ქართველ ჩოგბურთელ ვაჟთა ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიაში საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებს
იტალიის დედაქალაქ რომში დაიწყო პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი Internazionali BNL d'Italia BNL, რომლის საპრიზო ფონდია 2 399 000 ევრო. შეჯიბრებაში თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვაც მონაწილეობს. იგი, ტრადიციულად, წყვილებში ცდის ძალებს.

ტაივანელ სუ-ვეი ჰსიესთან (წყვილებში რეიტინგით მე-40) შეამხანაგებული ჩვენებური (48-ე) 9 მაისს სტარტზე არგენტინელ მარია ირიგოიენსა (50-ე) და პოლონელ ალისია როსოლსკას (63-ე) შეხვდა. პირველი ხელი ქართულ-ტაივანურმა დუეტმა 28 წუთში მოიგო - 6:2. ეტყობა, ამ იოლი წარმატებით კალაშნიკოვამ და ჰსიემ ნაადრევად ირწმუნეს გამარჯვება, მოდუნდნენ და დაისაჯნენ კიდეც (არადა, მე-2 ხელს 4:2-ს იგებდნენ) - სეტი 6:7 (5:7) დათმეს. სამაგიეროდ, ტაი ბრეიკებში შეძლეს მობილიზება და 10:6 დაამარცხეს მეტოქე, რისთვისაც 105-105 სარეიტინგო ქულა დაიმსახურეს.

კალაშნიკოვა და ჰსიე მერვედფინალში შვეიცარიელ მარტინა ჰინგისს და ინდოელ სანია მირზას დაუპირისპირდებიან. საგულისხმოა, რომ მსოფლიო კლასიფიკაციაში 12045-12045 ქულით მარტინა და სანია პირველ ადგილზე არიან და რომშიც, ცხადია, პირველ ნომრად განთესეს. გუშინ ისინი ისვენებდნენ.

უნგრული დიორდის ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) ჩაება სოფიო შაფათავა, მაგრამ განთესვით მესამე ნომერი ქართველი ჩოგბურთელი 9 მაისს ხორვატ ტენა ლუკაშთან დამარცხდა - 6:3, 2:6, 2:6.

წყვილებში შაფათავა რუს ვალენტინა ივახნენკოსთან ერთად აპარეზობის რეიტინგფავორიტია. პირველ წრეში ისინი თავისუფალნი არიან, მეოთხედფინალში ჟაკლინ კაბაი ავადი (შვედეთი), მილანა სპრემოს (სერბეთი) და კლაუდია საბო, დომინიკა ტორინის (ორივე - უნგრეთი) დუეტებს შორის უძლიერესთან გაარკვევენ ურთიერთობას.

აქვე წინა კვირის შედეგების გათვალისწინებით განახლებულ ქალთა რეიტინგში ქართველთა მაჩვენებლებს გაუწყებთ:

ერთეულები. 226 (228). სოფიო შაფათავა (220), 295 (326). ეკატერინე გორგოძე (138), 432 (433). სოფიო ქვაცაბაია (77), 476 (475). მარიამ ბოლქვაძე (61), 683 (673). ოქსანა კალაშნიკოვა (27), 777 (777). თინათინ ყავლაშვილი (20), 994 (990). ანა შანიძე (9), 1110 (1079). თამარ ჭალაგანიძე (6).

წყვილები. 48 (48). კალაშნიკოვა (1590), 133 (132). შაფათავა (527), 211 (213). გორგოძე (314), 393 (394). ქვაცაბაია (123), 600 (603). ბოლქვაძე (55), 764 (772). ყავლაშვილი (30), 911 (914). შანიძე (19), 1052 (1055). ახალკაცი (12), 1158 (1157). ჭალაგანიძე (9).

გერმანიაში იმყოფება ქართველ ჩოგბურთელ ვაჟთა ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი. დღეიდან იგი ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 64.000 ევრო) იასპარეზებს. პირველ წრეში დანიელ მუნოს დე ლა ნავას (ესპანეთი) შეხვდება.

უზბეკეთის ქალაქ სამარყანდის 50.000-იან ჩელენჯერში მოსინჯავს ძალებს ალექსანდრე მეტრეველი. ძირითადი ბადის პირველ წრეში ჩვენებური მე-6 ნომრად განთესილ ყაზახ დმიტრი პოპკოსთან გაარკვევს ურთიერთობას.

სტარტზე პოპკოს იგი მეორედაც დაუპირისპირდება, კერძოდ, წყვილებში: "უაილდ ქარდის" მქონე მეტრეველი და უზბეკი ტემურ ისმაილოვი გზიდან რუსი ასლან კარაცევისა და პოპკოს ჩამოშორებას შეეცდებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
ზურა ტყემალაძე ATP-ის რეიტინგში 449 ადგილით დაწინაურდა, მეტრეველი - 121-ით
4 ქართველი უიმბლდონზე, მაგრამ რამდენი ძირითადში? - ჩვენებურები წლის მესამე დიდ სლემს იწყებენ
ფედერაციის თასი - საქართველო სერბეთთან და ხორვატიასთან დამარცხდა, წინ თურქეთია
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
ალექსანდრე მეტრეველი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა
ბასილაშვილმა თითქმის მოგებული მატჩი ბოლომდე ვერ მიიყვანა და თამაში შეწყვიტა
ოქსანა კალაშნიკოვა უიმბლდონის მეოთხედფინალში დამარცხდა
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს
სიკვდილის ჯგუფში - ATP CUP-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
"ეს პოლიტიკაა და არა სპორტი" - ალექსანდრე მეტრეველი უიმბლდონზე რუსი ჩოგბურთელების შესაძლო მოკვეთაზე
დანაშაულის ტოლი შეცდომა - საქართველოს ოლიმპიადაზე 1 კუთვნილი ადგილი დააკლდება
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
წყვილთა თანრიგში დავმარცხდით, ესტონელები დაწინაურდნენ
გადამწყვეტი მატჩი ფინეთთან ფედერაციის თასზე - ქართველ ჩოგბურთელებს დაწინაურების შანსი აქვთ
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
ATP CUP: ქართველი ჩოგბურთელის პირველი გამარჯვება ერთეულებში! [VIDEO]
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
ქართველი სპორტსმენი "კრემლის თასის" მეოთხედფინალშია
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!