაშინ სჯობს, როდესაც ის საგოლე მომენტებს სხვებისთვის ქმნის, რაშიც, ალბათ, კიდევ ერთხელ მაშინ დარწმუნდა, როდესაც მანჩესტერელის პასს მარჯვენა ფრთაზე თეო უოლკოტის ეფექტური დრიბლინგი და დაბალი პასი მოჰყვა - დანიელმა მცველებმა უოლკოტის ჩაწოდებულს რატომღაც მხოლოდ თვალი გააყოლეს, რითაც შორეულ ძელთან თავის გემოზე დარჩენილმა დარენ ბენტმა ისარგებლა. სხვათა შორის, პირველივე ტაიმში ბენტმა კიდევ ერთი გოლი შეაგდო, მაგრამ ოფსაიდის გამო არ ჩაუთვალეს.

რუნი ვახსენეთ და, არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ჯერ კიდევ 0:0-ის დროს მასაც შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ მატიას იორგენსენმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.

შესვენებისას კაპელომ 6 ფეხბურთელი შეცვალა. საინტერესოა, რომ სწორედ მეორე ტაიმში შევიდა მოედანზე კაცი, რომელსაც ნაკრების ფორმა ოთხწელიწადნახევარი არ სცმია - სკოტ პარკერი, პირველი ინგლისელი ფეხბურთელი, რომელიც ეროვნულ გუნდში ოთხი სხვადასხვა გუნდიდან გამოიძახეს. პირველ ტაიმში საკმაოდ უსახური ლემპარდის გასვლამ კი კიდევ ერთი კაპიტანი შვა - ეშლი კოული, რომელიც 87-ე სანაკრებო შეხვედრას ატარებდა.

მეორე ტაიმი საკმაოდ სტერილური გამოდგა. ერთი-ორ ეპიზოდში ნაქებმა ერიკსენმა გაიბრწყინა და აქეთაც ბენტმა სცადა ბედი, მაგრამ გადამწყვეტი გოლი ეშლი იანგმა შეაგდო - გლენ ჯონსონმა ბურთი დანიელთა ნახევარზე იხელთა, სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო, მეტოქის კარს რომ მიუახლოვდა „ასტონ ვილას“ ფორვარდს მიაწოდა და მანაც დინამიკურ ეპიზოდს დაბალი დარტყმით ჯეროვანი დაბოლოება მოუძებნა.

თამაშის შემდეგ კაპელომ თქვა: „შედეგით და ზოგი ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილი ვარ. მომეწონა ბენტი, რომელიც „ასტონ ვილასთან“ შედარებით ნაკრებში განსხვავებულ დავალებას ასრულებდა. პირველ ტაიმში საკმაოდ თავდაჯერებით ითამაშა უილშირმა. ეს საინტერესო დებიუტი იყო. ვათამაშებ თუ არა მას მარტში, უელსში, შესარჩევ შეხვედრაში? მართალი გითხრათ, ამაზე ფიქრი ჯერ ცოტა ადრეა. ერთი თვე უნდა დავიცადო და ვნახო როგორ ფორმაში იქნებიან ეს ფეხბურთელები იმ დროისთვის, რადგან ამ ერთი თვის განმავლობაში მათ თავიანთ კლუბებში ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები ელით.

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა

სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ

"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში

[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო

როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ

ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!

"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა

ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ

როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?

"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...