ქართველი ნახევარმცველი ქართულ და ესპანურ ფეხბურთს შორის უზარმაზარ სხვაობას ხედავს
კატალონიურმა El Punt Avui-მ ტარაგონას "ხიმნასტიკის" ქართველ ნახევარმცველ გიორგი აბურჯანიას ინტერვიუ ჩამოართვა.

"გიორგი აბურჯანია ამ წლის "ხიმნასტიკის" სასიამოვნო სიურპრიზია ლიგაში. ის კვიპროსის ჩემპიონატიდან მოვიდა, მაგრამ მაშინვე მოიპოვა შემადგენლობაში ადგილი. იგი ამბიციურია და სჯერა, რომ გუნდს დაწინაურების კარგი შანსი აქვს", - წერს გამოცემა.

- რაც "ხიმნასტიკში" გადმოხვედით, თითქმის ყველა თამაშში მიიღეთ მონაწილეობა. ელოდით ამას?

- დიახ, რადგან ამბიციური ფეხბურთელი ვარ. რა თქმა უნდა, ადაპტაციას დრო სჭირდება, სულ სხვა ქვეყანას და სტილს შეგუება უნდა, მაგრამ საბედნიეროდ, ეს ეტაპი წარმატებით გავიარე და გახარებული ვარ.

- ადაპტაცია იოლად გადასატანია, თუ ისეთ კლუბში მოხვდები, რომელშიც ჯანსაღი სიტუაციაა. მართალია?

- დიახ და ეს ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სანამ ჩამოვიდოდი, უკვე ვიცოდი, რომ კარგი სიტუაცია დამხვდებოდა - ტელეფონით ჩისკო მუნიოსს ვესაუბრე და მან ყველაფერი ამიხსნა. ჩისკოს ადრეც ვიცნობდი.

- გუნდში მართლაც კარგი ფეხბურთელები არიან - ემანა, ტეხერა, ნარანხო...

- ისინი მართლაც დიდებული ფეხბურთელები არიან. როცა ასეთი ფეხბურთელებით ხარ გარშემორტყმული, თამაში უფრო გიიოლდება. ეს ბიჭები იმ დონის არიან, რომ ელიტაში თამაში თავისუფლად შეუძლიათ. ამ ყველაფერმა ჩემს სწრაფ ადაპტაციას ხელი შეუწყო.

- რას ითხოვს ვარჯიშებზე ვისენტე მორენო?

- შრომას, შრომას და შრომას. როგორც ინდივიდუალურს, ისე კოლექტიურს.

- ითხოვს ბევრ მუშაობას, მაგრამ თქვენ ასევე შემოქმედებითი სტილის ფეხბურთელი ხართ...

- კი, მაგრამ ჯერ მზად უნდა იყო საიმისოდ, რომ შენი კრეატიულობით რამე შემატო გუნდს. ჩვენ ვარჯიშებზე ყველანაირ სიტუაციას ვხვეწავთ.

- მართალია, კვიპროსის ჩემპიონატიდან მოდიხართ, მაგრამ თქვენ ქართველი ხართ და ალბათ, დიდ სხვაობას ხედავთ...

- დიახ, ძალიან დიდია სხვაობა. საქართველოში ყველაფერი სამოყვარულო დონეზეა და ბევრი რამ არასწორადაა. აქ კი გაცილებით მეტი პროფესიონალიზმია. აქ თუ რამეს ვერ შეასრულებ, უნდა ახსნა და მეტი იმუშავო.

- ანუ ესპანეთში გაცილებით ნიჭიერი ფეხბურთელები არიან?

- არა, მე რაც გითხარით, საქმისადმი მიდგომას და შრომას შეეხებოდა. ესპანეთში მეტი ანალიზი და პროფესიონალიზმია. საქართველოში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია.

- თქვენს თამაშს თუ აშუქებენ საქართველოში?

- დიახ, დიდ ყურადღებას აქცევენ, ტელევიზიები, გაზეთები, რადიო... ის კი არა, სურდათ "ხიმნასტიკის" თამაშების გადაცემაც, თუმცა რაღაც პრობლემებს წააწყდნენ.

- ანუ "ხიმნასტიკს" საქართველოშიც გაუჩნდნენ გულშემატკივრები?

- დიახ, მგონი იმაზე მეტი, ვიდრე ტარაგონაში (იცინის).

- დავუბრუნდეთ გუნდს, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის...

- ძალიან კარგია, თანაც, ამას თავიდან ბევრი არ ელოდა. როცა მე გადმოვედი, გუნდი უკვე ზედა ნაწილში იყო ცხრილის. ფეხბურთელები უკვე მოტივირებულნი იყვნენ, რომ შესაძლოა, გუნდი ლა ლიგაში დაწინაურდეს. პლეი ოფში ადგილი კი გვაქვს, მაგრამ უნდა ვცადოთ პირდაპირი საგზურის მოპოვება, ჩვენ უშუალო კონკრენტებთან გვიწევს თამაში.

- კალენდარი მძიმეა, თუმცა ეს ერთგვარი შესაძლებლობაცაა?

- დიახ. როცა უშუალო კონკურენტს ხვდები, იქ უკვე 6 ქულის ბედი წყდება. ეს კარგი შესაძლებლობაა და შესაძლოა, გამოვიყენოთ კიდეც.

- არ გამორიცხავთ, რომ "ხიმნასტიკმა" ლა ლიგის პირდაპირი საგზური მოიპოვოს?

- რატომაც არა! მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჯამში 10 გუნდია კონკურენტი, ეს კი ბევრია. ასეთი შანსი ყოველ წელს ვერ გექნება.

- არის სათანადოდ ძლიერი "ხიმნასტიკი" საამისოდ?

- მე მიმაჩნია, რომ "ხიმნასტიკი" სეგუნდა დივიზიონში ყველაზე ძლიერი გუნდია. მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია, საქმით დასამტკიცებელი და ამისთვის ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ წინ.

- რას იტყვით ესპანურ ფეხბურთზე?

- როგორც ლა ლიგა საუკეთესოა ევროპაში, ისე სეგუნდა მეორე დონის ტურნირებში. მეორე ლიგაში უფრო მეტი ბრძოლაა და თქვენ წარმოიდგინეთ, თამაში ლა ლიგაში უფრო იოლია.

- როცა საქართველოში თამაშობდით, რომელ კლუბს გულშემატკივრობდით?

- ბავშვობაში მადრიდის "რეალის" ფანი ვიყავი, მაგრამ ბოლო წლებში "ბარსელონას" თამაშის სტილი მიზიდავს.

- როგორია ყოველდღიური ცხოვრება ტარაგონაში თქვენთვის?

- ჩემი აზრით, ტარაგონა ძალიან კარგი ადგილია საიმისოდ, რომ მხოლოდ ფეხბურთზე იფიქრო. ძალიან მშვიდი ქალაქია, თან ბარსელონასთან ახლოს.

- თქვენ ძალიან შორს ხართ სახლიდან...

- დიახ, რთულია. გენატრება ოჯახის წევრები, მეგობრები, მაგრამ ასეთია ფეხბურთელის ცხოვრება.

- როგორ ითვისებთ ახალ ენას?

- კვირაში ორჯერ ვსწავლობ. საფეხბურთო ტერმინები კარგად ვიცი, ხანდახან მწვრთნელი ნანო რივასი ინგლისურად მელაპარაკება.

- რას ელით უახლოეს ხანებში?

- ორწლინახევრიანი კონტრაქტი მაქვს, სხვა გეგმები არ მაქვს, ძალიან ბედნიერი ვარ აქ, მომატება მსურს და გუნდის დახმარება მიზნის მიღწევაში.

- ალბათ, ლა ლიგაში თამაშზე ფიქრობთ...

- ეს ჩემი ოცნებაა.

ამო
წარმატებები გიორგი. მიხარია, რომ შრომისმოყვარეობით ბაბუას დაემგვანე. უფალი გფარავდეს!
fcb
დილაშიც ბრწყინვალე იყო ეს კაცი წარმატებები აბუ.
gela
ჭარმატებები!ასე გააგრძელე და შემდეგ სეზონში ახალი ვარსკვლავი გამოჩნდება გიორგი აბურჯანია!
kaxa
წარმატებები, გიორგი! აბა შე იცი, ლა ლიგაში უნდა გიხილოთ მომავალ სეზონში და ნაკრებსაც დიდი სამსახური უნდა გაუწიო
Eric cantona
წარმატებები ! ეიმედები საქართველოს და ქართულ ფეხბურთს
gio
კაი ხარ გიო, პროფესიონალიზმი მთავარია. შრომა თუ არ დაგეზარება ყველაფერს მაღწევ.
ტყეშელაანთ გიჟი
კაი კაცი, მასე გააგრძელე..
[VIDEO] ქოჩორაშვილმა ლა ლიგაში პირველად ითამაშა - "სევილია" "ატლეტიკოსთან" დამარცხდა
"უდინეზემ" "მონცას" ქართველების გარეშე სძლია
[VIDEO] კვერნაძის დიდი პროგრესი და პირველი საგოლე მოქმედება სერია A-ში - "ფროზინონემ" "ფიორენტინა" გაანადგურა
"მეცმა" ფრედ ითამაშა, აბუაშვილმა - 59 წუთი
პრემიერ ლიგის სხვა გუნდში - ჯექსონი "ასტონ ვილაში" გადავიდა
ქართველების თანაგუნდელმა სუსომ 32 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გვაუწყა
ალვარესის ახალი ვარიანტი - არგენტინელის დაბრუნება ყოფილ გუნდს სურს
საფრანგეთის ლიგა 1-ის სადისციპლინო კომიტეტმა პსჟ დააჯარიმა
დე ბრუინმა თავისი აზრით, იტალიის ჩემპიონატის პრობლემა დაასახელა
უკან სამშობლოში - ალვარო მორატა ესპანეთში დაბრუნდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
[VIDEO] კვლავ გამარჯვების გარეშე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" დამარცხდა
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ წაგებას სასწაულად გადაურჩა
[VIDEO] ლა ლიგაში გულიაშვილის დებიუტი შედგა - "რასინგმა" "ელჩეს" მოუგო
"ლილთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
არის ოქრო! - ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის გამარჯვებულია
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
"ნაპოლიმ" ნახევარმცველი ისევ იჯარით გაუშვა
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
"ასტონ ვილა" მზადაა აბრაჰამი გაანათხოვროს
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის ფინალში იასპარეზებს
კონფერენს ლიგაზე "იბერიას" მეტოქეები გაირკვა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ხიმნასტიკმა" 2:0 გაიმარჯვა და სეგუნდადივიზიონში დარჩა. ორივე საგოლე გადაცემა კაკაბაძემ გააკეთა [VIDEO]
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
"ხიმნასტიკმა" სტუმრად "ოსასუნა" დაამარცხა, ოთარ კაკაბაძემ საგოლე გადაცემა გააკეთა
შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა
კაკაბაძის საგოლე გადაცემა და "ხიმნასტიკის" გამარჯვება "ვალიადოლიდთან" [VIDEO]
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
აბურჯანია გველესიანის ყოფილ კლუბში? - ქართველს მსურველები არ აკლია
გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა
ოთარ კაკაბაძის დრიბლინგი და საგოლე პასი "ლუგოსთან" მატჩში [VIDEO]
ესპანური პრესა: გიორგი აბურჯანია შესაძლოა ''ხიმნასტიკში'' დაბრუნდეს
ოთარ კაკაბაძე სეგუნდას 33-ე ტურის სიმბოლურში
ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]