დორტმუნდში ჰუმელსს უსტვინეს, "გლადბახმა" "ბაიერნის" ჩემპიონობა გადადო

ტურის ფაქტები

* პიერ-ემერიკ ობამეიანგმა დუბლი შეასრულა და 25 გოლით "დორტმუნდის" რეკორდი დაამყარა - ის გახდა ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლის გამტანი არაგერმანელი (გაუსწრო რობერტ ლევანდოვსკის).

* "დორტმუნდს" 32 ტურის მერე არასოდეს ჰქონია 77 ქულა, 14 საშინაო გამარჯვებაც კლუბის რეკორდია.

* თომას მიულერმა მე-20 გოლი გაიტანა, "ბაიერნს" ახლა უკვე ორი ფეხბურთელი ჰყავს 20 და მეტი გოლის გამტანი ამ სეზონში. ეს კი ბუნდესლიგის ისტორიაში პირველად მოხდა.

* "გლადბახს" ბოლო 4 თამაშია, არ წაუგია. ასეთი სერია გუნდს სახელოვანი 70-იანი წლების მერე არ ჰქონია.

* რაც ბუნდესლიგა ჩამოყალიბდა, იულიან ბრანდტი არის ყველაზე უხვგოლიანი თინეიჯერი ერთ სეზონში - 19 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 6 გოლია.

* კლაას-იან ჰუნტელაარმა მე-10 გოლი გაიტანა, რაც ბოლო 6 სეზონში ჰოლანდიელმა მეოთხედ მოახერხა.

* "აუგსბურგმა" ზედიზედ მესამედ არ გაუშვა, "მშრალი სერია", რომელიც კლუბის რეკორდია, 317 წუთი გრძელდება.

* "ლევერკუზენმა" ბოლო 7 ტურში იმარჯვა.

მართლა გადადეს

მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" მართლაც შეძლო "ბაიერნის" ჩემპიონობის გადადება. ჩემპიონთა ლიგის საგზური "ბაიერნთან" და "დორტმუნდთან" ერთად მხოლოდ "ლევერკუზენს" აქვს განაღდებული, მეოთხე ბედნიერის ვინაობა კი კვლავ უცნობია. რაც შეეხება გადარჩენისთვის ბრძოლას: "ჰანოვერის" გარდა ჯერ კიდევ არავინ გავარდნილა.

პრინციპში, სულ ეს იყო, რაც ბუნდესლიგის 32-ე ტურის შემდეგ შეიძლება ითქვას და ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო 2 ტურში ერთობ საინტერესო ამბები გველის. მანამდე კი, სრულიად საფეხბურთო გერმანიისთვის მთავარი თემა მატს ჰუმელსის ფაქტობრივად გადაწყვეტილი ტრანსფერია.

ხუთშაბათის შემდეგ ოფიციალურად დადასტურებული ამბავია, რომ "დორტმუნდის" 28 წლის კაპიტანმა კლუბის ხელმძღვანელებს "ბაიერნში" გაშვება სთხოვა. ეს ამბავი "ბორუსიას" გულშემატკივრებს, რა თქმა უნდა, გულზე მოხვდათ. ბოლო წლებში "დორტმუნდიდან" "ბაიერნში" არაერთი სუპერვარსკვლავი გადავიდა (გიოტცე, ლევანდოვსკი), მაგრამ ჰუმელსის სურვილმა "ბორუსიას" ქომაგებს განსაკუთრებით ატკინა გული, რადგან მატსი "დორტმუნდის" კაპიტანია.

ამიტომაც გადმოფინეს დორტმუნდელებმა "ვოლფსბურგთან" შეხვედრაში დიდი ბანერი წარწერით: "როცა კაპიტანი გემიდან პირველი გარბის, მაშინ ჯობია, ახლავე გაიქცეს!" ფანებმა ჰუმელსს უსტვინეს კიდეც.

"დორტმუნდის" შეფი ჰანს-იოახიმ ვატცკე კი ამბობს, რომ ის არ შეუშლის ხელს ჰუმელსს, რადგან თუ ფეხბურთელს გუნდიდან წასვლა უნდა, ვინც არ უნდა იყოს ის, წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს. მაგრამ "ბორუსიის" შეფი იქვე დასძენს, რომ კომპრომისზე წასვლასაც არ აპირებს და "ბაიერნთან" უმკაცრეს მოლაპარაკებებს იწყებს.

"მიუნხენელებთან ორი პირობა მაქვს. პირველი: ჰუმელსის სატრანსფერო ღირებულება ვაჭრობას არ ექვემდებარება! მეორე: გიოტცეს "დორტმუნდში" შესაძლო დაბრუნება ამ ტრანსფერთან ერთად არ უნდა განვიხილოთ. უფრო დაწვრილებით რომ ავხსნა, ჩვენ უკვე დავუსახელეთ მიუნხენელებს თანხა, რომელსაც ერთ ცენტსაც არ დავაკლებთ. ამ თანხას ან სრულად გადაიხდიან, ანაც ტრანსფერი არ შედგება", - აცხადებს ვატცკე.

მაინც რამდენი მოითხოვეს დორტმუნდელებმა თავიანთი კაპიტნის სანაცვლოდ? ოფიციალურად არაფერი თქმულა, "ბილდის" ინფორმაციით კი, "დორტმუნდი" "ბაიერნისგან" 38 მილიონ ევროს ითხოვს. ჩვენი გერმანელი კოლეგები ვარაუდობენ, რომ ჰუმელსის ტრანსფერი გერმანიის თასის ფინალამდე, ანუ 21 მაისამდე გადაწყდება, რადგან ამ ტრანსფერის გაწელვა არც ერთი გუნდის ინტერესებში არ შედის.

"ჰერტა" მიწაზე დაენარცხა!

ჩემპიონთა ლიგის ჰიმნზე მეოცნებე ბერლინელებს მძიმე დრო დაუდგათ: "ჰერტამ" ზედიზედ მესამე მატჩიც წააგო და ერთ დროს მესამე ადგილზე მყოფი გუნდი ახლა უკვე საუკეთესო ოთხეულშიც აღარ არის. ზოგადად, აპრილში ბერლინელებმა ექვსიდან ხუთი მატჩი წააგეს და თუ მარტის მიწურულს მეცხრე ცაზე დაფრინავდნენ, ახლა პალ დარდაის გუნდი მიწაზეა დანარცხებული.

მართალია, სეზონის დასაწყისში ბერლინში არავინ იტყოდა უარს იმაზე, რომ 32-ე ტურის შემდეგ "ჰერტა" მეხუთე პოზიციაზე ყოფილიყო, მაგრამ რაკი ბერლინელებს სულაც მესამე ადგილზე გასვლა შეეძლოთ, ახლა მეხუთე ადგილიც ჯოჯოხეთად ექცათ.

და თუ დარჩენილ ორ ტურში წარმატებებს ვერ მიაღწევენ, შეიძლება სულაც მეშვიდე ადგილზე აღმოჩნდნენ და ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვდნენ. მოვლენების განვითარების ასეთი სცენარი კი ვეღარ იძლევა იმის გარანტიას, რომ "ჰერტა" ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

ბერლინელებისთვის შედარებით უკეთესი, მაგრამ მაინც ცუდი ვარიანტი იქნებოდა ის, რომ მე-5 ან მე-6 ადგილი დაიკავონ, რაც იმით მაინცაა კარგი, რომ პირდაპირ ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდებიან და 2.4 მილიონი ევროს აღებაც გარანტირებული ექნებათ.

თუმცა ბერლინელები მაინც აგრძელებენ ოცნებას ჩემპიონთა ლიგის საგზურზე და იმ 12 მილიონ ევროზე, რაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრილი გუნდებისთვისაა განკუთვნილი - ამისათვის კი მეოთხე ადგილის დაბრუნებაა საჭირო.

თუმცა ბერლინელთა ბედი უკვე აღარაა მათ ხელში - მართალია, "ჰერტას" იმდენივე ქულა აქვს (49), რამდენიც "გლადბახს", მაგრამ ეს უკანასკნელი ბურთების შეფარდებით მნიშვნელოვნად ჯობნის. ასე რომ, ბერლინელებმა ორივე თამაშიც რომ მოიგონ, "გლადბახის" წაფორხილებიც იმედიც უნდა ჰქონდეთ.

XXXII ტური

29 აპრილი

აუგსბურგი-კიოლნი 0:0

აუგსბურგი (4-2-3-1): ჰიტცი - ფოილნერი, გუველეუვი, კლავანი, მაქსი - ბაიერი, კორი - კოო, ჰალილ ალთინთოფი (83. ჟი), ვერნერი (65. ბობადილია) - ფინბოგასონი.

კიოლნი (4-2-3-1): ჰორნი - სიორენსენი, მარო, ჰაინტცი, მლადენოვიჩი - მ. ლემანი, ჰექტორი - რისსე (90. ოლკოვსკი), ოსაკო (46. იოიჩი), გერჰარდტი - მოდესტე.

გაძევება: მ. ლემანი (56. კიოლნი)

გაფრთხილება: კოო, ჰალილ ალთინთოფი, კორი - იოიჩი, მარო

კუთხური: 5-5; ჯარიმა: 9-14; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 13(1)-8(1); ბურთის ფლობა: 63%-37%.

მაყურებელი: 30 144

30 აპრილი

ბაიერნი-გლადბახი 1:1

გოლები: 1:0 თ. მიულერი (6), 1:1 ჰანი (72)

ბაიერნი (3-4-3): ნოიერი - ბენატია, ბოატენგი (68. ალაბა), ტასკი (77. დუგლას კოშტა) - რაფინია, როდე, კიმიხი, ბერნატი - კომანი, თ. მიულერი, გიოტცე (62. ტიაგო ალკანტარა).

გლადბახი (3-4-1-2): ზომერი - ელვედი, ა. კრისტენსენი, ნორდტვეიტი - ტრაორე (61. ჰერმანი), ჯაკა, დაჰუდი, ვენდტი - აზარი (57. შტინდლი) - ჰანი, რაფაელი (91. ჰოფმანი).

გაფრთხილება: ტასკი, როდე - ელვედი

კუთხური: 7-5; ჯარიმა: 10-13; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 9(4)-8(2); ბურთის ფლობა: 56%-44%.

მაყურებელი: 75 000

დორტმუნდი-ვოლფსბურგი 5:1

გოლები: 1:0 კაგავა (7), 2:0 რამოსი (9), 3:0 როისი (60), 4:0 ობამეიანგი (77), 5:0 ობამეიანგი (78), 5:1 შიურლე (86)

დორტმუნდი (3-2-4-1): ბიურკი - პიშჩეკი (63. დურმი), ს. ბენდერი, ჰუმელსი - ვაიგლი (69. შაჰინი), კასტრო - მხითარიანი, კაგავა, როისი, შმელცერი - რამოსი (69. ობამეიანგი).

ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ტრეში (81. ვიეირინია), ნალდო, კნოხე, მ. შეფერი - ლუის გუსტავო, გილავოგი - დ. კალიჯური, არნოლდი (71. კრუზე), შიურლე - დოსტი (81. სეგუინი).

გაფრთხილება: ვაიგლი, როისი

კუთხური: 7-6; ჯარიმა: 8-13; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 20(10)-6(4); ბურთის ფლობა: 64%-36%.

მაყურებელი: 81 359

ჰანოვერი-შალკე 1:3

გოლები: 0:1 ჩუპო-მოტინგი (11), 1:1 ა. ზობიეხი (20), 1:2 ჰუნტელაარი (45), 1:3 შიოპფი (80)

ჰანოვერი (4-2-3-1): ცილერი - ჰ. საკაი, ანტონი, ს. სანე, ალბორნოსი - შმიდებახი, ფოსუმი (86. პრიბი) - სარენრენი (76. სალაი), კიოტაკე, კლაუსი (71. სულეიმანი) - ა. ზობიეხი.

შალკე (4-2-3-1): ფერმანი - ჟუნიორ კაისარა (46. რიტერი), ჯ. მატიპი, ნოიშტედტერი, კოლაშინაცი - გორეტცკა, ჰოიბერგი - ლ. სანე (90. ბელჰანდა), მ. მაიერი (78. შიოპფი), ჩუპო-მოტინგი - ჰუნტელაარი.

გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 9-3; ჯარიმა: 15-17; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 21(2)-10(7); ბურთის ფლობა: 49%-51%.

მაყურებელი: 46 900

ჰოფენჰაიმი-ინგოლშტადტი 2:1

გოლები: 0:1 ლექსი (17), 1:1 უთი (37), 2:1 ამირი (84)

ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): ბაუმანი - რუდი (61. კადერაბეკი), ზიულე, ბიჩაქჩიჩი, ტოლიანი - შტრობლი, პოლანსკი (74. შვეგლერი) - უთი, ოხსი (61. ამირი), ფოლანდი - კრამარიჩი.

ინგოლშტადტი (4-1-2-3): ნილანდი - და კოშტა (43. სუტნერი), მ. მატიპი, ბ. ჰიუბნერი, ბაუერი - როჯერი - პ. გროსი, მორალესი - ჰარტმანი (81. ლეკიე), ლესკანო (67. კოენი), ლექსი.

შენიშვნა: კრამარიჩმა ვერ გაიტანა პენალტი (53)

გაფრთხილება: რუდი, შტრობლი, ამირი - ბ. ჰიუბნერი, ბაუერი, პ. გროსი, ლეკიე

კუთხური: 2-7; ჯარიმა: 17-21; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 10(6)-16(8); ბურთის ფლობა: 53%-47%.

მაყურებელი: 26 561

მაინცი-ჰამბურგი 0:0

მაინცი (4-2-1-2-1): კარიუსი - ბროზინსკი, ბელი, ბუნგერტი, დონატი - ფ. ფრაი, სერდარი (60. ლატცა) - ჟაირო (86. კლემენსი) - ონისივო, დე ბლასისი (69. მალი) - კორდობა.

ჰამბურგი (4-2-3-1): დრობნი - გ. საკაი, ჯურუ, სპაჰიჩი, ოსტჟოლეკი - კაჩარი, ჰოლტბი - ბაჰუი (76. დიკმაიერი), განტი, ილიჩევიჩი (89. კლებერი) - შიპლოკი (69. რუდნევსი).

გაფრთხილება: სპაჰიჩი, ბაჰუი, კაჩარი

კუთხური: 6-4; ჯარიმა: 19-29; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 12(4)-7(4); ბურთის ფლობა: 56%-44%.

მაყურებელი: 34 000

დარმშტადტი-აინტრახტი 1:2

გოლები: 1:0 ვრანჩიჩი (12), 1:1 ჰასებე (56), 1:2 აიგნერი (83)

დარმშტადტი (4-2-3-1): მათენია - იუნგვირთი, ზულუ, რაიკოვიჩი (13. ჰოლანდი), კალდიროლა - ნიმაიერი, გონდორფი - ჰელერი, ვრანჩიჩი (71. კემპე), რაუში (86. პლატე) - ვაგნერი.

აინტრახტი (4-2-3-1): ჰრადეცკი - რეგეზელი, აბრაამი, რუსი, ოჩიპკა - ჰასებე, ჰუსტი - გაჩინოვიჩი (46. აიგნერი), ფაბიანი (77. კასტაინოსი), ბენ-ჰატირა (87. სამბრანო) - სეფეროვიჩი.

შენიშვნა: ვაგნერმა ვერ გაიტანა პენალტი (20)

გაფრთხილება: მათენია, იუნგვირთი - სეფეროვიჩი, ჰუსტი

კუთხური: 4-8; ჯარიმა: 13-12; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 11(6)-12(4); ბურთის ფლობა: 36%-64%.

მაყურებელი: 14 800

ლევერკუზენი-ჰერტა 2:1

გოლები: 1:0 ბრანდტი (2), 2:0 ლ. ბენდერი (16), 2:1 იბიშევიჩი (21)

ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - ლ. ბენდერი, რამალიო, კრამერი, ჰენრიხსი - კამპლი, არაგუნისი - ბელარაბი, ჩალჰანოღლუ (91. კრუსი), ბრანდტი (75. კისლინგი) - ჩიჩარიტო (90. თოფრაქი).

ჰერტა (4-2-2-2): იარშტაინი - პეკარიკი, ს. ლაგნკამპი, ლუსტენბერგერი, პლატენჰარდტი - შტარკი, სკიელბრედი (77. ბაუმიოჰანი) - ვაიზერი, ჩიგერჩი - იბიშევიჩი, კალუ (57. ჰარაგუჩი).

გაფრთხილება: ბელარაბი - ს. ლანგკამპი, იბიშევიჩი, პლატენჰარდტი, ლუსტენბერგერი, ვაიზერი

კუთხური: 6-4; ჯარიმა: 14-20; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 18(8)-9(3); ბურთის ფლობა: 52%-48%.

მაყურებელი: 30 210

2 მაისი

ვერდერი-შტუტგარტი 6:2

გოლები: 1:0 ბარტელსი (10), 1:1 დიდავი (26), 2:1 ბარბა (33-საკ. კარში), 3:1 იოზთუნალი (42), 3:2 ბარბა (53), 4:2 პისარო (64), 5:2 ბარტელსი (80), 6:2 უჯა (87)

ვერდერი (4-2-3-1): ვიდვალდი - გებრე სელასიე, ვესტერგაარდი, ჯილობოჯი, ს. გარსია - ფრიტცი, გრილიჩი - იატაბარე (36. იოზთუნალი), იუნუზოვიჩი (88. გალვესი), ბარტელსი - პისარო (83. უჯა).

შტუტგარტი (4-1-4-1): ტიტონი - ციმერმანი, ნიდერმაიერი, ბარბა (62. რისტლი), ინსუა - შვააბი - მაქსიმი, რუპი (81. კრავეცი), დიდავი (44. ვერნერი), კოსტიჩი - ჰარნიკი.

გაფრთხილება: გებრე სელასიე - ინსუა

კუთხური: 3-5; ჯარიმა: 12-15; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 16(9)-13(4); ბურთის ფლობა: 39%-61%.

მაყურებელი: 41 000

ბომბარდირები: 27 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 25 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 25 - თომას მიულერი (ბაიერნი); 17 - ჩიჩარიტო (ლევერკუზენი).

მომდევნო ტური

7 მაისი:

შალკე-აუგსბურგი, გლადბახი-ლევერკუზენი, ჰამბურგი-ვოლფსბურგი, შტუტგარტი-მაინცი, აინტრახტი-დორტმუნდი, კიოლნი-ვერდერი, ჰანოვერი-ჰოფენჰაიმი, ჰერტა-დარმშტადტი, ინგოლშტადტი-ბაიერნი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
შესაძლოა, შეთავაზება ზამთარშივე გააკეთონ - “ბაიერნს” კოსოვოელი ფორვარდი სურს
კლუბს ეს უკვე აცნობა - ადეიემის ცოლის გამო "დორტმუნდის" დატოვება სურს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
"ვინც მე მენდო, ტიტულებით დაამთავრა" - ტენ ჰაგი "ლევერკუზენიდან" გათავისუფლებას გამოეხმაურა
"ბაიერნმა" ნოიერის შემცვლელს კონტრაქტი გაუფორმა
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
"ბაიერნმა" კაცნაკლული "ვერდერი" სახლში დაამარცხა [VIDEO]
მილოტ რაშიცა: გაზაფხულზე კოსოვოელები ისტორიას შევქმნით
"ბაიერნი" "დორტმუნდს" 4 ქულით გაექცა და თითქმის ჩემპიონია [VIDEO]
"გეი ნაგავს ხელს არ მოვაწერ... კევინ, მოკეტე!" - "ვოლფსბურგის" ფანები თავის ფეხბურთელს LGBTQ თემის საწინააღმდეგო განცხადების გამო დაუპირისპირდნენ
"ბაიერნი" თასის ფინალში გავიდა, მაგრამ თავისი გულშემატკივრების ნერვებზე თამაშობს [VIDEO]
"არსენალის" და "ინტერის" დამაჯერებელი გამარჯვებები და "ნაპოლის" განადგურება პსვ-სთან
[VIDEO] ბოლდუინის პირველი სასტარტო "ბაიერნში" - გერმანულმა გუნდმა "მილანი" დაამარცხა
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმმა" სახლში მარცხი განიცადა
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
პოსტეკოღლუმ შესაძლოა, "ლევერკუზენში" ტენ ჰაგი შეცვალოს
ოფიციალურად: იურგენ კლინსმანი ბუნდესლიგას დაუბრუნდა
სუპერუიღბლო ბუნდესლიგიდან - "ვერდერის" მცველს არ გაუმართლა [VIDEO]
სამაგალითო სოლიდარობა: "ჰერტას" ახალგაზრდულმა გუნმა თამაში რასიზმის გამო შეწყვიტა
ოსიმენის ჰეთ-თრიკი, "ბრიუგესა" და" ბარსელონას" საბრძოლო ფრე და ზარია "სან სიროზე"
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ბუნდესლიგა სახლში მარცხით დაიწყო
"ტოტენჰემმა" 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ მცველი შეიძინა
"ჰერტა" სუპერკლუბობას ლამობს - ჯაკას, გიოტცეს და დრაქსლერის შეძენას შეეცდება
ზივზივაძის ერთი ტაიმი და "ჰაიდენჰაიმის" მარცხი "გლადბახთან"
მადრიდის "რეალს" უპამეკანოს დამატება სურს
Kicker: ნიკო კოვაჩი მომავალი სეზონიდან კვლავ ბუნდესლიგაში იმუშავებს
გოჩოლეიშვილის დებიუტი ბუნდესლიგაში - "ჰამბურგი" "გლადბახს" ფრედ ეთამაშა
ბუნდესლიგა. XXX ტურის წინ: ვისი მუსიკა დაუკრავს მიუნხენში?
ბუდუმ ტრავმა მიიღო - "ჰაიდენჰაიმმა" ისევ გაიმარჯვა
"ლივერპული", "ბაიერნი" და მადრიდის "რეალი" "კრისტალ პალასის" მცველისთვის იბრძვიან
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
გოჩოლეიშვილის დაბრუნება გადაიდო - "ჰამბურგი" სახლში "ვოლფსბურგთან" დამარცხდა
"უპამეკანოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ვცდილობთ" - "ბაიერნის" სპორტული დირექტორი
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
"რა განსხვავებაა ბუნდესლიგასა და პრემიერლიგას შორის?" - ვირცმა ჩემპიონატები ერთმანეთს შეადარა
"ჰერტამ" ჯაკას სანაცვლოდ "არსენალს" კარგი თანხა შესთავაზა, ლონდონელები 5 მილიონით მეტს ითხოვენ
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
კშიშტოპ პიონტეკი "ჰერტაში" გადადის - ის უკვე ბერლინშია
ახლაც რონალდო იყო პრობლემა? - "ლევერკუზენმა" ტენ ჰაგი 2 ტურის შემდეგ დაითხოვა
"მიონხენგლადბახისა და კვარაცხელიას ერთად წარმოთქმა რთულია" - "გლადბახის ფანები ტრანსფერს ითხოვენ
[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია
"გლადბახმა" ისწავლა, როგორ უნდა სძლიოს "ბაიერნს" - ამ სეზონში მეორედ დაამარცხა [VIDEO]