ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ატლეტიკო-ბაიერნი 1:0 - "ჩოლომ" ბრძოლა მოიგო, ომი გაგრძელდება [VIDEO]

ატლეტიკო-ბაიერნი 1:0 - "ჩოლომ" ბრძოლა მოიგო, ომი გაგრძელდება [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგა. 1/2 ფინალი. I მატჩი
"ვისენტე კალდერონზე" არანორმალურად კარგი საფეხბურთო ატმოსფერო იყო და შეუძლებელი გახლდათ ეს მუხტი ფეხბურთელე ბს არ გადასდებოდათ.

მით უმეტეს, დიეგო სიმეონეს გუნდს მოტივაციის პრობლემა არასდროს აქვს, "ჩოლოს" ისედაც მშვენივრად ჰყავდა დამუხტული თავისიანები.

იქაურობამ საერთოდ იფეთქა საულ ნიგესმა საოცარი სოლო-რეიდი შორეულ კუთხეში ელეგანტური დარტყმით რომ დააგვირგვინა და "ათლეტები" დააწინაურა. შესაძლოა, მადრიდელები ემოციებს ზედმეტადაც კი აყვნენ, რადგან გოლიდან ცოტა ხანში მეტოქეს ორჯერ შეაქმნევინეს საგოლე შანსი. მასპინძლებს ორივეჯერ არტურო ვიდალი აწუხებდა, ჩილელი თავით ცდილობდა გატანას.

ამ ეპიზოდებში იან ობლაკი არც ისე დამაჯერებელი გახლდათ, სამაგიეროდ კარგი იყო ხიმენესი. ამის მერე ობლაკის კარის თავზე ცა მოიწმინდა და ისიც დამაჯერებლად გამოდიოდა კარიდან და მთლანად "ატლეტიკოც" სოლიდურად გამოიყურებოდა. კი, ბურთი უფრო "ბაიერნს" ეჭირა და ეს დიდად გასაკვირი არც არის, მაგრამ მიუნხენელებს რეალური მომენტის შექმნა არ გამოსდიოდათ.

აი, "ატლეტიკო" კი უფრო იშვიათად უტევდა, მაგრამ ზუსტი დარტყმა მეტი ჰქონდა და გატანაც შეეძლო - ანტუან გრიზმანს მანუელ ნოიერმა აუღო. კარგად იდგა ხავი მარტინესი, რომელიც ხოსეპ გვარდიოლას დაცვის ცენტრში ჰყავდა დაყენებული.

მეორე ტაიმი "ბაიერნმა" აგრესიულად დაიწყო და კარგი მონაკვეთიც ჰქონდა. ალაბას შორეული უძლიერესი და ძალიან ლამაზი დარტყმის მერე ბურთი ხარიხას მოხვდა. სხვა მომენტებიც იყო, "ატლეტიკომ" ფანებითურთ ძალიან ინერვიულა, მაგრამ "ჩოლო" ნერვიულობის კაცია, აბა სხვაგავარად, როგორ თუ ნერვები არ დაგაწყდა, ძარღვები არ დაგებერა და ემოციებისგან არ დაიცალე….

"ატლეტიკოს" ტემპის დაგდება და ცოტა წინ აწევა, თამაში მეტოქის ნახევარზე ატანა სჭირდებოდა. თორემ მადრიდელებმა ბურთი და მოედანი ზედმეტად დათმეს. დროული მომენტიც გამოცხვა - კონტრშეტევაზე გაქცეულმა მადრიდელებმა კარგი შანსი შექმნეს, როდესაც გრიზმანის პასის მერე ფერნანდო ტორესმა ოსტატურად მოატყუა ალაბა და ლამაზად ჩაჭრა ბურთი შორეული კუთხისკენ, ყველაფერი თითქმის, იდეალურად გაკეთდა, ბურთი ძელმა აისხლიტა.

პეპმა ცვლილებები გამოიყენა, რიბერი და მიულერი შეუშვა ბრძოლაში. მოგვიანებით ბენატიაც დაამატა და ალაბა გაათავისუფლა, წინ გაუშვა. სიმეონე კი ხელს არაფერს კიდებდა, 85-ე წუთზე ერთადერთი ცვლილებაც იმიტომ გააკეთა, რომ საულისთვის აპლოდისმეტები ეჩუქებინა და დრო გაეყვანა, პლუს საული დაიღალა და ფეხიც აიტკია.

მატჩი კორექტული გამოვიდა, მაგრამ ბოლოსკენ პატარა დაძაბულობა და შეხლა-შემოხლები მაინც იყო, ბარათებიც დაგროვდა. მარკ კლატენბურგმაც მიიღო რამდენიმე საკამათო და უცნაური გადაწყვეტილება.

"ათლეტები" მედგრად იდგნენ, განსაკუთრებულად აუგუსტო ფერნანდესისა და ფილიპე ლუიშის საიმედო და პროდუქტიული თამაშიც უნდა გამოვარჩიოთ. შეხვედრის მიწურულს "ბაიერნს" ხელახლა წამოუარა, შანსი ჰქონდა ვიდალს, რომელსაც იქამდეც აუღო ერთი კარგი ბურთი ობლაკმა, გგატანა შეეძლო ბენატიასაც, მაგრამ 1:0 ძალაში დარჩა.

ჩოლომ ბრძოლა მოიგო, ომი "ალიანს არენაზე" იქნება. იმის წარმოდგენაც კი ჟრუანტელს იწვევს თუ მართლაც რა გველის იქ, დაველოდოთ...

ატლეტიკო-ბაიერნი 1:0

გოლი: 1:0 საული (11)

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხიმენესი, სავიჩი, ფილიპე ლუიში - გაბი, კოკე, ფერნანდესი, საული (85. ტომასი) - გრიზმანი, ფ. ტორესი

ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - ლამი, მარტინესი, ალაბა, ბერნატი (77. ბენატია) - ჩაბი ალონსო - ტიაგო ალკანატარა (70. მიულერი), ვიდალი, კომანი (60. რიბერი), დუგლას კოშტა - ლევანდოვსკი

გაფრთხილება: საული - დუგლას კოსტა, ბენატია, ნოიერი, ვიდალი

კუთხური: 5-5 ჯარიმა: 7-11 თამაშგარე: 2-0 კარში დარტყმა: 11(5)-19(7) ბურთის ფლობა: 31%-69%

მაყურებელი: 52 127

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• roma

გუშინ ამ წყვილში გასვლის შანსები დავაანონსე 70-30 ატლეტიკოს სასარგებლოდ,ასევე დავაანონსე ბარსასთან ატლეტიკოს შანსები,რაც გამოვიცანი,ახლა კიდევ მეტ უპირატესობას ვანიჭებ ატლეტიკოს:80-20 ზეა უკვე,საქმე იმაშია,რომ გოდინი და კარასკო გუშინ ვერ დაეხმარენ ატლეტიკოს,ალბად ყველას მოგეხსენებათ თუ რა დონის ფეხბურთელები არიან ეს ადამიანები,მიუნხენში გაძლიერებული ატლეტიკო ჩაკეტავს თამაშს,ხოლო ბაიერნი გაიხსნება,მას აუცილებლად გატანა სჭირდება და არა ერთის,ამის შემდეგ კონტრშეტებეზე დაიწყება დაჭერა და ამის შემდეგ იქნება თავდავიწყება,მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური აზრია,ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს,მაგრამ მერწმუნეთ ერთ რამეში თუ იღბალი ატლეტიკოს არ გაწირავს,მაშინ ყველაფერი ისე იქნება,როგორც დავაანონსე.

• gio

eh katastrofa iyo, fexburti xalxs imistvis ukvars rom shemtevad da lamazad itamasho, vnaxe didi avtobusi romelic gzas ketavda da arakacurad tu rames gamorcgeboda magis imedze iko da gamorcha kidec, maurinios interi gamaxsenda kvela karshi rom ldga.

• გუკა

...და სწორედ ამ ლუისს იმ ნაგიჟარმა "ჩელსიში" ტ..კი დაუბრტყელა სკამზე ჯდომით!თვითონაც სად მიდიოდა?! სადაც კარგად ხარ,დააყენე,რა! სხვას რომ თავი დავანებოთ,შევჩენკოს მაგალითი მაინც არ ახსოვდა? დიეგომ უშველა ისევ მაგას!

• kim

რას ეძახით ანტიფეხბურთს? გაგვაგებინეთ ერთი რა!! თუ გუნდმა თავდაცვითი ტაქტიკა აირჩია და თანაც ამ ტაქტიკით მოიგო, ანტიფეხბურთია? ისე ხმარობთ ამ სიტყვას, თითქოს ფეხბურთის ზნატაკები იყოთ, სინამდვილეში კი ფეხბურთის გაგებაში არ ხართ. ანტიფეხბურთია ის, რასაც ქართველები თამაშობენ, როგორც ნაკრებში, ისე განსაკუთრებით საკუთარ ჩემპიონატში. ეს ნაღდად ანტიფეხბურთია. სიმიონე კი გუნდს ისე ათამაშებს, რასაც კონკრეტული სიტუაცია მოითხოვს. მოიგო პირველი რაუნდი? მოიგო ხომ!! მოგებულებს კი არასოდეს ასამართლებენ.ეს არის ფეხბურთის ანა-ბანა. ხო, ანტიფეხბურთია კიდე ის, როც გუნდი ზღვარგადასულად უხეშობს. აქაც ატლეტიკო პირნათელია. ასე რომ..

• მეგრე

ატლეტიკოს სათამაშო სტილის მოწონება არ მოწონება გემოვნების საკითხია, მაგრამ ფელიპე ლუისის თამაშით არ აგფრთოვანება შეუძლებელია, საუკეთესო განაპირა მცველია

• bidzina

მიუნხენში რომ გააბახებენ ბაიერნს მერე კი დაიძახებთ ვაი ვაიო!!!!!

• v.g.

უტიტულოდ დარჩენას სჯობს ანტიფეხბურთი ითამაშო და ტიტული მოიგო. ეს გუნდი საჭირო დროს საჭირო ფეხბურთს თამაშობს, ფაქტი სახეზეა, პრიმერაში იმდენივე ქულა აქვს რაც ბარსას, უსწრებს რეალს და გასულია ლიგის ნახევარფინალში (თუ ფინალშიც არ გავიდა ესეც აღარ გამიკვირდება). :-)

• Kaxampower

Omi tu moigo mashin agaraa sashveli , antifexbutri ar unda igebdes

• გუკა

ამ "ავტობუსი ავტობუსის" ძახილში სიმეონემ კი გააბახა ევროპის გრანდები!

• იკა

ისე რეალსაც ეგრე ემუქრებოდნენ გერმანიით და მინხენით მაგრამ რავიცი რავიცი

• fraternity

ვითომ რატომ არ ეთამაშა თანაბრად ერთი ამიხსენით. მაგარი გოლიც შეაგდო და კიდე ორი მომენტი ქონდა გასატანი და ბაიერნს აქეთ გაუმართლა მე თუ მკითხავთ რომ უფრო დიდი სხვაობით არ წააგო. რას ეძახით ანტიფეხბურთს? კონკრეტულ თამაშში როგორც შენ გაწყობს ისე უნდა ითამაშო, ამას ანტიფეხბურთი კი არა ტაქტიკა და სტრატეგია ჰქვია. ტორესისნაირი მომენტი რომელი ჰქონდა ბაიერნს ერთი მითხარით. ალაბას ცენტრიდან დარტყმული? თუ ვიდალის ნახევრად მომენტები? ეს ტიკიტაკა და ბურთის წინ და უკან გორება ხო საერთოდ ამაზრზენია.

• ბაიერნის სახელით

...ბაიერნის ზღვა მომენტები აღწერა სიტყვებით: "სხვა მომენტებიც იყო". შენ თუ მაგ თამაშში ატლეტიკო მოგეწონა, ან გგონია რომ თანაბრად ეთამაშა ბაიერნს - გადადი პროფილში...

• Bayern's Girl

შეევხვდებით ალიანს არენაზე

• kaxa

გაიმარჯვა ანტიფეხბურთმა. ბაიერნმა ფეხბურტი ითამაშა მეტოქისგან განსხვავებიტ.

• nika fezuashvili

საულ ნიგეზმა ძაან მაგარი გოლი შეაგდო

როდრი: კლასიკოზე უფრო მნიშვნელოვანი პსჟ-სთან მატჩია

მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო

Footmercato: პსჟ-ს ეს ფეხბურთელი შეზღუდული შესაძლებლობებისაა

ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს

აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ

მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება

შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება

მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით

I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში

პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო

"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ

ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას

ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც  წარმატებას მივაღწევთ

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა

[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია

მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა

"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა

"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა

[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა

გაბრაზებული მოურინიო დერბის წაგების შემდეგ პრესკონფერენციაზე ფოტოებით მივიდა - მას სიმეონემ უპასუხა

ყველაფერი შეთანხმდა - მარესკა "სიტის" ახალი მწვრთნელი გახდება

"ჩემი ყოფილი ცოლია, წარმოუდგენლად მიყვარს, მაგრამ ვნება დავკარგეთ..." - როგორ მიმართა ლეგენდარულმა გვარდიოლამ ფეხბურთელებს

"ატლეტიკოს" ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს, თუ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდება

[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა

ენდრიუ რობერტსონი: "ლივერპულმა" ღირსეული შედეგი დადო, მაგრამ იცის, რომ უკეთესიც შეუძლია

სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს

"ყველა ვარიანტში, "ოქროს ბურთი" მას უნდა გადასცენ" - სიმეონეს თავისი ფავორიტი ჰყავს

"გულშემატკივრები გრიზმანს ამ ყველაფერს არ აპატიებენ..." - "ატლეტიკოს" პრეზიდენტი

"ატლეტიკომ" "იუვენტუსისგან" დევიდი ინათხოვრა

ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია

"იუვენტუსი" ტრავმირებული პოგბას შემცვლელს იმატებს

"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა

[VIDEO] ლივერპულმა "ატლეტიკოს" სძლია - ბარკოლამ ტრავმა მიიღო

[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა

კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება

ირაოლა: ბარკოლას კუნთის სპაზმი ჰქონდა

გვარდიოლას პასუხი იტალიელებს - შეთავაზებულზე ორჯერ მეტი გასამრჯელო

სიმეონეს და "ატლეტიკოს" ისტორია გრძელდება - "ჩოლო" წასვლას არ აპირებს

31 წლის ლორენტემ სანაკრებო კარიერა დაასრულა

"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა

[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!

"ის ჩემი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია" - სიმეონემ ალვარესის მომავალზე ისაუბრა

"ატლეტიკოს" კაპიტანი: "რეალი" პენალტებსაც იმსახურებს და ჩემპიონობასაც

აქსელ ვიტსელი კარიერას ლა ლიგაში განაგრძობს