სილვიო ბერლუსკონი ჩინელებთან მოლაპარაკებას აწარმოებს
დაახლოებით ერთი კვირის წინათ სილვიო ბერლუსკონიმ საგანგებო განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ "მილანის" გასხვისებას რამდენიმე წელიწადია ცდილობს, მაგრამ საიმედო ინვესტორი ვერ იპოვა, სხვა შემთხვევაში კი კლუბის გაყიდვა მისთვის მიუღებელია.

ბერლუსკონი ითხოვს გარანტიებს, რომ ახალი მფლობელის ხელში გუნდი ძველ დიდებას დაიბრუნებს. ბერლუსკონიმ იქვე დასძინა, რომ სასურველია, თუ "მილანის" ახალი მფლობელი იტალიელი იქნება და არა უცხოელი.

მოკლედ, დონ სილვიო ითხოვს გარანტიებს, რომ "მილანში" არ მოხდება ის, რაც ხდება თუნდაც "ინტერში", რომელსაც ერიკ ტოჰირის სახით ახალი მფლობელი ჰყავს, მაგრამ ამით გუნდს ბევრი არაფერი ეშველა.

ბერლუსკონი მიიჩნევს, რომ "მილანი" უნდა გადავიდეს იმის ხელში, ვინც კლუბისთვის იმდენს დახარჯავს, რამდენიც საჭირო იქნება.

გავიდა რამდენიმე დღე და მილანში შედგა შეხვედრა, რომელიც დიდი ცვლილებების დასაბამი უნდა გახდეს. ბერლუსკონის კომპანია "ფინივესტის" წარმომადგენლები შეხვდნენ ჩინელ ინვესტორებს, რომლებიც მზად არიან, რომ კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტი იყიდონ.

ბერლუსკონიმ მოლაპარაკებას მწვანე აუნთო და გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც, ჩინელებმა მიიღეს "მილანის" შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკების ექსკლუზიური უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესი ოფიციალურად დაწყებულია და ბერლუსკონის სხვა კომპანიასთან მოლაპარაკების წარმოება ეკრძალება უახლოესი 45 დღის განმავლობაში.

ამ პერიოდში, მხარეებმა შეთანხმებას უნდა მიაღწიონ და "მილანი" ჩინელების მმართველობაში გადავიდეს. აქვე ვთქვათ, რომ შესაძლებელია, მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდეს და ბერლუსკონიმ უარი განაცხადოს კლუბის განსხვისებაზე. მოკლედ, ყველა კითხვას მაქსიმუმ 45 დღეში გაეცემა პასუხი.

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ჩინელები საწყის ეტაპზე "მილანის" აქციათა 70%-ს შეიძენენ და ამაში 740 მილიონ ევროს გადაიხდიან, დარჩენილი 30%-ის ბედი კი ერთი წლის განმავლობაში გაირკვევა.

ბერლუსკონის სურს, რომ დაიტოვოს წილი და ეს საკითხიც 45-დღიან პერიოდში გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
"ბერლუსკონიმ მითხრა, რომ პოზიცია უნდა შემეცვალა, რაზეც "მილანის" მაშინდელ მწვრთნელს მოვუყევი და მიპასუხა, რომ..."' - პატომ "როსონერის" ყოფილ პრეზიდენტზე ისტორია მოჰყვა
"მადლობა, პრეზიდენტო!" - კალაძე ბერლუსკონის გარდაცვალებას ეხმაურება
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
ბერლუსკონი ფეხბურთელებს მეძავებით სავსე ავტობუსს დაჰპირდა
"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება
"მილანმა" სანტიაგო ხიმენესი "პორტოში" გაუშვა
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
მარიო ბალოტელი იტალიაში ყოფილ გუნდში დაბრუნდება
"მონცას" ფეხბურთელებმა ბერლუსკონის მეძავებით სავსე ავტობუსი მოსთხოვეს
"მონცამ" "იუვეს" ისევ მოუგო - ბერლუსკონიმ ფეხბურთელებს მეძავები უნდა დაახვედროს