კაპელოს და მის თანაშემწეებს ფეხბურთელების პატრიოტიზმზე აქვთ საზრუნავი

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ გადაწყვიტა, კლუბები დასაჯოს. მიზეზი: იმ მოთამაშეთა რაოდენობამ, რომლებიც ამ კვირაში გამართულ სანაკრებო შეხვედრებში მონაწილეობისთვის გამოიძახეს, მაგრამ არ გამოცხადდნენ, შემაშფოთებელ ზღვარს მიაღწია - სამშაბათსა და ოთხშაბათს ინგლისელთა დიდი და ორი ასაკობრივი ნაკრების შეხვედრებს სხვადასხვა მიზეზით 24 ფეხბურთელი დააკლდა. ამათგან 11 კაცი სტიუარტ პირსის ახალგაზრდულ ნაკრებში არ გამოცხადდა.

ასეთმა სტატისტიკამ ფეხბურთის ასოციაციის შეფებს განგაშის ზარი შემოაკვრევინა და სასჯელების შემოღება აფიქრებინა. „განტევების ვაციც“ კი შეარჩიეს: 20 წლამდელთა ნაკრებში არგამოცხადების გამო შემოწმებასა და დასჯას „ნიუკასლის“ თადამსხმელ ნაილ რეინჯერს უპირებენ. დასჯის ფორმაც მოფიქრებული ჰქონდათ, ფეხბურთელს დღეს „ბლექბერნის“ წინააღმდეგ თამაშს აუკრძალავდნენ, მაგრამ, შემდეგ შეიტყვეს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველ კრის სმოლინგის პირსმა ავადმყოფობის ცნობის გარეშე მისცა შეკრებისა და თამაშის გაცდენის ნება, სხვადასხვა გუნდის ფეხბურთელებს კი სხვადასხვანაირად ვერ მიუდგებოდნენ.

მაგრამ მარტში ასოციაცია გამკაცრდება და შეკრებიდან ისე არავის გაათავისუფლებს, სამედიცინო შემოწმება თუ არ ჩაუტარა. ყველა, ვინც ამ წესს არ დაემორჩილება, დისკვალიფიკაციით დაისჯება. ამის საშუალებას ფეხბურთის ასოციაციას თვით ფიფა აძლევს, რომლის ერთ-ერთ წესში მკაფიოდ წერია, რომ თუ მოთამაშე სანაკრებო შეხვედრას ისე გააცდენს, რომ შეკრებაზე საერთოდ არ გამოცხადდება, ადგილობრივ ფედერაციას უფლება აქვს თავისი მატჩის შემდეგ ხუთი დღის განმავლობაში მას კლუბში თამაში აუკრძალოს. როგორც ირკვევა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ამ წესის შესახებ დიდი ხანია იცოდა, მაგრამ მის გამოყენებას თავს არიდებდა, რადგან კლუბებთან ურთიერთობის გაფუჭება არ უნდოდა. ახლა, მოთმინების ფიალა აივსო.

ინგლისელთა მთავარი ნაკრების თავკაცმა, ფაბიო კაპელომ, დანიელებთან შეხვედრის წინ კაპიტანი, სტივენ ჯერარდი დაკარგა, მაგრამ ჯერარდმა დღეს „ლივერპულისა“ და „უიგანის“ შეხვედრაში რომც ითამაშოს, მას ასოციაცია საყვედურს ვერ ეტყვის, რადგან ის ეროვნული გუნდის ბაზაზე მივიდა, თავი ასოციაციის ექიმებს გაასინჯინა და მხოლოდ მათი ნებართვით გააცდინა თამაში. „ლივერპულის“ კაპიტანს საზარდული აწუხებდა, რაც ნაკრების სამედიცინო პერსონალმა დაადასტურა.

ერთი სიტყვით, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას, ამ ეტაპზე, მიზნად დასახული აქვს ფეხბურთელებს შეკრებაზე მისვლა და იქიდან დათხოვნა აიძულოს. ბანაკში გამოცხადება ყველასთვის სავალდებულო გახდება, რაც სად-სად და ამ ქვეყანაში ძნელი არ უნდა იყოს: ინგლისის ნაკრების ყველა ფეხბურთელი ხომ ინგლისში თამაშობს. უცხოეთიდან არავის მოუწევს ჩასვლა.

ზემოთ „ნიუკასლის“ ფეხბურთელის დასჯის სურვილი ვახსენეთ. „კაჭკაჭები“ ასოციაციას იმიტომ ჰყავს ამოჩემებული, რომ შარშან, საფრანგეთთან შეხვედრის წინ ენდი ქეროლთან დაკავშირებით დაიძაბა ურთიერთობა: ასოციაცია ამტკიცებდა, რომ ქეროლი ჯანმრთელად არის, „ნუკასლს“ კი დაჩემებული ჰქონდა, რომ ის დაშავებულია. ქეროლის გამო ნიუკასლელებსა და ასოციაციას შორის დავა ადრეც ყოფილა, კლუბი თავდამსხმელს 21 წლამდელთა გუნდში არ უშვებდა. მოკლედ, „კაჭკაჭებს“ სახელი აქვთ გატეხილი.

ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა იმიტომაც იყო შემაშფოთებელი, რომ იმ მოთამაშეთა შორის, რომლებმაც ნაკრეში თამაშს თავი აარიდეს, უმეტესობა ახალგაზრდა იყო. ეს ის თაობაა, რომლიც ჩემპიონთა ლიგის ზეობაში გაიზარდა და სანაკრებო ფეხბურთი მეორეხარისხოვან საქმედ მიაჩნია. ამ ახალგაზრდებთან პატრიოტული მუშაობა კაპელოს ერთ-ერთ ასისტენტს, „ლივერპულის“ ლეგენდარულ მეკარე რეი კლემენსს დაევალა. მან უნდა აუხსნას თანამედროვე ეპოქის შვილებს, რომ ნაკრებში თამაში მეორეხარისხოვან შეჯიბრებაში მონაწილეობას კი არა, საკუთარი სამშობლოს წარმოჩენასა და მისი ღირსების დაცვას ნიშნავს.

და თუ ეს შეღავათია, ინგლისელები თავს იმით იმშვიდებენ, რომ ნაკრების მიმართ ასეთი დამოკიდებულება სხვა ქვეყნევბშიც შეინიშნება. მაგალითად, კარლოს ტევესი არგენტინელებმა დასაჯეს და პორტუგალიასთან შეხვედრაში არ ათამაშეს. მიზეზი: ერთი ხნის წინ, მან ბრაზილიასთან თამაში გააცდინა, რამდენიმე დღის მერე კი „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში მოედანზე დაქროდა.

ჩეხებს კი საერთოდ კომიკური რამ შეემთხვათ: პრეღის „სპარტამ“ თავისი სამი ფეხბურთელი ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებთან სათამაშოდ არ გაუშვა, სანკტ პეტერბურგის „ზენიტთან“ ამხანაგურ შეხვედრაში კი ათამაშა, ოღონდ... ზურგზე სხვა გვარები დააწერა. ეგონა, ვერავინ იცნობდა.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"