ინგლისში 1981 წლის 4 მარტს გამართული თასების მფლობელთა თასის მეოთხედფინალი გაიხსენეს, რომელშიც თბილისის "დინამომ" "ვესტ ჰემს" 4:1 მოუგო
როგორც იცით, "ვესტ ჰემის" მშობლიური ასპარეზი "აპტონ პარკი", იგივე "ბოლეინ გრაუნდი", "მანჩესტერ იუნაიტედთან" გუშინწინდელი მოგებული (3:2) მატჩის შემდეგ ისტორიის კუთვნილება გახდა. ლონდონურ კლუბს ამ არენაზე ძალიან ბევრი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაუტარებია. იყო გამარჯვება და მარცხი, სიხარული და იმედგაცრუება... მოკლედ, ჩვეულებრივად, როგორც ყველა კლუბის ისტორიაში...

ჟურნალისტმა მარტინ სამუელმა "აპტონ პარკზე" გამართული დასამახსოვრებელი მატჩები გაიხსენა და მათ შორის, ერთი ისეთი თამაშიც, სამუელისგან განსხვავებით, ქართველები სიამოვნებით რომ ვიხსენებთ ხოლმე - 1981 წლის 4 მარტი, თასების მფლობელთა თასის მეოთხედფინალი, რომელშიც თბილისის "დინამომ" "ვესტ ჰემს" 4:1 მოუგო.

"ინგლისში "დინამოს" უკვე დიდი ავტორიტეტი ჰქონდა მოხვეჭილი. წინა ევროსეზონში ამ გუნდმა ჩემპიონთა თასიდან თვით "ლივერპული" დაითხოვა...

დინამოელებმა ნამდვილი მასტერკლასი ჩაატარეს. საოცრება იყო ალექსანდრე ჩივაძის მიერ "ვესტ ჰემის" კარში გატანილი პირველი გოლი. მან 30 იარდიდან ულამაზესი დარტყმით გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო მსოფლიოს უძვირესი გოლკიპერი ფილ პარკსი...

ის შეხვედრა "დინამომ" 4:1 მოიგო. არადა, შეიძლებოდა, სტუმრებს 24:1 მოეგოთ. "დინამოს" მაშინვე შეეტყო, ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი რომ იყო და თასიც სწორედ მან მოიგო.

"ვესტ ჰემთან" მატჩი იყო ქართველების მიერ შემოთავაზებული ნამდვილი კონცერტი, რომელიც დიდხანს არ დაავიწყდება ფეხბურთის ჭეშმარიტ გულშემატკივარს", - წერს ინგლისელი ჟურნალისტი.

მართლაც ძნელია, აუღელვებლად წაიკითხო ის, რასაც ცნობილი ინგლისელი კალმოსანი წერს, მაგრამ თავს იმით თუ ვინუგეშებთ, რომ ყოველთვის დაღმართში არ ვიქნებით, ერთხელაც აღმართს დავადგებით!..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

hoo
და ეს ხალხი ახლა გაჭირვებაში , კაპიკებზე ცხოვრობს და სამსახურებსი ძებნაში ატარებე ცხოვრებას! ეეეჰ....
abaa
იმდროინდელი დინამო ბარსელონასაც კი 5-0-ს მოუგებდააა
status guo-s
შენ გეტყობა 1979 წლის 3 ოქტომბერს დინამო-ლივერპულის მატჩის დროს სვარკას უყურებდი(თუ იყავი საერთოდ მაშინ ამქვეყანაზე),რა შუაშია პატ ჯენინსი,ის ტოტენჰემის მეკარე იყო და ლივერპულში საერთოდ არ უთამაშია,მაშინ ლივერპულის კარს კლემენსი იცავდა,საოცარი მეკარე იყო,ასე,რომ დიდი მცოდნესავით ნუ მოგაქვს თავი,სინამდვილეში გაგებაში არ ხარ.
futbalist
ვიხუმრეეეე :D:D:D კარგი გუნდიააააა
status quo
მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება 1979 წელს,დინამოზე გაოგნებული და დაჩოქილი პატ ჯენინგსი, ლივერპულის მეკარე.მგონი ტიროდა კიდეც მესამე გოლი რომ გაუტანეს...
ზაზა
ალბათ საუკეთესო მატჩი დინამოს ისტორიაში!როდის დადგება ისევ დღე,როცა ამაყი ვიქნებით ჩვემი გუნდის თამაშით?(((
ქარი
რა ქარის მოტანილი, რის ქარის მოტანილი?! მე რა შუაში ვაარ??? თავი გამანებეთ, მე არაფერი არ მომიტანია, დიდი შრომით ბრძოლით და ახალკაცის გენიით შეიქმნა ”დინამო”!!! გადახედეთ ვაჟკაც წინაპრებს და თუ მართლა შრომა გინდათ ისწავლოთ ტუტუცებო თქვენ, თორე მე თქვენ მძიმე თავებს ვერ მოგიტანთ ბიძია!!! მაგი თვითონ უნდა დაიმძიმოთ. ოღონდ ტვინით, ტვინით ..
ავადმყოფებს
ინგლისელი რომ გეუბნება და აღიარებს რომ ” დინამო” დიდებული გუნდი იყოო და შენ მაინც სხვა რაღაც გელანდება, სასწრაფოდ გინდა შრატი რომ მოწამლული ტვინი გადაგირჩინოს. მთელი მსოფლიო აღიარებდა მაგას, უცხოური პრესა გაგიჟებული იყო, მადრიდში ”ბაიერნი” რომ მოედნიდან დაიფრინეს აი იქ გინდათ დროში მოგზაურობა თქვენ, ერთი წამოაყრანტალოთ ” დინამო არაფერი გუნდი არ იყოო” და ფსიქიატრიულში გაგაქანონ.. ეხლა კი ბოლო ლურსმანი თავში - აგერ სეზარ ლუის მენოტის მოუსმინეთ 1981 ში ( ხოო ეხლაც ცოცხალია, ცინგლიანებო!) : ” ..ფინალს მოიგებს ევროპის უძლიერესი გუნდი თბილისის "დინამო" ” და აღარ გაატ ... კოთ რა...
ezra
დიდებული ფეხბურთელები გვყავდნენ! თბილისის დინამოს თამაშს არ ვაცდენდი. მაღალი ტემპერატურითაც კი წავსულვარ სტადიონზე. იყო ჩავარდნებიც, მაგრამ ეს არ გვინელებდა ფეხბურთის სიყვარულს და ჩვენი ფეხბურთელების მიმართ პატივისცემას.
zaza
ამ ვიდეოს რომ ნახავ და მაინც იმას იტყვი არაფერი გუნდი არ იყო Dინამო ან ინტრიგანი ხარ ან საერთოდ გარტყმაში არ ხარ ფეხბურთის! მაშინ თამაშობდა დინამო იმ ფეხბურთს რომლის თამაშსაც დღეს გრანდები ცდილობენ!თან რა შემსრულებლები ყიფიანი გუცაევი ჩივაძე...?!იმიტომ არის რომ ევროპაში ძველ თაობას ახსოვს დინამო
მურთაზი
ფუტბალისტ შენ არ გინახავს ნამდვილი დინამო,შენ არ იცი როგორ აიღეს კოლუმბის თასი ესპანეთში,როგორ ატირებდენ ინტერის,ლივერპულის,ფეინორდის,ცსკს,სპარტაკის,შახტიორის თუ დინამო კიევის გულშემატკივრებს,შევრცხვით მხოლოდ ტოტეხემთან
ვაიკიკი
დინამო მართლაც საოცარი გუნდი იყო და დღევანდელი გადმოსახედიდან, თურმე როგორ არ ვაფასებდით მაინც ისე, როგორც ეკუთვნოდათ მასში მოთამაშე ლეგენდარულ ფეხბურთელებს! ახლანდელი დონე იმის ბრალით არ არის გამოწვეული, რომ ნიჭიერი მოთამაშეები აღარ გვყავს, არამედ არ გვყავს ნორმალური,პროფესიონალი და საკუთარი პროფესიისადმი შეყვარებული და ფანატიკოსი მწვრთნელი, როგორიც იყო ნოდარ ახალკაცი, რომელიც, ამავე დროს, საუკუთესო ორგანიზატორული ნიჭითაც დაჯილდოებული ადამიანიც აღმოჩნდა. მეორეც, დინამო საკმაოდ მაღალ დონეზე ფინანსირდებოდა და უდიდესი ყურადღება ექცეოდა ფეხბურთელების ყოფასაც და ისინიც დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ საკუთარ პროფესიას; და მესამე: შეიძლება ბევრს გაეცინოს, მაგრამ საკუთარი ღირსებისა და პატრიოტიზმის გრძნობა ზალიან ჰქონდა მაშინ ხალხს განვითარებული, ვიდრე ახლა და ეს ფეხბურთელებსაც ეხებოდა. ყოველი მატჩი ამ ღირსებისა და "ქართველობისათვის" ბრძოლა იყო და არა მოვალეობის მოხდის მიზნით ბურთზე ფეხის წარტყმა!
რეზო
გასაკვირი იცით რა არის? დინამოზე ასეთ რამეებს ვინც ლაპარაკობს ნუთუ ოჯახში,სამეზობლოში ვინმე არ ჰყავს,ან რამე არ წაუკითხავს ქართული ფეხბურთის შესახებ.დინამო ძალიან დიდი გუნდი იყო!
ზიკო
აი როდის ვთამაშობდით ტიკი ტაკას და ბარსელონა თამაშობს ეხლა ამ ფეხბურთს
futbalists
უფრო სწორი იქნება ,,ანტიფუტბალისტს',...
futbalist-s
ჯერ რა ენაზე წერ საკუთარ ნიკს მერე ფეხბურთის საერთოდ გარტყმაში თუ ხარ? ვის რა ეკიდა მაშინ ტოტალიზატორი ესე ვერ მართავდა ფეხბურთს როგორც დღეს. ერთი თამაში კი არა ბევრი ძლიერი გუნდები დაამარცხეს, რაც არ იცი ნუ ჯღაპნი
jaba
ფუტბალისტ,ბურთი საიდან იბერება,თუ იცი მეგობარო?
tngh
მილიონი მადლობა და კომპლიმენტი თბილისის "დინამოს"!!! ხვალ 13 მაისია. ერთიანი საქართველოს ყველაზე დიდი სიხარულის დღე!!! ქართველების, ოსების, აფხაზების... ერთობის სიმბოლო!!! გილოცავთ ყველას!!! მჯერავს, რომ საქართველო ისევ ერთიანი იქნება და ნაკრებიც გაგვახარებს!!!
futbalist
არაფერი გუნდი დინამო არ იყო. ერთი თამაში გაუვარდა და 30 წელია ყვირიხართ. ვესტ ჰემს სანდერლენდიც უგებს. მაგრად ეკიდათ ეგ თასი და მოაგებინეს!!!!!
სიმართლე რომელიც მწარეა
"შეიძლებოდა 24:1 ყოფილიყოო" ..კი შეიძლებოდა რადგან იმ პერიოდში სპორტი იყო ერთადერთი არეალი საბჯოეთის ხალხებს შიგნით შუგლი რომ გაეღვივებიათ.... რაც უფრო ადრე დაივიწყებს საქართველო ფეხბურთი ამ "ქარის მოტანილ" ხანას და იმუშავებს მავავალზე - მით უფრო კარგია.
temo
Nნეტავ იმ გუნდის ნახევარი ძალის იყოს ჩვენი დღევანდელი ნაკრები
gio
ამას რომ ვუყურებ განელებული იმედი გაღვივებას იწყებს, ყველას მინდა ვუთხრა, ვინც ამბობს რომ საქართველოში ფეხბრთს მომავალი არ აქვს. ცდებით, იმიტომ რომ ფეხბურთი ჩვენს სისხლშია, იმ სამარცხვინო წაგებების დროს ჩვენი ფეხბურთელებიხანდახან ისეთ რამეს აკეთებენ აშკარად ეტყობათ მათ რომ სწორი აღზრდა ქონოდათ დიდ ფეხბურთს ითამაშებდნენ. მჯერა მომავლის.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
ჩიჩარიტო ესპანეთში ბრუნდება
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
"ვესტ ჰემმა" რეკორდულ თანხად ფრანგი თავდამსხმელი იყიდა
"ტოტენჰემმა" პირველად გაუშვა გოლი და პირველად დამარცხდა ახალ სტადიონზე [VIDEO]
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"ვესტ ჰემი" ამ ფეხბურთელში 27 მლნ ევროს იხდის
ლონდონის "ვესტ ჰემმა" ესპანეთის ნაკრების წევრი დაიმატა
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ვესტ ჰემთან" დამარცხდა და "ლივერპულს" 10 ქულით ჩამორჩა [VIDEO]
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა