ძალიან მწყდება გული, როცა "რეალი" კონტრშეტევაზე თამაშობს
რა ვიცით ტიკი-ტაკას თაობაზე? 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთი მთელი შეხვედრის განმავლობაში უგორებდა ბურთს ტუნისს. ესპანელი კომენტატორი ანდრეს მონტესი ძალიან გახარებული იყო, "ფურია როხას" ამხელა უპირატესობა რომ ჰქონდა. მან პირდაპირ ეთერში თქვა: "ნახეთ, როგორ გორავს ბურთი, რამხელა სიამოვნებაა. ტიკი-ტაკა, ტიკი-ტაკა"...

რას წარმოიდგენდა კომენტატორი, რომ მისი ეს სიტყვა დაიპყრობდა მთელ საფეხბურთო მსოფლიოს და გახდებოდა სრულიად ახალი საფეხბურთო სტილის აღმნიშვნელი, რომელიც მოკლე გადაცემებით მოწინააღმდეგის დატერორებას გულისხმობს.

არადა, როგორც ირკვევა, ყველაფერი ახალი მართლაც კარგად დავიწყებული ძველია და ამ სიტყვას მაინცდამაინც მონტესთან ვერ გავაიგივებთ.

ყველაფერი დაიწყო 1994 წლის 5 დეკემბერს. მაშინ არგენტინელმა მწვრთნელმა ანხელ კაპამ პოპულარულ ესპანურ გაზეთ "ელ პაისში" მთელი ესე დაწერა იმაზე, თუ როგორ შეიძლება მოკლე გადაცემებით გაუთავებლად აკონტროლო ბურთი და შეხვედრა შენთვის სასურველი შედეგით დაასრულო.

"დღევანდელ ცხოვრებაში მთავარია, პრაქტიკული იყო. სწორედ ასეთი ადამიანები აღწევენ გამარჯვებას. დღეს ბევრი პრიმიტიულ ფეხბურთს თამაშობს. მთელი ფილოსოფია იმაზეა დაფუძნებული, რომ ერთი ზონიდან მეორეში გადააგდონ ბურთი. ყველა კლასიანი გუნდის თამაში დაფუძნებული უნდა იყოს ბურთის კონტროლზე და ეს უნდა ხდებოდეს შეხებების მინიმალური რაოდენობით. ეს არის შესანიშნავი საშუალება, ერთდროულად მიანიჭო სიამოვნება გულშემატკივარს და ამავე დროს შედეგიც მიიღო."

მწვრთნელმა ტიკი-ტაკას თაობაზე კიდევ ბევრი რამ დაწერა. ესეს სათაურიც სწორედ ასე ერქვა - Tiki I toque.

ეს პუბლიკაცია რომ დაიბეჭდა, კაპა იმ დროს მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის, ხორხე ვალდანოს ასისტენტი გახლდათ. იქამდე 10 წლით ადრე არგენტინელი სპეციალისტი "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბში იყო, რომელსაც ლეგენდარული მენოტი ხელმძღვანელობდა.

"მაშინდელ "რეალში" არ იყო ის დიდი ფული, რომელიც დღესაა ამ გუნდში. ამან საშუალება მოგვცა, ნდობა გამოგვეცხადებინა რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელისათვის. მათ შორის ერთ-ერთი რაული იყო." - თქვა მოგვიანებით კაპამ.

და რას ფიქრობს 69 წლის კაპა თანამედროვე ფეხბურთში მიმდინარე პროცესებზე? მას ძალიან საინტერესო მოსაზრება აქვს.

"ხომ ორივე გუნდში ვიმუშავე, მაგრამ როცა ერთმანეთს "ბარსელონა" და "რეალი" ეთამაშებიან, ჩემი სიმპატიები კატალონიელთა მხარესაა. ეს იმიტომ, რომ "ბარსას" აქვს კონკრეტული სათამაშო სტილი. მე მტკიცედ მწამს, რომ ეს სტილი იარსებებს მანამ, სანამ იქნება "ბარსელონა." - მიიჩნევს ფეხბურთის არგენტინელი სპეციალისტი.

და რას ერჩის კაპა "რეალს"? გამოცდილ არგენტინელ მწვრთნელს არ მოსწონს ის, რომ "სამეფო კლუბი" ხშირად ცვლის ფეხბურთელებს და კიდევ უფრო ხშირად მწვრთნელებს.

"აუციულებლად უნდა გავაკრიტიკო "რეალის" ხელმძღვანელობის პოლიტიკა. როცა დიდი გუნდი გქვია, მეტი სტაბილურობა გჭირდება. სწორედ სტაბილურობაა იმის გარანტი, რომ შენ გქონდეს სტილი, რომელიც არავის აქვს - მხოლოდ შენეული, თვითმყოფადი." - ესეც კაპას სიტყვებია.

ახლა ისევ არგენტინელს მოვუსმინოთ. "თავის დროზე მე დიდი ნაშრომი გამოვაქვეყნე პრესაში, სადაც ფეხბურთში პრაქტიკულობის როლსა და მნიშვნელობაზე ვსაუბრობდი. ვერ წარმოვიდგენდი, თუ მოვლენები ასე განვითარდებოდა.

რა თქმა უნდა, პრაგმატიზმი ფეხბურთში აუცილებელია, მაგრამ დღეს, რაც ხდება, ამის მოთმინება და ატანა შეუძლებელია. ვუყურებ თამაშებს და ვხედავ, რომ ნებისმიერი გზით შედეგის მიღწევა წესად იქცა. სანახაობას აღარავინ დაეძებს.

ჩვენ თუ ასე გავაგრძელებთ, ფეხბურთს ზოგადად მოაკლდება მაყურებელი და ეს ძალიან ცუდია. სწორედ ამიტომ, დიდმა გუნდებმა თავისი სტილი არ უნდა დაკარგონ, მისი ერთგულნი უნდა იყვნენ.

ძალიან მწყდება გული, როცა "რეალი" თამაშობს კონტრშეტევებზე. ასეთი რამ მიმაჩნია მიუღებლად. ათწლეულების განმავლობაში გულშემატკივარი მიეჩვია მადრიდელთა დომინანტობას, ახლა კი ასეთი რამ ხდება...

გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ ფეხბურთი არ არის მხოლოდ შედეგი და ის უპირველეს ყოვლისა თამაშია, რომელმაც ჩვენ სიამოვნება უნდა მოგვიტანოს." - ამბობს კაპა.

რას ამბობს თანამედროვე "ბარსელონაზე" კაპა?

"ეს დიდებული გუნდია. რა თქმა უნდა, არის ჩავარდნები. ისინი ხომ ადამიანები არიან და არა რობოტები?!"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჰაჰ
გივი გ - ჰოკეიზე ამბობენ კარგი სპორტიაო და მიეძალე მაგას. ფეხბურთს გაეშვი. ან ატლეტიკოს უბალეშიკე ან ჩელსის. მეტის ღირსი არ ხარ. არ ხარ იმ ბარსელონას ღირსი რომელიც დღეს მსოფლიოს აოცებს. სხვა ფეხბურთის მოყვარული რომელიც მომავალ თაობაში იქნება,იმან იუთუბიდან უნდა უყუროს ამ საოცრებას და შენ ლაივიდან? არ ხარ ძმაო ღირსი ლამაზი ფეხბურთის
riva
სირცხვილია რეებს წერთ, რა 1994ში მოიგონეს ტიკი-ტაკა და კაპამ ქნა ეგ? ))) რახან ნაშრომი გამოაქვეყნა არ ნიშნავს რომ მისი მოგონებულია. ბოლო-ბოლო 1994-ში კრუიფი იყო ბარსას მწვრთნელი და ბარსას მთელი მსოფლიო დრიმ-თიმს ეძახდა. მაგრამ ტიკი ტაკა კიდევ უფრო შორიდან მოდის, ჯერ კიდევ 100 წლის წინ იყო ტოტალური ფეხბურთის პირველი სტადიები, ხოლო რინუს მიხელსმა რაც ჰოლანდიაში გააკეთა საერთოდ საოცრება იყო. მოკლედ მიუხედავად იმისა რომ ჯერ კიდევ 1915 წლებიდან თამაშობდნენ ტოტალურ ფეხბურთს (იგივე ტიკი-ტაკას) მას ფართო პოპულარობა ჯერ მიხელსმა მერე კი კრუიფმა მოუტანა
beqs
წელსაც ეს ტიკი ტაკა მოიგებდა ლიგას,თუმცა ზედიზედ არ მოაგებინებენ არავისეს მოგეხსენებათ.დღეს ბარსაზე ლამაზ ფეხბურთს თუ ვინემ თამაშობს არ ვიცი....
beqa
me getyvi ra aris tiki taka. titaka aris is rom barcelonam 2006 wels moigo championta liga tikitaka aris is rom barcelonam moigo championta liga 2009 wels 2011 wels da 2016 wela. tiki taka aris is rom espanetma moigo sanatreli da saocnebo msoplio championati da shen kidev amis mere ar mogwons tiki taka ? chami azrit shen pexburti ar mogwons da saertod ver erkvevi pexburtshi da kidev uanravi tituli moigo tiki takam da yvelanairi rekordebi moxsna.
Givi g
და ე.წ ტიკი-ტაკაში რა არის მოსაწონი? მე თუ მკითხავ ძალიან მძიმე და არასასიამოვნო საყურებელია.ავიღოთ თუნდაც მიუნხენის ბაიერნი,რა მოიგო გვარდიოლას მისვლით? პირიქით დაკარგა ის ნამდვილი გერმანული სტილი რაც იუპ ჰაინკესის ხელში ქონდა.ამაზე დიდხანს შეიძლება კამათი,მაგრამ ჩემი აზრით ვისაც ეგ სტილი მოსწონს ფეხბურთის გაგებაში არაა
666
amastan ertad mosapiqrebelia ragac iseti rac tamashs ar gaapuchebs..anu an msajebis mikerzoeba ama tu im gundis mimart,shecdomebi ki isinic adamianebi arian da ratwmsunda mouvat da am shecdomebis agmopxvra.penaltis dros undaxdebodes ragbis msgavsi ganmeoreba rom cru penalti ardaidos.an ragac msgavsi tanise rom tamashis msvlelobas romar gaapuchebs.
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
ყველაფერი შეთანხმდა - მარესკა "სიტის" ახალი მწვრთნელი გახდება
"ჩემი ყოფილი ცოლია, წარმოუდგენლად მიყვარს, მაგრამ ვნება დავკარგეთ..." - როგორ მიმართა ლეგენდარულმა გვარდიოლამ ფეხბურთელებს
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
გვარდიოლას პასუხი იტალიელებს - შეთავაზებულზე ორჯერ მეტი გასამრჯელო
გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს