ის ფეხბურთიდან მიდის, მაგრამ ფეხბურთში რჩება
იტალიაში განსაკუთრებულად აფასებენ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. იმ გუნდიდან უმეტესობამ უკვე დაასრულა საფეხბურთო კარიერა, კვირას კი კიდევ ერთი ფეხბურთელი ჩამოჰკიდებს ბუცებს ლურსმანზე.

ლაპარაკია ლუკა ტონიზე, რომელიც 37 წლისაა და როგორც "გაძეტა დელო სპორტს" განუცხადა, "იუვენტუსთან" საშინაო შეხვედრა უკანასკნელი იქნება მის კარიერაში. ამის შესახებ თავად ტონიმ ისაუბრა:

"ეს იყო მტკივნეული გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება. ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია და ამიტომ ვეცდები, ისევ სპორტის უპირველეს სახეობას ვემსახურო. მსურდა, კარიერა ვერონაში, საშინაო კედლებში დამესრულებინა და ამიტომ მირჩევნია, ბოლო ტურში აღარ ვითამაშო.

ეს გადაწყვეტილება კლუბის პრეზიდენტთან და გუნდის მწვრთნელთან შეთანხმებულია. ჩემთვის დიდი პატივია, რომ კარიერას "ვერონაში" ვასრულებ. მაქვს იდეები სწორედ ამ კლუბთან დაკავშირებით და თუ ამით პრეზიდენტი დაინტერესდება, აქვე დავრჩები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ფეხბურთიდან წასვლას არ ვაპირებ".

ლუკა ტონი საკმაოდ გვიან გაიცნო საფეხბურთო მსოფლიომ - 26 წლის იყო, როდესაც "ბრეშადან" "პალერმოში" გადავიდა და სწორედ იქ წარმოაჩინა საუკეთესო თვისებები. ლუკამ სიცილიურ გუნდში 2 წელი გაატარა, 80 მატჩი გამართა და 50 გოლი შეაგდო, რაც ფენომენალური შედეგია. შემდეგი გაჩერება "ფიორენტინა" იყო, სადაც ტონიმ ასევე ორი სეზონი გაატარა და 47 გოლს მოუყარა თავი.

ფლორენციას მიუნხენის "ბაიერნი" მოჰყვა - გერმანიაში იტალიელმა 2 წელი გაატარა, 60-ჯერ ითამაშა და 38 გოლი შეაგდო. შემდეგ იყო დაღმასვლა და ნაკლებად წარმატებული სეზონები "რომაში", "ჯენოაში", "იუვენტუსში", "ალ ნასრისა" და ისევ "ფიორენტინაში".

ტონის ბოლო გუნდი "ვერონაა", სადაც 2014/15 წლების სეზონში მეორე ახალგაზრდობა გაეხსნა, 22 გოლი შეაგდო და მაურო იკარდისთან ერთად, ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა. სულ ტონიმ "ვერონაში" 87 მატჩი ჩაატარა და 47 გოლი შეაგდო, რაც ბრწყინვალე შედეგია.

ტონიმ იტალიის ნაკრებში 2004-09 წლებში ითამაშა - ამ პერიოდში 47 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი შეაგდო. მისი ყველაზე დიდი გამარჯვება სწორედ ეროვნულ ნაკრებს უკავშირდება - 2006 წლის მუნდიალზე ლუკა "სკუადრა აძურასთან" ერთად ჩემპიონი გახდა.

მუნდიალზე ტონიმ ორი გოლი შეაგდო და ორივე უკრაინის კარში - მისგან მეტს ელოდნენ, მაგრამ მთავარია, რომ თავისი აგური დადო დიდ გამარჯვებაში.

ლუკა ტონი ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირი - 2005/06 წლებში 31 გოლით და როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2014/15 წლების სეზონში 22 გოლით. აღსანიშნავია, რომ 2006 წელს იტალიელმა "ოქროს ბუცი" მოიგო. მუნდიალის გარდა, ტონის გერმანიის ჩემპიონატი და თასი აქვს მოგებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
კეინს "ოქროს ბუცი" გადასცეს
ლეგენდათა მატჩი, ვარსკვლავური გოლებითა და ისტორიული სანახაობით [VIDEO+PHOTO]
ტონი: გუნდისადმი რონალდოს დამოკიდებულება მაცვიფრებს
"ვან გაალი დიქტატორია, მან ერთ დღეს ვარჯიშზე შარვალი ჩაიხადა, რადგან..." - ტონიმ საინტერესო ისტორია გაიხსენა
ლუკა ტონი: გვარდიოლამ მითხრა, რომ იტალიაში სურს დაბრუნება
ლუკა ტონი: არ მომწონს, რომ "ნაპოლიმ" სკუდეტოს გამო თასებზე ბრძოლა შეწყვიტა