ქართველმა ძიუდოისტებმა ბერლინში 12 მედალი მოიპოვეს - 2 ოქრო, 4 ვერცხლი და 6 ბრინჯაო
ფოტოზე: +90-ის კვარცხლბეკი: მარცხნიდან - ნიკა დონღვანი, გელა ზაალიშვილი, გერმანელი პუტცი და ამირნა წიქორიძე

სააღდგომო დღეებში ბერლინში ჩატარდა ევროპის თასი ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის, რომელშიც ჩვენგან მხოლოდ ბიჭები გამოდიოდნენ. მათ დიდი წარმატებითაც იასპარეზეს - 12 მედალი მოიპოვეს. აქედან 2 ოქროა, 4 - ვერცხლი და 6 - ბრინჯაო. საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენები მესამეზე გავიდნენ რუსეთისა და იაპონიის შემდეგ, მხოლოდ ბიჭებში კი მარტო რუსებს ჩამორჩნენ.

ტურნირის ჩემპიონები ოთარ ტალახაშვილი (55) და გელა ზაალიშვილი (+90) გახდნენ. მეორეზე საბა გრიგალაშვილი (60), ტატო გრიგალაშვილი (73), სოსო ებილაშვილი (81) და ნიკა დონღვანი (+90) გავიდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი სანდრო ძამაშვილი (50), გაგა ბახტიძე (60), ალეკო მამიაშვილი (66), ნოდარ ბერიაშვილი (81), ომარ საური (90) და ამირან წიქორიძე (+90) დაეუფლნენ.

ბრინჯაოსთვის კიდევ რამდენიმე ქართველმა იჭიდავა: ლაშა ნადირაძემ (50), ამირან დარბაისელმა (55), ლაშა ბექაურმა (55), ბაჩანა სარქისაშვილმა (73) და მიხეილ ბექაურმა (81), მაგრამ დამარცხდნენ.

როგორც ვხედავთ, ჩვენებმა ყველა წონაში მედალი მოიპოვეს, ხოლო მძიმე წონაში კვარცხლბეკზე ოთხიდან სამი ქართველი იდგა. ამ წონაში და 81-ში ნახევარფინალში სამ-სამი ქართველი ჭიდაობდა, თუმცა საქმე გამარჯვებით მხოლოდ მძიმეში დავასრულეთ. 81-ში რაც მოხდა, ამის წარმოდგენა ცოტა ძნელი იყო, რადგან ქართველთა გარემოცვაში ფინელი ოსკარ მაკინენი მოხვდა და არა ძიუდოს რომელიმე ძლიერი ქვეყნის წარმომადგენელი (ვთქვათ, იაპონელი, კორეელი და სხვა). სამწუხაროდ, მაკინენიმ ჯერ მიხეილ ბექაური დაგვიმარცხა, მერე კი ებილაშვილსაც აჯობა. რა გაეწყობა - რეალობა ასეთია.

მძიმე წონაში ჯერ დონღვანმა მიიქცია ყურადღება, როცა ყაზახი სულთან სრიკბაის შემდეგ რუსთა ნარჩევი ფალავნები: დავიდ ბაბაიანი, ჯამალ გამზატხანოვი და კირილ ბრეჟნევი მიყარ-მოყარა, თუმცა ფინალში ზაალიშვილთან ვერაფერს გახდა - გელამ 19 წამში მოიგო იპონით.

ზაალიშვილმა თავიდან გერმანელ ნიკლას პელზს მოუგო, მერე კი მიყოლებით აჯობა თანაგუნდელებს - მეოთხედფინალში ლევან ჭელიძეს და ნახევარფინალში - ამირან წიქორიძეს, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამ წონაში ჩვენს ნაკრებში უდავო ლიდერია. თუმცა არამარტო ჩვენთან - ბერლინში კიდევ ერთხელ გაიბრწყინა მისმა ტალანტმა, ვისაც წინ ვერავინ დაუდგა. სავსებით რეალურია ჩვენი იმედი, რომ მძიმე წონაში მორიგი ტალანტი გვეზრდება. მთავარია, რამდენად სწორად განვითარდება იგი.

ეს ტურნირი მწვრთნელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო შემადგენლობის როტაციის თვალსაზრისით და იმედები არც გაუცრუვდათ, მთელ რიგ წონებში ძალიან საინტერესო კონკურენცია ვიხილეთ. მაგალითად, 55 კგ-ში ტალახაშვილმა გაიმარჯვა, ვინც საქართველოს მესამე პრიზიორია, მაგრამ უცხოეთში თავი ვერ გამოეჩინა. უეჭველია, მისმა წარმატებამ მწვრთნელებს საფიქრალი გაუჩინა. თან ტალახაშვილმა ძალიან ძლიერად იჭიდავა და მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო ქულებით, თუმცა სოლიდური უპირატესობით - ვაზარით, დანარჩენებს კი წმინდად აჯობა - ყაზახ იერმეკ ამანგელდის, თურქ ბუჰარი ილდირიმს, ნახევარფინალში ჰოლანდიელ ადილ ბელკაიდს და ფინალში რუს სემიონ კურტაშოვს. ვაზარით რუს ყაზბეგ ნაგუჩევს აჯობა.

50-შიც საინტერესოდ განვითარდა მოვლენები. არადა, წინასწარი შეხვედრები ლოგიკურად მიდიოდა: საქართველოს ჩემპიონი ნადირაძე ნახევარფინალში გავიდა, ვიცე-ჩემპიონი ძამაშვილი კი მეოთხედფინალში დამარცხდა. სამაგიეროდ, სანუგეშოში მათი გზები გადაიკვეთა და ამჯერად ძამაშვილმა პირადი შეხვედრა მოუგო კონკურენტს.

ამგვარი ამბავი მოხდა 73-შიც, სადაც ქვეჯგუფში ტატო გრიგალაშვილმა თორნიკე გვიჭიანს მოუგო, ვისთანაც საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფინალში დამარცხდა. ბერლინში გვიჭიანიც უმედლოდ დარჩა და ქვეყნის ჩემპიონი სარქისაშვილიც, თუმცა ეს მეხუთეზე მაინც გავიდა.

60 კგ-ის ნახევარფინალში ორი მონაწილე გვყავდა: ქვეყნის ჩემპიონი ლაშა ბექაური და საბა გრიგალაშვილი, ვინც საერთოდ არ გამოსულა ქვეყნის ჩემპიონატში. ეს პაექრობა გრიგალაშვილმა მოიგო, ბექაური კი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში დამარცხდა ბახტიძესთან, ვინც ქვეყნის პირველობას პირველივე წრიდან გამოეთიშა. არადა, ბექაური ანტალიაშიც ნახევარფინალში გავიდა, სადაც ისევ თანაგუნდელთან, გიორგი მღებრიშვილთან დამარცხდა და მესამეზე გავიდა.

რაც შეეხება საბა გრიგალაშვილს, ფინალში რუს კონსტანტინ სემიონიდისთან დამარცხდა.

ასევე დაძაბული კონკურენციაა 90-შიც, სადაც საქართველოს ჩემპიონმა საურმა პირადი შეხვედრა მოუგო მიხეილ ჩიქოვანს. არადა, ჩიქოვანმა ანტალიაში ფინალში დაამარცხა ის და საერთოდ, იქ მშვენივრად იჭიდავა.

ბერლინში ვერც ქვეყნის ვიცე-ჩემპიონმა ალექსი სვიანიძემ იყოჩაღა, ვინც ანტალიაშიც ნაადრევად გავარდა. ამათ ფონზე ლიდერად ისევ საური მოჩანს, ვინც ბერლინში თავიდან რუსი ვლადისლავ ნეკრასოვი და ჩეხი ტომაშ პუსტეჟსოვსკი დააიპონა, მერე კი სერბ დარკო ბრასნოვიჩთან თვითონ დამარცხდა. სანუგეშოში მან ებრაელ სერაფიმ კომპანიცთან ისევ წმინდად მოიგო, ჩიქოვანსა და დამამშვიდებლის ფინალში შვეიცარიელ ლუკ ჰაიტცეს კი გაფრთხილებებით აჯობა.

66-ში მწვრთნელებს მხოლოდ ორი მონაწილე, საქართველოს ფინალისტები, ჩემპიონი მამიაშვილი და ვიცე-ჩემპიონი ლევან გუგავა ჰყავდათ წაყვანილი. თავი ამჯერადაც უფრო მეტად მამიაშვილმა გამოიჩინა, თუმცა ანტალიაში გუგავა მეორეზე გავიდა. ამდენად, ვფიქრობთ, ამ წონაში ჯერ კიდევ არაფერია გარკვეული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დემეტრაშვილის ვერცხლი და სულამანიძის ბრინჯაო ულანბატორის გრანდ სლემზე
სარდალაშვილი ულან-ბატორის ტურნირზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს
"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
[PHOTO] სამი ვარიანტი - როგორი იქნება პსჟ-ის შემადგენლობა დიომანდეს მისვლის შემდგომ და სად დადგება კვარაცხელია
მანუელ ნოიერმა კარბახალის ანტი-რეკორდი გაიმეორა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
"ეს გადაწყვეტილება უბრალოდ სასაცილო იყო" - ნაგელსმანმა მუნდიალიდან გერმანიის გამოვარდნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
[VIDEO] მუნდიალის ყველაზე ემოციური მომენტი და ბონოს სასწაული პენალტებში - მაროკომ ნიდერლანდები დაამარცხა
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
[VIDEO] მძიმე გამარჯვება - ბრაზილიამ იაპონია 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"ტორპედომ" ფრანგ შემტევს კონტრაქტი გაუფორმა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
პაპინაშვილის ვერცხლი და ლიპარტელიანის ბრინჯაო ახალგაზრდული ევროპირველობიდან
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის თასზე 5 მედალი მოიპოვა
ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკებში: გოგონებმა ისევ ივაჟკაცეს, ვაჟებისგან მეტს ველოდით
ვლადიმერ ახალკაცი ევროპის ჩემპიონი გახდა
ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს შანსი - ბაქოს გრანდ-სლემის ბოლო დღე
სკანდალური ფინალი. თუშიშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]
ქართული ფინალი ლაშა ბექაურის გამარჯვებით დასრულდა და ბუდაპეშტის მასტერსის გამარჯვებული გახდა [VIDEO]
მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი: დღეს სამი ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს
ვარსკვლავური ფინალი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ძიუდოში საქართველოს მასტერსი გაიმართა
საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები: ანტალიური გამოცდა ჩაბარებულია
U23. მამიაშვილის ვერცხლი და თუთაშვილის ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე [VIDEO]
ჭაბუკთა ნაკრები: ის, რაც უფრო გაგაძლიერებს და ისიც, რასაც მხოლოდ მოყვარე გეტყვის
თბილისის გრანდ სლემზე სულამანიძე და ზაალიშვილი ოქროს მედლებს დაეუფლენ
ჭაბუკები. ევროპის ჩემპიონატი. ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვეს
ქართველმა სამბისტებმა კვიპროსში 17 მედალი მოიპოვეს
[VIDEOS] გრიგალაშვილი VS არბუზოვი, მაისურაძე VS მაიდოვი და ბექაურის ბრინჯაოს შანსი - ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
[VIDEO] ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონია! ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
თბილისის გრანდ სლემი: ქართველი ძიუდოისტების სამი ბრინჯაო [VIDEO]
ვარლამ ლიპარტელიანმა ტაშკენტის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა [VIDEO]
[VIDEO] ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე - ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
[VIDEO] "რუსეთი ოკუპანტია" - თბილისში ქართველმა გულშემატკივრებმა რუსი სპორტსმენის დაჯილდოვებისას ჰიმნს უსტვინეს
[VIDEO] დაბრუნებაც ასეთი უნდა - ზაალიშვილმა ოთხივე მეტოქეს იპონით მოუგო და ევროპის თასის გამარჯვებული გახდა