დიდი 10. დიდი ფინალი
საქართველოს ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ თბილისის "ლელო" გახდა. ვაკის სტადიონზე გამართულ დრამატულ ფინალში ლელოელებმა ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი თბილისის "ლოკომოტივი" 17:15 დაამარცხეს და კიდევ ერთხელ აღმართეს ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი.

"ლელოსა" და "ლოკომოტივის" დაპირისპირება, განსაკუთრებით კი, ჩემპიონატის ფინალში ერთგვარ დერბიდ იქცა. რკინიგზელები არცთუ დიდი ხნის წინათ ჰეგემონიას ფლობდნენ. "ლელო" მისთვის სერიოზული კონკურენტი აღმოჩნდა, რომელმაც "ლოკომოტივს" პოზიციები დაათმობინა.

"ლელო" რეკორდსმენია. აქამდე ზედიზედ ოთხჯერ ჩემპიონობა არავის უზეიმია. არადა, თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე, რკინიგზელებიც ახლოს იყვნენ წარმატებასთან.

შეგახსენებთ, რომ "ლელომ" რეგულარული გათამაშება დამაჯერებლად მოიგო. მან მეორეადგილოსან "ლოკომოტივს" ცხრა ქულით გაუსწრო. მერე რკინიგზელებს შესარჩევ ფინალშიც სძლია და ახლა დიდ ფინალში გამარჯვებით, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საუკეთესო კლუბია საქართველოში.

თამაში "ლელომ" აქტიურად დაიწყო და უკვე მე-4 წუთზე ანგარიში გახსნა. რკინიგზელთა 22-მეტრიან ზონასთან ფულბეკი ბექა წიკლაური ბურთის ფეხით გამოტანას შეეცადა. მას "ლელოს" მესამეხაზელმა თორნიკე ბუბუტეიშვილმა დაუფარა. ბურთს დაეუფლა, მიჰყვა და ზედ ლელოს ხაზთან შეაჩერეს.

წარმოქმნილი რაკიდან ბურთი ფლანკერმა ელგუჯა სურგულაძემ აიტაცა და ჩათვლის მოედანში შეაღწია. ირაკლი ყიასაშვილმა ვერ გარდასახა - 5:0.

ამის მერე, მთელი 20 წუთის განმავლობაში, უპირატესობას "ლოკომოტივი" დაეუფლა. რკინიგზელთა შერკინება უფრო სწრაფად და სახიფათოდ ირჯებოდა. მათმა ძალისხმევამ ნაყოფი მე-20 წუთზე გამოიღო. მრავალფაზიანი შეტევის შედეგად "ლელოს" დაცვაში რამდენიმე დაუცველი სივრცე დარჩა, რაც შეტევის მარცხენა ფრთაზე კარგად გამოიყენა გარემარბმა დიტო კალანდაძემ. ის ოსტატურად დაუსხლტა ხელიდან მეტოქის მცველებს და ლელო გაიტანა. წიკლაურმა ზუსტად გარდასახა - 7:5.

ტაიმის მიწურულამდე ორივე გუნდის მცდელობას, ანგარიში შეეცვალათ, შედეგი არ მოჰყოლია. ორქულიანი უპირატესობით პირველი ნახევარი ლოკომოტივმა მოიგო.

შესვენების შემდეგ ისევ "ლელო" გააქტიურდა და 49-ე წუთზე ანგარიშში დაწინაურდა. მარცხენა ფრთაზე ლელოელები მეტოქეს მოლით მიეძალნენ. უკან გვარიანად დაახევინეს, მაგრამ თამაში რაკში გადავიდა. მერე ბურთი ხაზზე მარჯვენა ფრთაზე გადაიტანეს, სადაც ყიასაშვილი შესანიშნავად გაისარჯა და ლელო მიითვალა. გარდასახვა თვითონვე დაარტყა, მაგრამ არაზუსტად - 10:7.

ორი წუთიც არ იყო გასული, "ლოკომოტივმა" საჯარიმოს დარტყმის უფლება რომ მოიპოვა და წიკლაურმა საჯარიმოთი ანგარიში გაათანაბრა - 10:10.

თამაში გუნდების ცვალებადი უპირატესობით გაგრძელდა. 68-ე წუთზე "ლოკომოტივმა" მორიგი ხანგრძლივი იერიში მოაწყო. შეტევის მიმართულება რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლოს მარცხენა ფრთაზე ბურთი გარემარბის პოზიციაზე მყოფ შერკინების პირველხაზელს, ხვთისო ელოშვილს გაუტანეს, რომლის შეჩერებაც ლელოელებმა ვეღარ შეძლეს. წიკლაურმა გარდასახვა რთული პოზიციიდან ვერ გაიტანა - 15:10.

თამაშის დასრულებამდე 12 წუთი იყო დარჩენილი, რაც საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ "ლელოს" საპასუხო ლელო გაეტანა და მატჩის ბედი სათავისოდ გადაეწყვიტა.

შეტევა ქვეყნის ჩემპიონებმა მოედნის საკუთარი ნახევრიდან დაიწყეს, ფაზები აკინძეს, მერე, 74-ე წუთზე, ბურთი მარცხნივ, გრძელ ფრთაზე გაათამაშეს. იქ რკინიგზელებმა ალექსანდრე თოდუა მალევე შებოჭეს. წარმოქმნილი რაკიდან ბურთი ცხრა ნომერმა სანდრო მინდიაშვილმა აიტაცა, მოძრაობით აჩვენა, რომ მარცხნივ აპირებდა გადაცემის გაკეთებას, თვითონ კი დაუცველ სივრცეში შეიჭრა და გამარჯვების მომტანი ლელო გაიტანა, რომელიც ყიასაშვილმა ზუსტად გარდასახა - 17:15.

დიდი 10. დიდი ფინალი

ლელო-ლოკომოტივი 17:15

ლელო (15-9) ყიასაშვილი, ჩიტიძე, თოდუა, ტალახაძე, ხეცოიძე, ხმალაძე, მინდიაშვილი. (1-8) მაჭარაშვილი (მარგალიტაძე 67), ჭყოიძე, პატარაია (მჭედლიძე 78), ჭეიშვილი (მაისურაძე 58), ქოიავა, კოპაძე (ხორბალაძე 59), სურგულაძე, ბუბუტეიშვილი (კვაჭაძე 60).

3ლ: სურგულაძე, ყიასაშვილი, მინდიაშვილი. გ: ყიასაშვილი

სინბინი: ჩიტიძე

ლოკომოტივი (15-9) ნიკოლავა, კალანდაძე, ძნელაძე, კავთიძე, შკინინი, წიკლაური, ხუციშვილი. (1-8) ქვათაძე, გენებაშვილი (ელოშვილი 48), ბურდული, გეგია, მახარაძე (მიქაძე 64), ფოფხაძე (ტურაშვილი 65), ბერიშვილი, გასვიანი.

2ლ: კალანდაძე, ელოშვილი. ს,გ: წიკლაური

სინბინი: ბერიშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Irakli apkhaidze
ფრაგმენტებიდან გამომდინარე კაი ტემპი ყოფილა. ზოგადად რაგბის მენეჯმენტი ყველგან მოიკოჭლებს მასობრიობის თვალსაზრისით, სადაც ევროპის ჩემპიონატი ვერ ჩაუტარებიათ და წლებია ლაყბობენ 6 ერი უნდა გაფართოვდეს თუ არა...
anti
ჯორდანო უბრუნებელი მე ვფიქრობ რომ თბილისშია პრობლემა, რადგან მარტო რაგბზე არ არის პრობლემა, საერთოდ ზოგადად არცერთი სპორტი არ აინტერესებთ თბილისში მგონი. რეგიონებში უფრო დადის ხალხი ვიდრე თბილისში. მაგალითად გეტყვი, ქუთაისში ფეხბურთზე დადიან, ამ ბოლო დროს ვერ დავიკვეხნით, მაგრამ ეს გუნდის შედეგებიდან გამომდინარეა ალბათ, რადგან ბოლო წლებია ცუდი დროება აქვს ტორპედოს. კალათბურთზე სპორტის სასახლე ყოველთვის ივსება ქუთაისში და მაყურებელი დარბაზს გარეთ რჩება, რაგბზეც დადის გულშემატკივარი. სხვა რეგიონებშიც დადიან ფეხბურთზე, სხვა სპორტის სახეობებში რა ხდება ვერ გეტყვით, მაგრამ თბილისში რომ სერიოზული პრობლემაა ამ კუთხით ფაქტია.
ჯორდანო უბრუნებელი
რაგბი ქართველებს მეტწილად საერთაშორისო მატჩების გამო აინტერესებთ და იმიტომ დადიან სტადიონზე მეტ-ნაკლებად,აი შიდა ჩემპიონატზე კი ამას ვერანაირად ვერ ვიტყვით, იქაც მაყურებელთა საკმაო სიმწირეა, რაც ამ ბოლო მატჩის კადრებზეც სჩანს. სამწუხაროა ეს ყველაფერი. ისეთი დიდი ქალაქები, როგორიცაა გორი,ხაშური, სამტრდია, ზუგდიდი, სენაკი,ფოთი,ახალციხე,ოზურგეთი,თელავი,ზესტაფონი არ არიან წარმოდგენილი მთავარ ლიგაში, ამ ქალაქებში გარდა ფოთისა არ არის არაფერი რაგბისათვის რომ ხალხი ცხოვლად დაინტერესდეს. 6 კლუბი მხოლოდ თბილისიდან, ეს რა, თბილისის ჩემპიონატია? :(
crocobet დიდი 10 | ყაზბეგი 17:36 ბათუმი
დიდი 10 | ბათუმი 32:20 გორი
Crocobet დიდი 10-ის ახალი სეზონის დაწყებამდე დარჩა 4 დღე!
ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?
ფიბა-მ ქართველი მსაჯები და კომისარი მატჩებით დატვირთა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდი ჩაიბაროს
ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს
ენდრიკს ალონსო არ ათამაშებს და ბრაზილიელს პრემიერ ლიგის ვარიანტი გამოუჩნდა
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას გეგმავს
"აინტრახტი" მორიგ დიდ შემოსავალს ელის - კლუბი უზუნს 80 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს
გამოტოვებს თუ არა იამალი "ელ კლასიკოს" - "ბარსელონას" ვარსკვლავის დაბრუნების თარიღი ცნობილია
კიტეიშვილმა ავსტრია დაიპყრო - ქართველი ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დაასახელეს!
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი დებიუტი ახალ გუნდში - "ტორონტო" დენვერთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
U21 | პირველი ვარჯიში რიგაში და იძულებითი ცვლილება შემადგენლობაში
ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო | ნაკრები ალიკანტეში შეიკრიბა
"სწორედ ეს მჭირდებოდა, ნეაპოლი საცხოვრებლად შესანიშნავი ადგილია" - ჰოილუნდი "პარტენოპეიში" ბედნიერია
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
"გოჩოლეიშვილის პროგრესი აშკარაა" - რას წერს გერმანული გამოცემა ქართველ მცველზე?
პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევის შეძენას ცდილობს
"კაირატის" გულშემატკივარმა "რეალთან" მატჩის ბილეთში BMW გაცვალა
ვიერიმ "სან სიროს" დანგრევასა და მის ადგილას ახალი სტადიონის აშენებაზე ისაუბრა
"ყველა მწვრთნელს ვახშამზე დავპატიჟებ" - გვარდიოლას პრემიერ ლიგაში 250 გამარჯვება დაუგროვდა
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის II ტური: საუკეთესო შვიდეული
დიდი 10. III ტურის წინ: ვინ დარჩება დაუმარცხებელი?
თბილისის "აკადემია": ნუ წაგვართმევთ მორაგბეებს
ლელო-ლოკომოტივი 30:21 - ლელო 2013, 2014, 2015 [VIDEO]
დიდი 10: ჩემპიონი ფარ-ხმალს არ ყრის
რაგბი. საქართველოს ჩემპიონატი: "ლელო" თავიდან შენდება
დიდი 10. X ტური: სამხელისუფლებიანობა ნამეტანია
ბათუმი-ლელო 11:9 - ახალი ჩემპიონის მოლოდინში
არმია-ლელო 13:15 - დებიუტანტმა მოაგებინა
დიდი 10. პლეი ოფი: ბრძოლები გორსა და რუსთავში
არმია-ლოკომოტივი 16:21 - საოცარი, თუმცა დამსახურებული გამარჯვება
დიდი 10. IV ტური: პირველად სამი წლის შემდეგ
აკადემია-ლელო 26:31 - დიდი ფინალის დარი რაგბობა
ლოკომოტივი-ლელო 17:18 - ორი ლელო ეყო
დიდი 10. XII ტური: "ლელო"-ურჯუკაშვილი 27:26