ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ქუთაისური დუბლი

ქუთაისური დუბლი

თვრამეტი წლის მოჭადრაკეთა საქართველოს პირველობაზე გუშინდელი ბოლო ტურის პარტიებს უნდა დაესახელებინა ჩემპიონებისა და პრიზიორების ვინაობა...

თვრამეტი წლის მოჭადრაკეთა საქართველოს პირველობაზე გუშინდელი ბოლო ტურის პარტიებს უნდა დაესახელებინა ჩემპიონებისა და პრიზიორების ვინაობა.

გოგონებში მერი არაბიძე ნახევარი ქულით უსწრებდა უახლოეს მდევარს და ოქროს მედლის მოსაპოვებლად ყაიმიც ჰყოფნიდა. მართლაც, იგი მე-18 სვლაზე დაუზავდა ანა კუჭავას და 9 შესაძლებლიდან 7 ქულით საქართველოს ჩემპიონობა მეოთხედ მოიპოვა.

საგულისხმოა, რომ სამტრედიის მე-3 საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელი არაბიძე, რომელიც მეხუთე წელიწადია, ქუთაისიმ მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელ ალექსანდრე არსენიძესთან ვარჯიშობს, თანატოლებში ორგზის მსოფლიოს და სამგზის ევროპის ჩემპიონი და ხუთგზის ვერცხლ-ბრინჯაოს მფლობელია.

გუშინ საქართველოს პირველობაზე მარიამ თევზაძის ძლევით ლიკა კობეშავიძემაც 7 ქულა მოაგროვა, მაგრამ უარესი კოეფიციენტით მეორე ადგილს დასჯერდა. 6-6 ქულით მესამე-მეხუთე ადგილები, შესაბამისად, ნანი უნაფქოშვილმა, ნათია ჯალაბაძემ და ნატო იმნაძემ გაინაწილეს.

ვაჟებში უფრო რთულად იყო საქმე, რადგან აქ ერთბაშად სამ მეტოქეს ჰქონდა ერთნაირი ქულები, თანაც, სამივე შავი ფიგურებით უნდა გამკლავებოდა მეტოქეს. კონკურენტებზე ადრე პარტია ზურაბ ჯავახაძემ დაამთავრა - იგი 12 წლის გიორგი სიბაშვილს დაუზავდა. ნოდარ ლორთქიფანიძემ, რომელიც მთელი ტურნირის განმავლობაში მეწინავეთა შორის იყო ნიკა ვოლკოვთან წააგო და 6,5 ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ირაკლი ბერაძე გიორგი ნიკოლაშვილს შეუთანხმდა ყაიმზე. ამდენად, 7-7 ქულა ორმა მოჭადრაკემ მოაგროვა.

უარესი კოეფიციენტით მეორე იყო ბერაძე, პირველობა კი ჯავახაძეს ხვდა. ზურაბიც ქუთაისელია, 21-ე საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელი ისიც მეოთხედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, მაია ჩიბურდანიძის სახელობის სკოლაში მასაც არსენიძე ავარჯიშებს. შარშან სალონიკიში ევროპის სასკოლო პირველობაზე 9 შესაძლებლიდან 89,5 ქულით (მხოლოდ უნგრელ კრისტოფ ჯუჰაზს დაუზავდა) ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო თურქეთში მსოფლიოზე მეორე იყო მასპინძელ ფირატ ბურაკის შემდეგ.

რადგანაც საქართველოს პირველობა შესარჩევი ტურნირიც იყო, ჩემპიონებმა - არაბიძემ და ჯავახაძემ წლეუს მსოფლიოს პირველობაზე თამაშის უფლება მოიპოვეს. ხოლო ვერცხლის მედალოსნები - კობეშავიძე და ბერაძე ევროპელ თანატოლებთან გაარკვევენ ურთიეთობას.

მერი არაბიძე: "წლევანდელი სეზონი არცთუ სახარბიელოდ დავიწყე - ანაკლიაში საქართველოს ქალთა ჩემპიონატზე ისევ ვერ ვითამაშე როგორც მინდოდა, ამის შედეგიც არასასურველი მივიღე. სამაგიეროდ, კარგად მოვემზადე 18-წლიანელთა პირველობისთვის, სადაც რეიტინგფავორიტი ვიყავი. საბედნიეროდ, ყველაფერი ჩემდა სასიკეთოდ დამთავრდა და მსოფლიოს პირველობის საგზური დავიმსახურე. ამ შეჯიბრებას ნოემბერში ბრაზილია უმასპინძლებს შარშან მსგავს შეჯიბრებაზე ძალიან ახლოს ვიყავი ჩემპიონობასთან, მაგრამ ბოლო ტურში ვიეტნამელ ნგუენ სი მაი ჰანგთან ერთი სვლა გამომრჩა და... საბოლოოდ მეოთხე ადგილზე აღმოვჩნდი. შარშანდელი დანაკლისი წლეულს უნდა ავინაზღაურო. მანამდე რამდენიმე შეჯიბრებაში მივიღებ მონაწილეობას: მაისში ქალთა ევროპის ჩემპიონატში ვითამაშებ, ივნისში - 20-წლიანთა საქართველოს პირველობაზე, დანარჩენი კი მერე ვნახოთ".

ზურაბ ჯავახაძე: "წლეულს სკოლას ვამთავრებ და ეროვნული გამოცდებისთვის ვემზადები, ამიტომ ჭადრაკისითვის ნაკლებად ვიცლი. ამის მიუხედავად, მაინც ვითამაშე 18-წლიანთა პირველობაში. სადაც სამართალია, ჩემპიონობა ნოდარ ლორთქიფანიძეს ეკუთვნოდა, რადგან პირველივე ტურიდანვე ლიდერობდა, მაგრამ ბოლო სამ ტურში ორჯერ დამარცხდა და მხოლოდ ბრინჯაო ერგო.

რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, რადგან უმთავრესი საზრუნავი ეროვნული გამოცდებია, შემდეგ კი მსოფლიო პირველობისთვის მოვემზადები".

გუშინ ორივე ჩემპიონის მწვრთნელმა, იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ალექსანდრე არსენიძემ გვითხრა, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით ყველაფერს იღონებს, რომ არაბიძემ და ჯავახაძემ სექტემბერში თანატოლთა ევროპის პირველობაზეც იასპარეზონ, რომელსც ბულგარული ალბენა უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა

"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო

[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა

სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა

ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა

[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა

კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო

მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა

საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა

"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა

ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე