ესპანეთის ნაკრებს კოლუმბიასთან დაძაბულ მატჩში მხსნელად "მანჩესტერ სიტის" ესპანელი ლეგიონერი დავიდ სილვა მოევლინა

"სანტიაგო ბერნაბეუზე" "ფურია როხა" მორიგ მოუგებელ მატჩს ბოლო წუთებზე გადაურჩა. მსოფლიოს ჩემპიონს კოლუმბიის ნაკრებთან დაძაბულ მატჩში მხსნელად "მანჩესტერ სიტის" ესპანელი ლეგიონერი დავიდ სილვა მოევლინა - 86-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე ხესუს ნავასმა იყოჩაღა და მეკარის ბაქანზე დადარაჯებულ სილვას დაბალი ბურთი ჩააწოდა, რომელმაც ერთი შეხებით, დასწრებაზე ითამაშა და ესპანეთის ნაკრებს სამხრეთამერიკელებზე 1:0 მოაგებინა.

მადრიდში დიდებული ატმოსფერო იყო, თამაშის შემდეგ გულშემატკივარმაც ერთობ გაიხარა მოგებით, მაგრამ, რა ვუყოთ იმას, რომ ესპანეთის ნაკრებმა კიდევ ერთხელ ვერ ითამაშა იმ დონეზე, რომლის წყალობითაც სამხრეთ აფრიკაში პლანეტის საუკეთესო გუნდის წოდება მოიპოვა.

მართალია, ვისენტე დელ ბოსკემ 11-დან 6 ბარსელონელით დაიწყო, მაგრამ, შეცდება მავანი, თუ კი იტყვის, რომ გუნდმა "ბარსელონას" სტილში ითამაშა. დელ ბოსკეს გუნდი ცოტა "სხვა ცხოველია", იმავე კომპონენტებით აწყობილი.

ქაღალდზე ოთხშაბათს დელ ბოსკეს გუნდმა 4-3-3 (ბარსელონური) სქემით ითამაშა, ანდრეს ინიესტა და პედრო, თითქოს, დავიდ ვილიას ეხმარებოდნენ შეტევის ხაზში, ხოლო მათ უკან ჩაბი ალონსო, ბუსკეტსი და ჩავი მოქმედებდნენ. მაგრამ სინამდვილე დაწერილისგან განსხვავდება, ინიესტამ ფორვარდად ითამაშაო, ვერავინ დაიჩემებს, მას სხვა გზა არც ჰქონდა: კოლუმბია კარგად იცავდა თავს საკუთარ ნახევარზე, კომპაქტურად. ამერიკელები კარგად "იჭერდნენ" ინდივიდუალურად თავთავიანთ ვიზავის. თან სახიფათო კონტრშეტევებზეც ფიქრობდნენ, თუმცა ორი მეტ-ნაკლებად მწვავე შეტევის მეტი პირველ ნახევარში არაფერი გამოსვლიათ. მოკლედ, ესპანეთს ძალიან გაუჭირდა კოლუმბიური ციხესიმაგრის აღება და რომ არა ნავასი და სილვა, ვერც შეძლებდა.

მიუხედავად ამისა, მწვრთნელს ძალიანაც მოწონა მისი გუნდის თამაში: "ძალიან კმაყოფილი ვარ, დიდებულად ვითამაშეთ. ჩვენ სულაც არ ვგავდით იმ გუნდს პორტუგალიასთან, რომ წააგო უსახელოდ. ჩვენმა აღმაფრენამ კი ასახვა სილვას გოლში ჰპოვა. რაც სავსებით ლოგიკური იყო. ფეხბურთელთა კონცენტრაცია ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ხომ მარტის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ვემზადებით. არ ვდავობ, რომ შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მოგება იოლად არ მოსულა, მაგრამ ჩვენი კარგი თამაშიც ახლა გამოჩნდა, როცა მეტოქემ ნამდვილი ბრძოლა გაგვიმართა".

დავიდ სილვა (ესპანეთი): "ბევრიც არაფერი გამიკეთებია, იმდენად კარგი პასი ჩამომაწოდა მარჯვნიდან ხესუს ნავასმა. გოლის გატანა კი ამ პოზიციიდან შეიძლებოდა და შევაგდე კიდეც".

მოდით, შევაფასოთ თითოეული ესპანელი ფეხბურთელის თამაში:

იკერ კასილიასი: დამაჯერებლად ითამაშა, ორჯერ კარგი დარტყმები მოიგერია (აგილარის და გუარინის). დაცვის არეული თამაშის ფონზე მისი მოქმედება მაყურებელს იმედს აძლევდა.

ხოან კაპდევილა: გამოცდილმა მარცხენა მცველმა ვერ მოახერხა თავის უპირატესობების გამოვლენა, ის "კლანჭებში" მოიქციეს კოლუმბიელმა შემტევებმა. მალევე შეცვალეს მეორე ტაიმში.

რაულ ალბიოლი: პიკესთან ერთად მოუწია ცენტრში თამაში, მაგრამ კოლუმბიელებს სივრცე დაუთმო (განსაკუთრებით II ტაიმში) და შეტევების შანსი მისცა.

ჟერარდ პიკე: პირველ ტაიმში ხშირად კარგავდა პოზიციას, ალბიოლთან დუეტში გაცილებით ცუდად თამაშობდა, ვიდრე - კარლეს პუიოლთან.

სერხიო რამოსი: პაბლო არმერო ხშირად მის ფლანგზე მოქმედებდა და პრობლემებს უქმნიდა, მართალია, რამოსი თავს კარგად იცავდა, მაგრამ წინ ვეღარ მიდიოდა.

პედრო: მარჯვენა ფლანგზე ითამაშა, მაგრამ უწევდა უფრო ღრმად ჩამოსვლა, ბურთის მოსაპოვებლად. თანაგუნდელებს მუდამ სთავაზობდა თავს, ხშირად იხსნებოდა, მეორე ტაიმში სახიფათოდ, მაგრამ ოდნავ არაზუსტად დაარტყა.

სერხიო ბუსკეტსი: როგორც ყოველთვის, ბევრი იშრომა, მაგრამ ხანდახან კოლუმბიელები სისწრაფის ხარჯზე სჯობდნენ.

ჩავი: ვერ პოულობდა სივრცეს, რადგან ის ფაქტობრივად არც არსებობდა. კოლუმბიელი ნახევარმცველები მთელი თამაში "ფეხზე ესხდნენ". მეორე ტაიმში სანტი კასორლამ შეცვალა.

ჩაბი ალონსო: კოლუმბიელთა მჭიდრო თამაშმა ალონსოს საფირმო პასების დარიგების საშუალება არ მისცა.

ანდრეს ინიესტა: ყველაზე მეტს ის ცდილობდა, ვილიას პირველ ტაიმში ფანტასტიკური პასი გადააწოდა.

დავიდ ვილია: კარგი შანსი გაუშვა ხელიდან და რაულის რეკორდი ვერ დაამხო.

შეცვლაზე შემოსულები

ფერნანდო ტორესი: ვილია შეცვალა, ძალიან ინერტული იყო;

ალვარო არბელოა: კაპდევილა შეცვალა და თავიდან მასზე ბევრად დამაჯერებლად გამოიყურებოდა, მაგრამ ბოლოსკენ შეცდომები მანაც დაუშვა;

დავიდ სილვა: გამარჯვების გოლის ავტორი; ფერნანდო ლორენტე: ასეთ მცირე დროში ერთხელ მაინც შეძლო სახიფათოდ გასროლა, მაგრამ მცველებმა განმუხტეს სიტუაცია.

სანტი კასორლა: ჩავი შეცვალა, მაგრამ როგორც შეცვლილი, შემცვლელმაც ვერაფრით გამოძებნა ღრიჭოები კოლუმბიელთა დაცვაში.

ცალკე უნდა აღვნიშნოთ, თუ როგორ შეხვდა "ბერნაბეუ" 11 ივლისის გმირს. სადღაც პირველი ტაიმის ბოლოსკენ, ტრიბუნებმა დაიწყეს "ინიესტა, ინიესტას" ყვირილი და ეს გრძელდებოდა თითქმის პაუზების გარეშე. ხოლო 69-ე წუთზე, როცა ანდრესი შეცვალეს, მთელი სტადიონი ფეხზე წამოდგა და ოვაციებისგან "დაინგრა". არ დაგავიწყდეთ, რომელ სტადიონზე ხდებოდა ეს ყველაფერი და რომელი გუნდის ფეხბურთელს აცილებდნენ ტრიბუნები...

კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
მიქაუტაძის "ვილიარეალმა" კანადის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე