ჰიდინკს სურს, ტერი დარჩეს, მაგრამ გადამწყვეტი კონტეს სიტყვაა
ჯონ ტერი და "ჩელსი" - რომანი შეიძლება მალე დამთავრდეს...

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ 35 წლის ჯონ ტერი "ჩელსიდან" წავა. როგორც ჩანს, კლუბი არ აპირებს ცოცხალი ლეგენდისათვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას. ეს საკითხი "არისტოკრატთა" ფანობისათვის ძალიან მტკივნეულია.

გუსი მხარს უჭერს

"ჩელსი" არ არის განებივრებული დიდი ტრადიციებით, თუმცა ისიცაა, რომ გუნდში ახალი მწვრთნელი მოდის და ის მწვრთნელი ახლებურად ხედავს გუნდის მომავალს. ანტონიო კონტეს უყვარს, როცა დაცვას თავისებურად აწყობს. როგორც ჩანს, ის მიიჩნევს, რომ ჯონ ტერის ასაკი განსაკუთრებული პრობლემაა.

ამ თემას ჩვენს წერილში აუცილებლად დავუბრუნდებით, მანამდე კი ტერი ლონდონელთა ჯერაც მოქმედმა დამრიგებელმა გუს ჰიდინკმა დაიცვა. მისი თქმით, ლონდონურ კლუბს ჯონის შემცვლელის პოვნა ძალიან გაუჭირდება.

"ის ბუნებით ნაღდი მენტორია და მინდორზე ფასდაუდებელი სარგებლობის მოტანა შეუძლია გუნდისათვის. პირადად მე ვთვლი, რომ სრულფასოვნად მისი შეცვლა შეუძლებელია. კაპიტნის კონტრაქტი სრულდება და მე ძალიან ვჯავრობ ამის გამო, როგორც "ჩელსის" უბრალო გულშემატკივარი. ჯონისა და კურტ ზუმას წყვილი დაცვის ცენტრში მე მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიმაჩნია.

იმედი მაქვს, ჯონ ტერი კიდევ დიდხანს დარჩება ფეხბურთში. მე ის ფეხბურთის გარეშე საერთოდ ვერ წარმომიდგენია. მინდა ვთქვა, რომ მე დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი მასთან ერთად მომავალში და რა პერიოდიც ერთად გავატარეთ, ამისთვის მას მადლობა უნდა ვუთხრა", - აღნიშნა ჰიდინკმა, ვინც "ჩელსის" სეზონის ბოლოს დატოვებს და ასპარეზს ანტონიო კონტეს დაუთმობს.

რა უნდა კონტეს?

კონტე ვახსენეთ და რა თქმა უნდა, ახალ მთავარ მწვრთნელს თავისი პოლიტიკა ექნება ახალ გუნდში. ვის მოიყვანს კონტე "ჩელსიში" მცველის პოზიციაზე? ინგლისური საინფორმაციო საშუალებები ვარაუდობენ, რომ ეს იქნება ტურინის "იუვენტუსის" მცველთაგან ერთ-ერთი, უფრო კი ლეონარდო ბონუჩი.

ბონუჩის და კონტეს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. მათ დიდი ხანია იციან, რა არის ერთად მუშაობა. კონტეს მწვრთნელობას "იუვენტუსში" დაემთხვა ბონუჩის დიდი პროგრესი. რა თქმა უნდა, ლეონარდო ანტონიოს ძალიან ემადლიერება.

ამბობენ, რომ კონტეს გუნდში ტერის გაჩერება კიდევ ერთი მიზეზის გამო არ სურს და რომ ყველაფერში ასაკი ნამდვილად არ არის დამნაშავე. საქმე ისაა, რომ კონტეს უყვარს, როცა ის მინდორზეც და გასახდელშიც პირველი კაცია, მთავარი ავტორიტეტია.

ასეთი იყო კონტე "იუვენტუსში" და იქ მან ძალიან ძლიერი გუნდი გამოძერწა. ის კი არა, თანამედროვე "იუვეს" წარმატებებს ბევრი კონტეს სახელს უკავშირებს. ამაში არის სიმართლის დიდი მარცვალი.

იმ "იუვეში" უმაღლესი დონის ფეხბურთელები თამაშობდნენ. რაღა შორს წავიდეთ, იქ იყო ანდრეა პირლო, განსაკუთრებული ფეხბურთელი, შეტევების ნაღდი კონსტრუქტორი და დიდი სათამაშო ინტელექტის პატრონი.

და ამ შემთხვევაშიც კი მთავარი კაცი "იუვეში" სწორედ კონტე იყო. სადღაც, გულის სიღრმეში, მას შეიძლება ეშინია, რომ თუ გუნდში ტერი დარჩება, ასე აღარ იქნება. ეს არგუმენტი სათვალავშია ჩასაგდები.

სად წავა ჯონი?

სად წავა კაპიტანი იმ შემთხვევაში, თუ "ჩელსი" მასთან კონტრაქტს აღარ გააგრძელებს? ეს საკითხი ახლა ყველას ძალიან აღელვებს. ერთი ფაქტია - ჯონი უგუნდოდ არ დარჩება. ფაქტია, სხვა ინგლისურ კლუბში ტერის წარმოდგენა ძალიან რთულია.

ჩვენ გვახსოვს, რომ ამ დიდებული მცველის კარიერაში იყო ძალიან ხანმოკლე იჯარა, მაგრამ ეს მხოლოდ სტატისტიკოსებისათვის თუ არის მნიშვნელოვანი. ჯონი მთელი თავისი კარიერით და შეგნებით არის არისტოკრატი.

ამბობენ, რომ ტერი შესაძლოა, ამერიკულ ლიგაში წავიდეს. ასე ბევრი ვარსკვლავი მოქცეულა. შორს არც ჩინური პერსპექტივაა. ამერიკისა არ იყოს, მილიონები იქაც სამყოფად არის.

არადა, ჯონს კიდევ შეუძლია, ერთი - ორი სეზონი მაღალ დონეზე ითამაშოს. ეს შეუიარაღებელი თვალითაც კი კარგად ჩანს. ტერის გამოცდილება ნებისმიერ ევროპულ კლუბს დაამშვენებდა.

თავის დროზე ლონდონის "ჩელსის" მფლობელს, რომან აბრამოვიჩს არაერთხელ უთქვამს, რომ ტერი არ იყიდება. როგორც ჩანს, ყავლი პრეზიდენტის სიტყვებსაც გასდით. წესით, ტერისა და "ჩელსის" რომანი მალე უნდა დასრულდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული კევინ კიგანი გარდაიცვალა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
კოულს არ მოსწონს, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გერმანელია
მჯდომარე ცხოვრების წესი და პროქტოლოგიური პრობლემები
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ევროტურნირების მესამე შესარჩევ ეტაპზე "იბერია 1999"-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
ფაბიან რუისმა გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
მესი "ვერცხლის ბურთის" ამარა - საუკეთესოები ესპანელები გახდნენ
[VIDEO] გარსიას ყელში სწვდა, გავი მოედანზე დააგდო - რა აჩხუბებდა პარედესს?
[VIDEO] ესპანეთმა არგენტინას სძლია და დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
გადაწყდა ვინ გახდება "ოქროს ბურთის" მფლობელი
აგუერო: პორნოვარსკვლავი მესი მოედანზე სექსუალური მოძალადეა
"ამ ფასად "ჩელსიში" ვინისიუსს ან კვარაცხელიას ველოდი" - მორგანი ხანდახან ჭკვიანურსაც იტყვის
ლუკა მაისურაძე ევროპის ღია პირველობის ჩემპიონია
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
20 წ. | მსოფლიო მე-12 ადგილზე დავასრულეთ
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
The Telegraph-მა ანტონიო კონტეს ადგილზე კანდიდატთა სია წარმოადგინა
"მილანის" მთავარ მწვრთნელად შესაძლოა გუს ჰიდინკი დაინიშნოს
"ჩემი თანაგუნდელი მესისა და რონალდოს დონეზე თამაშობდა" - ჯონ ტერი
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"ტერის და ლამპარდს საკუთარი იახტა დაუთმო, მე კი ..." - ჯო კოულმა რომან აბრამოვიჩზე ისტორია გაიხსენა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
სერ ალექსზე მაღლა - ანტონიო კონტე პრემიერლიგის ყველაზე წარმატებული მწვრთნელია
"ჩელსი": რა იცის გუს ჰიდინკმა?
"არსად არ გავფრინდები, სანამ ახალგაზრდები ეკონომკლასში არ დაბრუნდებიან" - ტერიმ ვილაშ ბოაშზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
ჰიდინკი "ბარსელონასა" და "ჩელსის" მატჩზე: კარიერაში ერთადერთხელ ვიფიქრე, რომ თამაში ნაყიდი იყო
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ტერი: როგორ შეაჩერონ მესი? პასუხი მარტივია
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, სტეფანო პიოლისთან ერთად, გუს ჰიდინკიც განიხილება
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები