საქართველოს ეროვნული ნაკრების 27 წლის საყრდენი ნახევარმცველი უკრაინულ გუნდს დატოვებს
საქართველოს ეროვნული ნაკრების 27 წლის საყრდენი ნახევარმცველი მურთაზ (ბუბა) დაუშვილი სულ მალე თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს ლვოვის "კარპატის".

ბოლო წლებში დაუშვილის სახელი სულ ლვოვურ კლუბთან ასოცირდება. უკვე ოთხი წელია, ის დასავლეთუკრაინული კლუბის ღირსებას იცავს და ამ დროის განმავლობაში სულ ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო.

რატომ მიდის დაუშვილი "კარპატიდან"? ამის თაობაზე ცოტა ხნის წინ თავად ფეხბურთელმა მიგვანიშნა. მან "ლელოსთან" ინტერვიუში თქვა - დრო მოვიდა, ისეთ გუნდში ვითამაშო, რომელიც ევროთასებზე მოსახვედრად სტაბილურად იბრძოლებს და ევროთასებზეც ითამაშებსო.

რა თქმა უნდა, ქართველი ნახევარმცველის სურვილი, რომელსაც ეროვნულ გუნდში 28 მატჩი ჩაუტარებია, სავსებით გასაგები და, ამავე დროს, მისასალმებელია. გუნდიდან წასვლის თაობაზე დაუშვილი "კარპატის" ოფიციალურ ვებგვერდს ელაპარაკა. მან იქვე გაიხსენა დონეცკის "შახტართან" შეხვედრა, რომელშიც "კარპატი" 1:2 დამარცხდა.

"სულ მალე თავისუფალი აგენტი გავხდები. რაც შეეხება ჩემს მომავალს, ჯერ ნამდვილად არ გადამიწყვეტია, სად ვითამაშებ. განვიხილავ ყველა არსებულ ვარიანტს და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ.

შევეხები "შახტართან" მატჩსაც. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მოგვეგო, მაგრამ არ გამოვიდა. კარგად დავიწყეთ მატჩი, თუმცა ასევე ვერ დავასრულეთ. ყველაზე მეტად გული იმან დამწყვიტა, რომ გოლი ბოლო წუთებზე გავუშვით და მერე ვეღარ შევძელით თამაშის შემოტრიალება. ყველამ მაქსიმუმი გავიღეთ, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ შედეგი ჩვენთვის მისაღები მაინც არ გამოდგა.

რაც შეეხება ჩვენს კარში დანიშნულ 11-მეტრიანს, იყო თუ არა წესების დარღვევა, ეს კომპეტენტურ ხალხს უნდა ჰკითხოთ. პირადად ჩემს აზრს ვიტყვი - მიმაჩნია, რომ წესების ასეთ დარღვევაზე არ ინიშნება პენალტი...

დონეცკელებს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ. განსაკუთრებით უნდა გამოვარჩიოთ მათი შუახაზი, რომელიც მართლაც ძალიან ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ასეთი გუნდის წინააღმდეგ ბოლომდე ვიბრძოლეთ. ერთადერთი, რამაც გული დაგვწყვიტა, საბოლოო შედეგია. ჩვენ ვერ მოვიპოვეთ ევროპალიგის საგზური და ეს ძალიან ცუდია. დიდი მინუსია ჩვენთვის.

ამის მიუხედავად, მჯერა, "კარპატი" მომავალ სეზონში შეძლებს ამის გაკეთებას. გუნდს აქვს საამისო პოტენციალი", - თქვა დაუშვილმა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი არაერთი წლის განმავლობაში იცავდა "ზესტაფონის" ღირსებას. 2012 წლიდან ის "კარპატის" წევრია. ამ გუნდის შემადგენლობაში დაუშვილმა 83 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ზამთარში მას რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა, მაგრამ მაშინ გუნდის შეცვლა საჭიროდ არ ჩათვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mware
ხო მილანი , ბარსელონა და კიდევ რამდენიმე გრანდი ელოდება მაგ დღეს რომ შენზე ნადირობა დაიწყონ.. წავა ალბატ რუსეთის მეორე დივიზიონში ან ,,ცხინვალში''
bacho
კაი რა დაუშვილი ტო 83 მატჩში 1 გოლი სირცხვილია უბრალოდ როცა კაშიამ მხოლოდს ამ სეზონში ერედივიზიონში თან 5 გოლი და + 4 საგოლე პასი გააკეთა :) დაუშვილს რა უნდა ნაკრებში საერთოდ
gg
ორ კვირიანი შვებულების მერე 8 კილოთი მომატებული დაბრუნდა გუნდში და ასე არაპროფესიონალურად თუ მიუდგა საქმეს კარპატიც სანატრელი გაუხდება...
anti
დიდი ალბათობით დინამოში წავა, რადგან დინამოზე გაჟღერდა რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებსო და ჩემი აზრით კარპატი ბუბას მაქსიმუმი იყო.
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
დავით ხოჭოლავა ინდივიდუალურად ვარჯიშობს
ანდრო გიორგაძე უკრაინაში დაბრუნდა
დვალმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა და გოლი ისევ ორიგინალურად აღნიშნა
"ტორპედო" ნიკა სანდოხაძის "კარპატისთან" 0:3 დამარცხდა
"კარპატი" ნიკა სანდოხაძეს იჯარით ლატვიის "რიგასში" გაუშვებს
ქვილითაიას დუბლის მიუხედავად, "აპოელი" ფრეს დასჯერდა
ნიკა სანდოხაძემ "კარპატი" დატოვა
დვალმა გოლი ქართული ცეკვის ილეთით აღნიშნა - "აპოელი" ვერ გალიდერდა
ნიკა სანდოხაძე "კარპატიში" დაბრუნდა და "სეპტემვრისთან" ითამაშა
ქვილითაიას ორიდან ერთი გოლი ჩაუთვალეს - "აპოელმა" გაიმარჯვა
ქვილითაიას დუბლი, "აპოელის" მარცხი და ვერცხლის მედლები
ქვილითაიამ ისევ გაიტანა, ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს