დაუზუსტებელი ინფორმაციით, დისკვალიფიკაცია ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ალენ ზასეევს ემუქრება
დოპინგსკანდალმა ამჯერად უკრაინული ჭიდაობა შეაზანზარა - დაუზუსტებელი ინფორმაციით, დისკვალიფიკაცია ემუქრება თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ერონული ნაკრების ისეთ სახელოვან წევრს, როგორიცაა ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ალენ ზასეევი (125), მეორე ეჭვმიტანილი კი ანდრეი კვიატკოვსკია (65).

საინტერესოა, რომ 15-17 აპრილს სერბულ ზრენჯანინში ჭიდაობის ევროპული ფედერაციის ეგიდით გამართულ პირველ სალიცენზიო შეჯიბრებაში ორივემ მოიპოვა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზია - ზასეევმა გაიმარჯვა, კვიატკოვსკი კი მეორეზე გავიდა. მათ სინჯებიც იმ ტურნირზე აუღეს და სწორედ იქ ჩავარდნენ. აღსანიშნავია, რომ იქვე დოპინგზე გამოიჭირეს ფინალში ზასეევის მეტოქე, კიდევ ერთი ჩრდილოკავკასიელი ლეგიონერი, ბელორუსის სახელით მოჭიდავე დაღესტნელი იუსუპ ჯალილოვი.

ცნობა მათი დოპინგზე ჩავარდნის შესახებ ჯერჯერობით ინტერნეტში ვერსად მოვიძიეთ - არც უკრაინა-ბელორუსის ჭიდაობის ფედერაციებს გაუხმაურებიათ ეს ამბავი, არც - მსოფლიოს ფედერაციის საიტს და ვერც საჭიდაო ფორუმებზე ამბობენ რამეს გადაჭრით, მაგრამ სინამდვილის დამადასტურებელი უტყუარი ფაქტი: ამ უქმეებზე სტამბოლში გამართულ ბოლო სალიცენზიო ტურნირში მძიმე წონაში უკრაინა-ბელორუსსაც სხვა ფალავნები ჰყავდათ და უკრაინიდან 65-შიც სხვა მოჭიდავემ იასპარეზა.

ბედის ირონიით, მძიმეში ახლაც უკრაინულ-ბელორუსული ფინალი გაიმართა და ანალოგიური შედეგითვე დასრულდა: უკრაინელმა ალექსანდრ ხოციანოვსკიმ 4:0 დაამარცხა იბრაჰიმ საიდაუ.

ეს საიდაუც დაღესტნელია - ავარელი იბრაგიმ საიდოვი, რომელიც ადრე 96-ში ჭიდაობდა და დიდი წვლილიც შეჰქონდა ლეგენდარულ ოს ჰაჯიმურატ გაცალოვისა და დაღესტნელთა ავარელ აბდუსალამ გადისოვის კლასიკად ქცეულ დაპირისპირებაში, რაც არცთუ იშვიათად მასობრივ ჩხუბში და ლამის ეროვნულ დაპირისპირებაში გადაზრდილა.

სამაგიეროდ, ამჯერად 65-ში ვერ ივარგა კვიატკოვსკის შემცვლელმა - სემიონ რადულოვმა წააგო, ანუ უკრაინამ ერთი ლიცენზია დაკარგა.

ჯერჯერობით არც იმის თქმა შეგვიძლია, რომელ პრეპარატზეა ლაპარაკი, თუმცა სოცქსელებში აქა-იქ გაჟღერებული კანტიკუნტი ინფორმაციით, მიზეზი მილდრონატ-მელდონიუმი არ უნდა იყოს, გაცილებით უფრო რთულ წამალზეა ლაპარაკი.

იმედია, უახლოეს დღეებში ყველაფერი გაცხადდება, ჯერჯერობით კი, სავარაუდოდ, იმიტომ არ იწერება არაფერი, რომ სერბეთის ტურნირიდან ერთი თვეც არაა გასული, ანუ არ დამდგარა ინფორმაციის გახმაურების დრო.

არც ისაა გამორიცხული, მათ საერთოდ არ დაუმტკიცდეთ არაფერი და მაშინ ოლიმპიადაზეც შეეძლებათ გამოსვლა, მწვრთნელები მათზე თუ შეაჩერებენ არჩევანს.

აქვე გეტყვით, რომ უკრაინის ნაკრებში ექიმად ქუთაისელი მერაბ შვანგირაძე მუშაობს.

ამ ამბებიდან ჩვენთვის უფრო საინტერესო მძიმე წონაა, სადაც გენო პეტრიაშვილი ზასეევთანაც ფავორიტია და ხოციანოვსკისთანაც - ბოლო პერიოდში ორივეს რამდენჯერმე მოუგო დამაჯერებელად, თუმცა ტიტულებიდან გამომდინარე, ზასეევი ცოტა უფრო საშიში გვგონია.

აი, ბელორუსებიდან კი, კარგია, მსოფლიოს ჩემპიონი ალექსეი შემაროვი თუ ვერ მოხვდება ოლიმპიადაზე - პეტრიაშვილმა მასთან შარშან წააგო ევროპულ თამაშებზე.

რატომღაც ბელორუსები სალიცენზიო ტურნირებში საერთოდ არ ენდნენ ევროპის წლევანდელ მესამეპრიზიორ ალექსეი ნიკოლაევს - ყველგან ჯალილოვი აჭიდავეს, ხოლო ნიკოლაევს მისი ჩავარდნის შემდეგაც არ ენდნენ და საიდაუ წაიყვანეს. სავარაუდოდ, ოლიმპიადაზეც ის იჭიდავებს, თუ ჯალილოვი არ გაამართლეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
[VIDEO] დებიუტიც ასეთი უნდა - გენო პეტრიაშვილმა მეტოქე 10:0 დაამარცხა!
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
მეტოქეები: მელდონიუმის "შეწყალების აქცია" ჭიდაობაში
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
დოპინგი: უკრაინელებს სხვებიც დაუმატეს
[VIDEO] ამერიკელი მებრძოლი, რომელმაც ოლიმპიური თამაშების ფინალში გენო პეტრიაშვილი დაამარცხა, მეტოქე 13 წამში დაანოკაუტა
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს