შენგელია მოედანზე ვერ გავა, თუმცა ის გუნდთან ერთად ჩავიდა ბერლინში და მონაწილეობას იღებს "ლაბორალკუჩას" საოთხთაფინალო სამზადისში
მანუჩარ მარკოიშვილის, ნიკოლოზ ცქიტიშვილისა და გიორგი შერმადინის შემდეგ თორნიკე შენგელია მეოთხე ქართველია, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირის - ევროლიგის ოთხთა ფინალში. დიდი ალბათობით, შენგელია მოედანზე ვერ გავა, თუმცა ის გუნდთან ერთად ჩავიდა ბერლინში და მონაწილეობას იღებს "ლაბორალკუჩას" საოთხთაფინალო სამზადისში.

შენგელიამ ფეხის ტრავმა მიიღო და 20 თებერვალს მას მენისკის ოპერაცია გაუდაიტანა. მას შემდეგ, ვიტორიული კლუბის ქართველი ფორვარდი რეაბილიტაციას გადის და რამდენიმე დღის წინ სრულფასოვან ვარჯიშსაც შეუდგა, თუმცა დიდი დატვირთვების მისაღებად მზად არ არის. შესაბამისად, მისი ბერლინის "მერსედეს ბენცის" არენის ფიცარნაგზე გასვლა დიდი კითხვის ქვეშ დგას, თუმცა ფაქტი სახეზეა და შენგელია მეოთხე ქართველია, რომელმაც ევროკალათბურთის საუკეთესო ოთხი გუნდის საფინალო დაპირისპირებაში მიიღებს მონაწილეობას.

"ლაბორალკუჩამ" ევროლიგის პირველ ჯგუფურ ეტაპზე 10-დან 6 მატჩი მოიგო და ტოპ-16-ში გავიდა. "სიკვდილის ჯგუფში" მოხვედრილმა ვიტორიელებმა 8 გუნდში მე-2 ადგილი დაიკავეს და პლეი ოფში გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ ჯგუფში ბასკურმა გუნდმა მოსკოვის ცსკა-საც მოუგო, მადრიდის "რეალსაც", "ბარსელონასაც", რაც ვიტორიელთა სეზონის განმავლობაში განცდილ უდიდეს პროგრესზე მეტყველებს. შენგელია "ლაბორალკუჩას" ტრავმის გამო სწორედ ტოპ-16-ის შუაწელში გამოაკლდა, რითაც დიდი გაქანება და დატვირთვა მიიღო იანის ბურუსისმა - ვიტორიელთა ბერძენმა ცენტრმა, რომელიც გუნდის ლიდერია ქულებში, მოხსნებში და მარგი ქმედების ინდექსში (კოეფიციენტში).

"ლაბორალკუჩას" მეტოქე თურქული "ფენერბაჰჩეა" - ევროლიგის ყველაზე მრისხანე იერის მქონე გუნდი, რომელსაც 2 თვის წინ უმთავრესი ლიდერი იანის ვესელი ტრავმის გამო გამოაკლდა. სტამბოლელთა საბედნიეროდ, ვესელი დაბრუნდა და საინფორმაციო საშუალებების ცნობით, დღეს "ლაბორალკუჩას" წინააღმდეგ ითამაშებს.

პირველ ნახევარფინალში ცსლა-მ კრასნოდარის "ლოკომოტივი" 88:81 დაამარცხა. "ლაბორალ კუჩასა" და "ფენერბაჰჩეს" შეხვედრა კი თბილისის დროით 23:00 საათზე, რამდენიმე წუთში დაიწყება.

gbf.ge

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
თორნიკე შენგელიას პირადი რეკორდი და "დუბაის" მორიგი გამარჯვება ადრიატიკის ლიგაში
[VIDEO] შენგელია ვირტუსის დიდების დარბაზში შეიყვანეს | თოკომ ვირტუსს 14 ქულა ჩაუგდო და გაიმარჯვა
[VIDEO] "ბარსელონა" დამარცხებულია — შენგელიას "დუბაი" ევროლიგის სათავეშია
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება