საფეხბურთო იტალია ერთსულოვანია იმაში, რომ ჩეზარე პრანდელის ფორმაციის "აძურა" ორი თავით ჯობია 2010 წლის მუნდიალის ნაკრებს

საფეხბურთო იტალია ერთსულოვანია იმაში, რომ ჩეზარე პრანდელის ფორმაციის "აძურა" ორი თავით ჯობია 2010 წლის მუნდიალის ნაკრებს. მარჩელო ლიპიმ უარი თქვა ყველა იმ ფეხბურთელზე, რომელსაც ფანტაზისტა შეგვიძლია ვუწოდოთ და ნაკრები მუშა ფეხბურთელებით დააკომპლექტა. შედეგები ყველაფერზე მეტყველებს - ანჯელო პალომბომ, სიმონე პეპემ, ვინჩენცი იაკვინტამ და მსგავსი ტიპის ფეხბურთელებმა ვერც ერთი შეხვედრა ვერ მოიგეს მუნდიალზე და სამშობლოში შერცხვენილნი დაბრუნდნენ.

პრანდელის "აძურა" გერმანიას ტოლსწორად ეპაექრა და რიგ ეპიზოდებში სჯობდა კიდეც, რამაც იტალიაში ბევრი გააკვირვა. იოახიმ ლიოვს დაყენებული გუნდი ჰყავს, ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში, პრანდელი კი ჯერ კიდევ ძიებაშია და საერთოდაც, "აძურაში" თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს.

გერმანია-იტალიის თამაში ძალიან დაძაბული, საინტერესო გამოვიდა და ლოგიკური, საყაიმო შედეგით დასრულდა. მართალია, ამ გუნდების დაპირისპირება ყოველთვის პრინციპულ ხასიათს ატარებს, მაგრამ მწვრთნელებს არ დავიწყებიათ, რომ თამაში მაინც ამხანაგური იყო. იმავე პრანდელიმ შესვენებისას ანტონიო კასანო მოხსნა თამაშიდან, ფეხბურთელი, რომელიც უდავოდ საუკეთესო იყო ორივე გუნდის შემადგენლობაში. ქვემოთ, აპენინელთა შეფასებაა რგოლების მიხედვით... იქამდე კი მოკლედ ვთქვათ, რომ ეს სულ სხვა იტალიაა, ბევრად უკეთესი.

დაცვა

იტალიაში ძალიან ბევრს დავობენ იმის შესახებ, თუ ვინ იყო დამნაშავე ერთადერთ გაშვებულ გოლში. ნაწილი ანდრეა რანოკიას ადებს ხელს, ნაწილი კი ლეონარდო ბონუჩის. თუმცა, არსებობს მესამე აზრი და ალბათ ყველაზე კომპეტენტური და სწორი. ერთი შეცდომის დაშვება, მით უმეტეს ამხანაგურ შეხვედრაში, ბევრს არაფერს ნიშნავს და დიდი მნიშვნელობა არც აქვს, რანოკია შეცდა თუ ბონუჩი. ფაქტია, რომ ორივე მათგანს ძალიან დიდი მომავალი აქვს, ერთად კი "აძურას" დაცვის ცენტრში თამაში წლების განმავლობაში შეუძლიათ. რანოკიამ შესანიშნავად ითამაშა, არც ბონუჩი იყო ცუდი და ვინ იცის, იქნებ ახალი ნესტა-კანავარო ვნახეთ საქმეში...

ბრწყინვალედ ითამაშა ჯორჯო კიელინიმ, რომელიც ბოლო დროს მარცხენა ფრთაზე გადაწეიეს. ჯორჯოს ფლანგზე გადაყვანა ლუიჯი დელ ნერის იდეა იყო, რასაც პრანდელიმაც აუბა მხარი და მათმა ასეთმა ნაბოჯმა აშკარად გაამართლა. კიელინიმ აიწყვიტა, ძალიან ბევრს დარბის ფლანგზე და გარდა იმისა, რომ უშუალო მოვალეობებს შესანისნავად ართმევს თავს, შეტევაშიც ეფექტურია. გავიხსენოთ მისი საგოლე გადაცემა "კალიარი"-"იუვენტუსის" შეხვედრაში და ანალოგიური პასი გერმანიასთან პაექრობაში, რასაც დანიელე დე როსის დარტყმა მოჰყვა - იმ ეპიზოდში მანუელ ნოიერმა ითამაშა კარგად და კუთხურზე მოიგერია ბურთი.

ერთი სიტყვით, კიელინი დიდებული იყო, რასაც ვერ ვიტყვით კრისტიან მაჯოზე... "ნაპოლის" მცველმა მეორე ტაიმში მატია კასანი შეცვალა და ძალიან ცუდად წარმოჩინდა. სისწრაფეშიც დაიჩაგრა და პოზიციურადაც არაერთი შეცდომა დაუშვა. ასეთი თამაშით, მაჯოს ნაკრებში არაფერი ესაქმება. სამაგიეროდ, კასანიმ ითამაშა მაღალ დონეზე და კარგის მეტი არაფერი გვეთქმის.

ნახევარდაცვა

ჩეზარე პრანდელიმ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და გამთამაშებლად სტეფანო მაური დააყენა. ვერ ვიტყვით, რომ კლასიკური პლეიმეიქერი გახლდათ, მაგრამ ფაქტია, რომ ნახევარმცველების წინ და ფორვარდების უკან ირჯებოდა. მთლიანობაში საკმაოდ კარგად წარმოჩინდა, ბურთი დაიჭირა, ცენტრი გაამაგრა და პასებსაც გონივრულს აკეთებდა.

ფაქტია, რომ მაური ნაკრებისთვის საჭირო ფეხბურთელია. დაბალი შეფასებები მიიღო ტიაგო მოტამ, როგორც ჩანს, ადაპტაციის პროცესი აქვს გასავლელი და თუ ამის დრო მიეცა, წესით, უკეთ უნდა ათამაშდეს. დანიელე დე როსისგან შექმნის თვალსაზრისით ელიან უფრო მეტს, აი რიკარდო მონტოლივო კი კრისტიან მაჯოს უნდა მივუსვათ გვერდით - ფლორენციელს არაერთხელ მიეცა ნაკრების ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრების შანსი, მაგრამ ფაქტია, რომ ვერც ერთხელ გაამართლა მოლოდინი. ვერ ცვლის ანდრეა პირლოს, ვერ დირიჟორობს და არც დაცვითი ფუნქციების შესრულებისას უქნია ღმერთს.

სამაგიეროდ, სებასტიან ჯოვინკო ჩაერთო მატჩში კარგად, ტემპი შემატა "სკუადრა აძურას" შეტევებს და აშკარად გამოაცოცხლა თამაში. ამ ეტაპზე, სათადარიგოთა სკამისთვის იდეალური ფიგურაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრანდელი ორი შუახაზელის გამოჯანმრთელების მოლოდინშია - კლაუდიო მარკიზიო და ანდრეა პირლო გვყავს მხედვედლობაში. ორი აზრი არ არის, რომ მათთან ერთად "აძურას" ნახევარდაცვა გაცილებით ძლიერი იქნება.

თავდასხმა

თავშივე აღვნიშნეთ, რომ ყველაზე გამორჩეული მაინც ანტონიო კასანო გახლდათ და ეს მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 45 წუთი დაჰყო მინდორზე. იტალიამ მეორე ნახევარში გაიტანა ერთადერთი გოლი, მაგრამ ფაქტია, რომ პრანდელის გუნდი პირველ ტაიმში გაცილებით უკეთ უტევდა. ეს სწორედ კასანოს დამსახურება გახლდათ, რომელმაც არაერთხელ გაიყვანა თანაგუნდელები დასარტყმელ პოზიციაზე და თვითონაც შეეძლო გატანა.

ჯამპაოლო პაცინის საუკეთესო თამაში არ უჩვენებია, მაგრამ ნაკრებისთვის რომ საჭირო ფორვარდია, წყალი არ გაუვა. აუცილებელია ჯუზეპე როსიც, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ყველაზე უკეთ შეცვლის კასანოს. თუ იტალია გარემარბებით შეუტევს, ორივე უნდა მოვიაზროთ ძირითად შემადგენლობაში. მარკო ბორიელო ინერტული გახლდათ, ერთხელ კი დაარტყა კარში, მაგრამ მთლიანობაში, უფრო იდგა, ვიდრე თამაშობდა. ასე თუ გააგრძელა, აუცილებლად შეავიწროვებს ალესანდრო მატრი, რომელსაც გერმანიასთან თამაშის საშუალება არ მიეცა. არ გვავიწყდება ფაბიო კვალიარელა და ალბერტო ჯილარდინო, რომლებიც ეროვნული ნაკრების წევრები არიან. ერთი სიტყვით, პრანდელის შეტევაში საკმაოდ დიდი არჩევანი აქვს.

"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ