800 მილიონად "მილანს" ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი იყიდის
სილვიო ბერლუსკონიმ არაერთხელ განაცხადა, რომ არასდროს გაყიდის ორ რამეს: სახლს, სადაც გაიზარდა და საფეხბურთო კლუბ "მილანს".

დონ სილვიო დღემდე იცავს ამ სიტყვას, მაგრამ როგორც იტალიური სპორტული პრესა და კერძოდ, "გაძეტა დელო სპორტი" იუწყება, ბერლუსკონის მოუწევს სიტყვის გატეხვა და პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ მალე ლომბარდიული გრანდი ჩინელი მილიარდერის ხელში გადავა, რომელიც უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას კლუბის ამჟამინდელ მესვეურებთან და შეთანხმებამდე აღარაფერია დარჩენილი.

800 მილიონი სიტყვის გატეხვის სანაცვლოდ. ითქვა ისიც, რომ ბერლუსკონის კომპანიის, "ფინინვესტის" წარმომადგენლებმა უკვე დაადასტურეს, რომ გარიგებისთვის მზად არიან და საქმეს მხოლოდ ბერლუსკონის დასტური და თანხმობა აკლია.

"ფინინვესტი" ბერლუსკონის კომპანიაა და სწორედ ეს ფირმა აერთიანებს დონ სილვიოს ყველა კომპანიასა და ბიზნესს, მათ შორის, საფეხბურთო კლუბ "მილანს". ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, ბოლო 2 წელიწადში "მილანის" გამო "ფინინვესტმა" 180 მილიონი ევრო იზარალა და ყველა გამოთვლით, არც მომდევნო სეზონი იქნება უკეთესი.

მოკლედ, "როსონერი" ბერლუსკონის მძიმე ტვირთად აწევს - ამასთან, გუნდი ღრმა კრიზისშია და პრეზიდენტს გუნდის გულშემატკივრები უპირისპირდებიან. ამ ფონზე, დიდია ცდუნება, რომ ბერლუსკონიმ გაასხვისოს "მილანი" და არა მარტო დიდი ზარალი აიცილოს თავიდან, კოლოსალური თანხა მიიღოს.

ლაპარაკია 800 მილიონ ევროზე - აქედან 500 მილიონს ბერლუსკონი ამ ზაფხულს მიიღებს, შემდეგ კი ერთი წლის განმავლობაში კიდევ 300 მილიონს. შესაბამისად, პირველ ეტაპზე, კლუბის აქციათა 70%-ს დათმობს და შემდეგ დარჩენილ 30%-ს. მოკლედ, "მილანში" დიდი გარიგება მზადდება და თუ იტალიელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, ცვლილებები გარდაუვალია...

ვინ ყიდულობს "მილანს"?

"მილანის" შეძენას ჩინელი ბიზნესმენი ჯეკ მა აპირებს, რომელიც "ალიბაბა ჯგუფის" დამფუძნებელი და საფეხბურთო კლუბ "გუანჯოუ ევერგრანდის" ერთ-ერთი მფლობელია. ჯეკ მა მსოფლიოს უმდიდრებს ადამიანებს შორის მე-18 ადგილზეა, ჩინეთში კი, ამ მხრივ, უკონკურენტოა. "ფორბსის" მონაცემებით, მისი ქონება 33.3 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.

პრესაში ისიც დაიწერა, რომ ჯეკ მას პირველი "მილანური" პროექტი ახალი სტადიონი იქნება, რომელიც უნდა დაპროექტდეს და უახლოეს 2 წელიწადში აშენდეს. ითქვა ისიც, რომ ჩინელ ბიზნესმენს კლუბის სპორტულ დირექტორად მარჩელო ლიპის დანიშვნა სურს. ჯერჯერობით დუმს სილვიო ბერლუსკონი, ბოლო სიტყვა კი მაინც მას ეკუთვნის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

guro
ბერლუსკონი მაფიოზიაა, მიცემს მილანს მაგრამ ტუ დაინახა რამე არ გაკეთდა დაიბრუნებს დებილი არაა..
sabonis
გაყიდე სილვიო, შენ ფულს ჩაიჯიბავ მილანი კი ძველ დიდებას დაიბრუნებს.
მეგრე
ჩინურ მილანს ისევ დღევანდელი მილანი მირჩევნია
"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
"ზოგჯერ წასვლა საუკეთესო გამოსავალია", - ამორიმმა ლეაოზე ისაუბრა
"ბერლუსკონიმ მითხრა, რომ პოზიცია უნდა შემეცვალა, რაზეც "მილანის" მაშინდელ მწვრთნელს მოვუყევი და მიპასუხა, რომ..."' - პატომ "როსონერის" ყოფილ პრეზიდენტზე ისტორია მოჰყვა
ლეაო "მილანიდან" "გალათასარაიში" გადავიდა
"მადლობა, პრეზიდენტო!" - კალაძე ბერლუსკონის გარდაცვალებას ეხმაურება
ბერლუსკონი ფეხბურთელებს მეძავებით სავსე ავტობუსს დაჰპირდა
"მილანმა" სანტიაგო ხიმენესი "პორტოში" გაუშვა
"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება
მარიო ბალოტელი იტალიაში ყოფილ გუნდში დაბრუნდება
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"მონცას" ფეხბურთელებმა ბერლუსკონის მეძავებით სავსე ავტობუსი მოსთხოვეს
"მონცამ" "იუვეს" ისევ მოუგო - ბერლუსკონიმ ფეხბურთელებს მეძავები უნდა დაახვედროს