ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ოლიმპმა უბიცა დაიმატა

ოლიმპმა უბიცა დაიმატა

მოსალოდნელი მოხდა – გიორგი ბერიაშვილი (მეტსახელად "უბიცა") რუსთავის "ოლიმპში" გადავიდა. თბილისის "ვიტ ჯორჯიას" თავდამსხმელი კარიერას საქართველოს ჩემპიონში გააგრძელებს...

მოსალოდნელი მოხდა – გიორგი ბერიაშვილი (მეტსახელად "უბიცა") რუსთავის "ოლიმპში" გადავიდა. თბილისის "ვიტ ჯორჯიას" თავდამსხმელი კარიერას საქართველოს ჩემპიონში გააგრძელებს.

გიორგის მეტსახელს რაც შეეხება – კაცის მკვლელი და კრიმინალი არასდროს ყოფილა, ფეხბურთელებმა ასე ბრძოლისუნარიანობისა და ენერგიულობისთვის რატომღაც მონათლეს და ეს ზედმეტსახელი დღემდე შერჩა.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინათ, უკრაინულ შეკრებაზე "კრიმტეპლიცა"-"ვიტ ჯორჯიას" მატჩი მიმდინარეობდა, როდესაც მასპინძელთა გუნდის ოპერატორმა სკანდალური კადრები დააფიქსირა: ბერიაშვილი მთავარ მწვრთნელ გელა გომელაურს მივარდა და რამდენჯერმე დაარტყა. ამის შედეგად შევიტყვეთ, რომ გუნდის ხელმძღვანელობამ ბერიაშვილი ტრანსფერზე დააყენა.

მომხდარის შემდეგ, "ვიტ ჯორჯიაში" არ მალავდნენ, ბერიაშვილს "ოლიმპში" წასვლა უნდოდაო და უსიამოვნება ამით იყო გამოწვეულიო.

ასე რომ, "ოლიმპი" ახლა "ვიტ ჯორჯია" უფროა – რუსთავურ კლუბში უკვე ვეტერინართა შემადგენლობაში ნათამაშევი ექვსი ფეხბურთელი შეიკრიბა – მეკარე გია ბედიაშვილი, მცველები თემურ ღონღაძე (კონტრაქტი ორი წლის წინ გაწყვიტა, რადგან ძირითადში არ ათამაშებდნენ), ლაშა ჯაფარიძე, ალექსანდრე კვახაძე, ნახევარმცველი ლუკა რაზმაძე და ახლა მათ ბერიაშვილიც დაემატათ.

ბერიაშვილის გადასვლა "ოლიმპის" პრეს-ატაშე მიხეილ ჯორბენაძემ დაგვიდასტურა და გვითხრა, რომ კლუბმა თავდამსხმელი გამოისყიდა.

"ვიტ ჯორჯიიდან" სკანდალური წასვლის შემდეგ, ეს გიორგი ბერიაშვილის პირველ ინტერვიუა.

- გიორგი, როგორც შევიტყვეთ, "ოლიმპში" გადახვედი.

- დიახ, "ვიტ ჯორჯია" და "ოლიმპი" შეთანხმდნენ და რუსთაველებთან ერთად ვავარჯიშობ.

- "ოლიმპმა" კონტრაქტი გამოისწყიდა?

- დიახ, ერთწლიანი კონტრაქტი მქონდა და კომპენსაციაზე შეთანხმდნენ. სხვათაშორის, აქვე მინდა გითხრათ: გამიკვირდა, როდესაც წავიკითხე, თითქოს ტრანსფერზე დავაყენეს. სინამდვილეში, "ვიტ ჯორჯია" საკუთარი სურვილით დავტოვე.

- ანუ, "ოლიმპში" გადასვლაზე მართლა ფიქრობდი?

- რა თქმა უნდა, ვფიქრობდი, რადგან "ვიტ ჯორჯიაში" გაჩერება აღარ მსურდა. გუნდის დატოვება ჯერ კიდევ შეკრების დაწყებამდე გადავწყვიტე, გელა გომელაურთან ჩხუბი არაფერ შუაშია, უბრალოდ, ამის შემდეგ ყველა შეიტყო, რომ "ვიტ ჯორჯიაში" აღარ ვიყავი.

- მესმის, არასასიამოვნო თემაა, მაგრამ მწვრთნელთან კონფლიქტი, თანაც უცხოეთში?!

- ჩხუბი მეც არ მსიამოვნებს, მით უფრო უცხოეთში. სიმართლე გითხრათ, მომხდარის შემდეგ გაკეთებულმა ერთმა განცხადებამ გამაოცა, ეს ბიჭი ფეხბურთს ვერ ითამაშებსო. მშვენივრად ვითამაშებ და დავამტკიცებ, რომ ასეთი შეფასებას არ ვიმსახურებ.

რაც შეეხება მომხდარს: ყველამ იცის, რაც მოხდა და ჭორაობას არ დავიწყებ. თუმცა, თავადაც მიხვდებით, რომ ფეხბურთელი უმიზეზოდ არ გამწარდება...

- კარგი, აღარ ჩაგეძიები... როგორც ვიცი, ქუთაისის "ტორპედოც" გიწვევდა.

- არა მხოლოდ "ტორპედო", თურქეთისა და ისრაელის კლუბებიც მიწვევდნენ, მაგრამ უცხოეთში ნაღდი ვარიანტები არ იყო და "ოლიმპის" გარანტირებული კონტრაქტი ვამჯობინე.

- თუკი "ოლიმპი" "აქტობეს" მოუგებს, ალბათ, ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება გექნება.

- გასვლის შემთხვევაში, "ოლიმპს" ფეხბურთელების დამატების უფლება გააჩნია და რა თქმა უნდა, განაცხადში შემიყვანენ.

- მიხვედი გუნდში, სადაც ოლიმპელებზე მეტი, ვიტ ჯორჯიელები ხართ და ფაქტობრივად, ადაპტაცია, არც დაგჭირდება.

- სხვათაშორის, სხვა ბიჭებსაც საკმაოდ კარგად ვიცნობდი და ყველას ჩემიანად ვთვლი.

- მწვრთნელსაც?

- (იცინის) ტყუილად ფიქრობთ, რომ ჩხუბისთავი ვარ. თემურ მახარაძეს კი ნდობისა და გამორჩევისთვის მადლობა უნდა ვუთხრა. ჩემთვის ეს იყო საწყენი, ამბიციური "ტორპედო" და ჩემპიონი "ოლიმპი" მიწვევდა, "ვიტ ჯორჯიაში" კი უკრაინულ შეკრებამდე მივხვდი, რომ სეზონს სათადარიგოებში გავატარებდი. ამიტომ ამიცრუვდა გული და წამოსვლა გადავწყვიტე. საწყენია ისიც, რომ ბოლო სეზონი ცუდად არ მითამაშია. სკამზე ჯდომას კი ფეხბურთიდან წასვლა მერჩივნა და რატომ უნდა დავრჩენილიყავი, როდესაც ვარიანტები მქონდა? ამიტომ ვამბობ, "ვიტ ჯორჯიას" დატოვება ჩხუბამდე გადავწყვიტე.

• Nika

Amas ragas erchit ar gadamriot

• კაკო

სილამაზე, რომელიც უბრალოდ თქვენ არ მოგწონთ, ყველაფერზე ნუ იძაბებით :)

• mancho38

მდააააააააა ))) როგორც ვატყობ მსოფლიოს უკვე მობეზრდა ცივილიზაცია ... ქვის ხანას ვუბრუნდებით.სიშიშვლე სირცხვილი არაა ხომ?!... რაღა ესენი და რაღა ველური ტომები,რომლებიც ამაზონის ჯუნგლებში ცხოვრობენ... არა ,ბოდიში ისინი კი არა.. აი ეს, ვითომ ცივილიზებული ,ევროპელები არიან ველურები.. რა სახელი დავარქვა მეც არ ვიცი... გარყვნილები?! არა?! აბა რა ქვია ამას მითხარით! ეხლა არ მითხრათ სილამაზეაო...

• yyyyyyyyyyyyy

• status quo

შტანგებზე გაჭიმულს ფაჩი ექნება წიფის გვირაბივით...

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა