საფრანგეთი-ბრაზილია. გამოხმაურება

1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი ერთ-ერთი ის თამაში იყო, რომელიც გულშემატკივარს ალბათ დღემდე ახსოვს და არამხოლოდ იმის გამო, რომ ერთმანეთის პირისპირ ფეხბურთის ღმერთკაცები – რონალდო და ზიდანი იდგნენ, თავად თამაშის ხარისხი იყო არნახულად მაღალი. გავიდა 13 წელიწადი და იგივე ნაკრებები იმავე სტადიონზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. გულშემატკივარს ამჯერად დაუკმაყოფილებლობის გრძნობა შეიპყრობდა და მხოლოდ იმიტომ არა, რომ შეხვედრა მხოლოდ ამხანაგური იყო და ინტრიგა აკლდა. მეტოქეები არ ჰგავდნენ იმ, “ნამდვილ” საფრანგეთსა და “ნამდვილ” ბრაზილიას. არადა, პრესა ორივე ქვეყანაში დიდი მოლოდინით ცხოვრობდა... მასპინძელთა ბანაკში იყო გარკვეული მომენტები, რითაც გულშემატკივარი ნამდვილად გაიხარებდა. მაგალითად, ლორან ბლანის შეგირდებს ორგანიზებაში წუნს ვერავინ დასდებდა. აქტიური იყო “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩაკარგული კარიმ ბენზემაც, რაც ასევე დადებითი მოვლენაა. თუმცა ბლანის ნაკრებში ამჟამად ნამდვილად ვერ ვხედავთ იმ კალიბრის ფეხბურთელებს, რომელთა გვერდით მინდორზე ასპარეზობა ნაკრების ყოფილ კაპიტანსა და ამჟამინდელ დამრიგებელს უხდებოდა.

რაც შეეხება ბრაზილიას... ძალიან ძნელია მანო მენეზესის გუნდზე რამე დადებითის თქმა. ალბათ ყოვლისმნახველი, უკვე ასაკს მიტანებული გულშემატკივარიც კი ვერ გაიხსენებს, როდის იყო ბრაზილია ასეთი სუსტი. მავანი შეიძლება ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის არჩევანის მართებულობაში დაეჭვდეს. ასეთ “პენტაკამპეონებს” 3 წლის შემდეგ შინაური კედლები და სასწაული თუ მიიყვანს ტრიუმფამდე.

და მაინც, შეხვედრა სტუმრებმა ყველასდა გასაოცრად დამაჯერებლად დაიწყეს. მენეზესის გუნდის ძირითადი შემადგენლობის ჩამოთვლა უმადური საქმეა, რადგან მწვრთნელი ჯერჯერობით ექსპერიმენტების ეტაპზეა. თუმცა “სტად დე ფრანსზე” გამოსულ თერთმეტ ბრაზილიელს კაცი ვერაფრით დაარქმევდა ოპტიმალურს. საწყის წუთებში ორივე გუნდი ნერვიულობდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს მატჩის პრინციპულობას. მხოლოდ მეხუთე წუთის შემდეგ მოახერხეს ფრანგებმა ბურთის ხელში ჩაგდება და ზედიზედ რამდენიმე ზუსტი პასის გაკეთება. ლიდერობა თავის თავზე ფლორან მალუდამ აიღო. პირველი სახიფათო მომენტი მე-12 წუთზე სწორედ მასპინძლებმა შექმნეს – იან მვილა-იოან გურკუფის კომბინაციას ბენზემა აგვირგვინებდა, თუმცა შორეულ მარცხენა კუთხეში დარტყმული ბურთი კარს მცირედით ასცდა. რამდენიმე ჩხვლეტის შემდეგ თამაში ისევ ბრაზილიელებმა დაიპყრეს და ფრანგთაგან ვინც კი რეალურად ცდილობდა თამაშის დალაგებას, მის წინააღმდეგ სასტიკ მეთოდებს იყენებდნენ. მაგალითად დანი ალვეშმა იდაყვი უთავაზა მალუდას, რადგან ის ყველაზე მეტს მუშაობდა. თუმცა ჩელსელი მალევე მოეგო გონს და თამაშს დაუბრუნდა. მსგავსი ბინძური მეთოდითვე გაუსწორდა ბენზემას დავიდ ლუიზი. ბრაზილიელები პირველი ტაიმის შუაწელამდე აკონტროლებდნენ თამაშს, შემდეგ კი შესამჩნევად დაწყნარდნენ. ამის მიუხედავად სამხრეთამერიკელები უსახურად გამოიყურებოდნენ - “პენტაკამპეონებმა” უგო ლორისის კართან პირველი რეალური ხიფათი მხოლოდ ტაიმის მიწურულს შექმნეს. რობინიომ დიდებული დარტყმით შეაწუხა “ლიონის” გოლკიპერი. მე-40 წუთზე კი მოხდა ის, რამაც მთელი დანარჩენი მატჩის მსვლელობა განსაზღვრა. ხისტი თამაში ხისტ თამაშად, უხეშობაც უხეშობად, მაგრამ იმას, რაც ერნანეშმა ბენზემას წინააღმდეგ ჩაიდინა, ფეხბურთთან ნადვილად არაფერი აქვს საერთო. ბრაზილიელმა მეტოქეს მკერდში ფეხი ისე ჩააზილა, გეგონებოდათ ბედშავ კარიმს მისი სისხლი ემართა. მსაჯმა ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო და ერნანეში გასახდელში შეხვედრის დასრულებამდე 50 წუთით ადრე გაუშვა.

მეორე ტაიმი სულ სხვა სცენარით წარიმართა, ფრანგებმა იგრძნეს, რომ გამარჯვება შეეძლოთ და მთელი ძალებით შეუტიეს. მსაჯმა თვალები დაიბრმავა თუ მართლა ვერ შენიშნა დავიდ ლუიზის მიერ საჯარიმოში ხელით თამაში, ვერ გეტყვით, პენალტი კი ნამდვილად არ დაუნიშნავს. ეს 49-ე წუთზე მოხდა, ზუსტად 5 წუთში კი ბენზემამ ჟერემი მენეზის დიდებული გარღვევით ისარგებლა და პრაქტიკულად ცარიელ კარში შეაგორა ბურთი. ერთ წუთში მასპინძლებს ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, თუმცა იმავე ბენზემას თავურს ჟულიო სეზარმა არანორმალური რეაქცია შეაგება. სამხრეთამერიკელთა დაცვა იმდენად უსუსურად გამოიყურებოდა, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ფრანგი შეტევების წინააღმდეგ მხოლოდ “ინტერის” გოლკიპერი თამაშობდა. შტურმი დიდხანს არ გაგრძელებულა. სტუმრებმა შეძლეს საკუთარი საჯარიმოს მისადგომების გადაკეტვა და მას მერე, რაც ორივე გუნდში შეცვლების დრო დადგა, თამაშმა გარკვეულწილად ტემპიც დაკარგა და სანახაობრივი მხარეც.

მატჩის შემდეგ

ლორან ბლანი: “მოგება, მით უფრო საკუთარი მაყურებლის თვალწინ, ყოველთვის სასიამოვნოა. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ ბრაზილიელები დავამარცხეთ, ეს ჩვენს გარჯას ფასს კიდევ უფრო მატებს. ჩვენი მეტოქე საფეხბურთო თვალსაზრისით ორიენტირად შეიძლება მივიჩნიოთ. მე, რა თქმა უნდა, შედეგით და ჩემი ფეხბურთელების გარჯით კმაყოფილი ვარ”.

ფლორან მალუდა: “ბედნიერი ვარ. ასეთი მეტოქის დამარცხება ყველა გუნდში გამოიწვევს საკუთარი ძალების რწმენის მოზღვავებას”.

ზინედინ ზიდანი: “კარგი თამაში იყო. მომეწონა ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების მუშაობა პირველიდან ბოლო წუთამდე, თუმცა ბენზემას გამოყოფა ცალკე მინდა. ის დღეს უბრალოდ ძალიან კარგი იყო”.

ლევან ბიბილაშვილი

მატჩის დღე - პსჟ "ბაიერნამდე" ლიდერობის გასამყარებლად!
0:3-დან - "ლანსმა" "ბრესტთან" თითქმის წაგებულ მატჩში ქულა მოიპოვა
პსჟ-ში შეიძლება კიდევ ერთი პორტუგალიელი გადავიდეს
გულიაშვილს ორი გოლი გაუუქმეს - "რასინგმა" მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა
მიქაუტაძის 85 წუთი - "ვილიარეალმა" "სელტას" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა