"კლივლენდის" მეტოქე ჯერაც უცნობია
"კლივლენდს" თუ არ ჩავთვლით, აღმოსავლეთი კონფერენციის პლეი ოფში გასული გუნდები დონე თითქმის თანაბარია. იმ სერიებში, რომლებშიც "კავალიერზი" არ იღებდა მონაწილეობას, ყველგან დაძაბული ბრძოლა იყო და გამონაკლისი არც "ტორონტოსა" და "მაიამის" დაპირისპირება აღმოჩნდა.

ფლორიდელებმა შეძლეს მეექვსე მატჩის მოგება და ანგარიშის გათანაბრება, არადა, "მაიამის" მთავარი მწვრთნელი ერიკ სპოელსტრა აშკარად რისკზე წავიდა, როცა უარი თქვა ამარე სტაუდმაიერისა და უდონის ჰასლემის გამოყენებაზე და ცენტრად დააყენა ნომინალური მსუბუქი ფორვარდი ჯასტის უინსლოუ. ამ სვლამ გაამართლა - "ტორონტოს" მხოლოდ ორით მეტი მოხსნა ჰქონდა, ხოლო დაფარებები იმაზე ნაკლები, ვიდრე დუეინ უეიდსა და ჯოშ რიჩარდსონს ერთად აღებული.

კანადელთა რიგებში მხოლოდ ორი კალათბურთელი თამაშობდა - დემარ დეროზანმა და კაილ ლოურიმ 59 ქულა დააგროვეს, რაც საერთო გუნდური მონაგარის 65 პროცენტი იყო. რაც მთავარია, "რეპტორზის" დანარჩენმა ცხრა შემსრულებელმა მხოლოდ ერთი სამქულიანი მოათავსა კალათში.

მატჩის გმირი კი გორან დრაგიჩი გახდა, რომელმაც 30 ქულით პლეი ოფში შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა. აქედან 14 ქულა მან მეორე მეოთხედში ჩააგდო, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა მატჩში. უეიდის ანგარიშზე 22 ქულა მოდის, რითაც ვეტერანმა მცველმა ჰაკიმ ოლაჟუონს გაუსწრო და პლეი ოფის ყველა დროის ბომბარიდრთა სიაში მე-12 ადგილზე გადავიდა.

მაიამი-ტორონტო 103:91

21:20, 32:24, 29:28, 21:19

მ: დრაგიჩი (30+7 მოხსნა+4 პასი), უეიდი (22+6 მოხსნა+5 პასი+3 დაფარება), ჯონსონი (13), უინსლოუ (12), მაკრობერტსი (10+5 მოხსნა), რიჩარდსონი (9+5 მოხსნა+2 დაფარება), ჯონსონი (5), დენგი (2+8 მოხსნა).

ტ: ლოური (36+3 პასი), დეროზანი (23), პატერსონი (8+8 მოხსნა), ჯოზეფი (7), როსი (6), კეროლი (5+6 მოხსნა), ბიიომბო (4+13 მოხსნა+2 დაფარება), ნოგეირა (2).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (47.6/41.5), სამქულიანები (35/25), საჯარიმოები (80/76).

სერია: 3-3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
3 ვარსკვლავის მეგა-შეხვედრები მეოთხე სათამაშო დღეს [VIDEO]
გორან დრაგიჩი ნაკრებს გამოეთხოვა
იგორ კოკოშკოვმა სლოვენიას ევრობასკეტი 2017 მოაგებინა [VIDEO]
ევრობასკეტი 2017: გაიმარჯვა სლოვენიამ, გაუმარჯოს სლოვენიას! [VIDEO]
იანისი ისე გაერთო, თავი ფეხბურთელი ეგონა და ბურთის კენწვლა დაიწყო; "პორტლენდს" იოკიჩის გაბრაზება ძვირი დაუჯდა [VIDEO]
Eurobasket.com-მა თორნიკე შენგელია 2017 წლის საუკეთესოებში შეიყვანა