ირლანდიის ნაკრები ექვსი ერის გათამაშების მეორე ტურში "ავივა სთედიუმზე" შარშანდელ გამარჯვებულს, საფრანგეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს

ირლანდიის ნაკრები ექვსი ერის გათამაშების მეორე ტურში "ავივა სთედიუმზე" შარშანდელ გამარჯვებულს, საფრანგეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. "სამყურების" შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა, გუნდს დაუბრუნდა დეკემბერში დაშავებული ჯიმი ჰისლიპი. მან იტალიასთან მატჩშიც ვერ ითამაშა.

სათადარიგოთა შორის გადანაცვლა დენის ლამმა. ირლანდიელთა ბანაკში ეს ერთადერთი ცვლილებაა. კვლავ თადარიგში იქნება რონან ოგარა, რომელმაც ირლანდიელებს "სკუადრა აძურასთან" თამაშის დასრულებამდე ორი წუთით ადრე გატანილი არეკნით მოაგებინა. გუნდს ისევ ჯონათან სექსტონი დაგეზავს.

იტალიელებთან შეხვედრისას ცუდად გამოიყურებოდა ცხრა ნომერი ტომას ოლირი, თუმცა ნაკრების თავკაცმა, დეკლან კიდნიმ მას კიდევ ერთი შანსი მისცა. "სამყურები" რომში მარცხს სასწაულებრივად გადაურჩნენ და "ლე ბლესთან", რომელმაც შინ შოტლანდიის ეროვნული გუნდი 34:21 დაამარცხა, ყურადღებითა და მეტი მონდომებით უნდა გაისარჯონ.

ირლანდიის ნაკრები: 15. ლუკ ფიცჯერალდი, 14. ფერგიუს მაკფოდენი, 13. ბრაიან ოდრისკოლი, 12. გორდონ დარსი, 11. კეიტ ირლზი, 10. ჯონათან სექსტონი, 9. ტომას ოლირი. 1. კიან ჰილი, 2. რორი ბესტი, 3. მაიკ როსი, 4. დონჩა ოკალაჰანი, 5. პაულ ოკონელი, 6. შონ ობრაიანი, 7. დევიდ ვოლესი, 8. ჯიმი ჰისლიპი.

16. შონ კრონინი, 17. ტომ კურტი, 18. ლეო კალენი, 19. დენის ლამი, 20. ეოინ რედანი, 21. რონან ოგარა, 22. პედი ვოლესი.

დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა