<p>ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში გიორგი ადამიას "ყარაბახმა" ჩრდილოირლანდიური "პორტდაუნი" სტუმრად 2:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გასვლა ფაქტობრივად გაინაღდა...</p><p><br> ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში გიორგი ადამიას "ყარაბახმა" ჩრდილოირლანდიური "პორტდაუნი" სტუმრად 2:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გასვლა ფაქტობრივად გაინაღდა. წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე, ადამიას გუნდს, ლიტვურ "შაულიაუსა" და პოლონურ "ვისლას" შორის გამარჯვებული ერგება მეტოქედ. პოლონელებმა ლიტვაში 2:0 მოიგეს და ამ წყვილიდან "ვისლას" გასვლა თითქმის გადაწყვეტილია. აზერბაიჯანული პრესა წილისყრის შედეგებსა და პოტენციურ მეტოქეზე ქართველი ფორვარდის აზრით დაინტერესდა.</p><p>"რამდენადაც ვიცი, იყო შანსი ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქული "ბეშიქთაში" ან ბერძნული "ოლიმპიაკოსი" ყოფილიყო ჩვენი მეტოქე. ამის გათვალისწინებით, "შაულიაუსა" და "ვისლას" შორის გამარჯვებულთან მეტოქეობა, ჩინებული ვარიანტია. ასე რომ, წილისყრის შედეგით უკმაყოფილო არ უნდა ვიყო. თუმცა ისიც ცხადია, რომ "ვისლასთან" ორი რთული მატჩი გველის. პოლონელებმა ლიტვაში ორივე გოლი მატჩის ბოლო წუთებზე გაიტანეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "ვისლას" ფეხბურთელები ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულნი და სასურველი შედეგისთვის ბოლომდე იბრძვიან. "ვისლასთან" წარმატებით თამაში შეგვიძლია და ურიგო შანსიც არ უნდა გვქონდეს. ჩემი აზრით, მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვითამაშოთ, ჩვენი კარის უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ და ყველანაირად შევეცადოთ, რომ სწრაფი გოლით დავწინაურდეთ. თუმცა "ვისლამდე" "პორტდაუნთან" საპასუხო მატჩი გველის და ჯერ ამ თამაშზე უნდა ვიფიქროთ", - აღნიშნა "ყარაბახის" თავდამსხმელმა გიორგი ადამიამ.</p>
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"