„ჩელსის“ მეპატრონე რომან აბრამოვიჩს ზაფხულზე კაკას ყიდვა განუზრახავს.

„ჩელსის“ მეპატრონე რომან აბრამოვიჩს ზაფხულზე კაკას ყიდვა განუზრახავს. 28 წლის ბრაზილიელის დიდი თაყვანისმცემელია ინგლისის ჩემპიონთა მწვრთნელი კარლო ანჩელოტიც. ის კაკას ძალიან კარგად იცნობს - „მილანში“ მთელი 6 წლის განმავლობაში მისი ხელმძღვანელი იყო.

ზოგადი ჩანაფიქრი კი ასეთია: აბრამოვიჩსა და ანჩელოტის გუნდის გადახალისება სურთ, რისთვისაც სულ ახლახან „ლივერპულისგან“ ფერნანდო ტორესი იყიდეს, ახლა კი უნდათ მას კაკა შეუწყვილონ. თან, დასავლეთლონდონელებს კაკა შესაძლოა შედარებით იაფად ჩაუვარდეთ ხელში. საქმე ის არის, რომ ბოლო პერიოდში მას მუხლის ტრავმა აწუხებს და ამის გამო ჟოზე მოურინიოს „რეალში“ ხშირად ვერ თამაშობს. ეს აბრამოვიჩს იმედს აძლევს, რომ მისი ფასი, შეიძლება 25 მილიონ ფუნტამდე ანუ 29,5 მილიონ ევრომდე დაეცეს. შეგახსენებთ, რომ 2006 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი 2009 წელს „რეალში“ „მილანიდან“ 56 მილიონ ფუნტად (დღევანდელი კურსით 66 მილიონი ევრო) გადავიდა, „მანჩესტერ სიტი“ კი მასში 100 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებდა.

გადავა კაკა „რეალიდან“ „ჩელსიში“ თუ ვერა, ერთი ფაქტია, რომ აბრამოვიჩმა კვლავ აღადგინა ძვირადღირებული ფეხბურთელების ყიდვის ტრადიცია. ამის დასტურია ტორესისა და დავიდ ლუიზის სანაცვლოდ 75 მილიონის გაღება და ამ კვირაში „ბაიერნისთვის“ მარიო გომესში 35,7 მილიონი ფუნტის შეთავაზება.

მცველმა ბრანისლავ ივანოვიჩმა კი 2016 წლამდე გაახანგრძლივა „ლურჯებთან“ კონტრაქტი.

ჰოჯსონი გადაუწყვეტიათ

გაზეთი „სანი“ გვარწმუნებს, რომ „ვესტ ბრომვიჩის“ მწვრთნელად მომავალ კვირაში როი ჰოჯსონს დაასახელებენ. „ლივერპულიდან“ გაგდებული ჰოჯსონი „შაშვების“ რწმენით სწორედ ის კაცია, ვისაც მათი პრემიერლიგაში დატოვება შეუძლია. ბოლო დროს აქტიურად ლაპარაკობდნენ, რომ „ვესტ ბრომვიჩის“ თავკაცის ადგილს „ნიუკასლიდან“ გაგდებულ კრის ჰიუტონს ჩააბარებდნენ, მაგრამ კლუბის მეპატრონემ ჯერემი პისმა ჰოჯსონი ამჯობინა. მიზეზი: შარშან, ჰოჯსონმა „ფულჰემი“ ევროლიგის ფინალში ათამაშა.

შეგახსენებთ, რომ „ვესტ ბრომვიჩის“ მწვრთნელი, აქამდე, მთელი ორი წლის განმავლობაში, წარმოშობით შვეიცარიელი იტალიელი რობერტო დი მატეო გახლდათ. ის იყო მეცხე სპეციალისტი, რომელიც პრემიერლიგის კლუბებმა ამ სეზონში დაითხოვეს.

63 წლის ჰოჯსონისთვის „ლივერპულიდან“ გაგდების შემდეგ ფეხბურთში ასე მალე დაბრუნება ბედის წყალობაა. შეგახსენებთ, რომ მისი ხელმძღვანელობით მერსისაიდელები ძალიან ცუდად გამოდიოდნენ და ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ მეოთხე ადგილს სულ მეტად და მეტად შორდებოდნენ.

ტავოე!

რა არის ასეთი ეს ტაიე ტაივო, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ლივერპული“ მისი გულისტვის ერთმანეთის დაჭმას რომ აპირებენ? ეს 25 წლის ნიგერიელი „მარსელში“ თამაშით გახლავთ ცნობილი და ზაფხულზე მას ფრანგულ კლუბთან კონტაქტი უმთავრდება.

„იუნაიტედის“ მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა მარცხენა მცველი იანვარში, „მონაკოს“ წინააღმდეგ შეხვედრაში ნახა და ძალიან მოეწონა. აღსანიშნავია, რომ ჭორების თანახმად ტაივოთი „მანჩესტერ სიტი“, „ტოტენჰემი“, „იუვანტუსი“ და „რეალიც“ ყოფილან დაინტერესებული. ყოველ შემთხვევაში, ამ კლუბების სკაუტები „მარსელის“ თამაშებზე შენიშნეს და ამბობენ, ისინიც ნიგერიელს აკვირდებოდნენო.

პრესაში იწერება, რომ ტაივო დაინტერესებულია გადავიდეს ისეთ კლუბში, რომელიც ხუთწლიან კონტრაქტს გაუფორმებს და ხელფასად წელიწადში 4,1 მილიონ ევროს დაუნიშნავს. ეს ხელფასი „ინგლისურად რომ გადავთარგმნოთ“, დაახლოებით კვირაში 73 ათასი ფუნტი გამოდის.

ერიკსენიც მოსწონებიათ

დანიისა და ინგლისის ნაკრებების შეხვედრაში ყველაზე მეტად 18 წლის დანიელმა ნახევარმცველმა კრისტიან ერიკსენმა გაიბრწყინა. ამ ფეხბურთელის შესახებ, პრემიერლიგის კლუბების ხელმძღვანელებს ინფორმაცია, რასაკვირველია, ამ თამაშამდეც ჰქონდათ, მაგრამ ოთხშაბათს ყმაწვილკაცი ფართო მასებისთვისაც გახდა ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ამჯერად, დაკვირვებისთვის კოპენჰაგენში „ლივერპულს“ ჰყავდა მივლინებული მწვრთნელის ასისტენტი სემი ლი.

ერიკსენს ამსტერდამის გუნდთან 2014 წლამდე აქვს კონტრაქტი, მაგრამ ამთავითვე კარგად იცის, რომ პრემიერლიგის რამდენიმე გუნდი მზადაა თავისთან მიიპატიჟოს. ფეხბურთელმა თქვა:

„ყოველთვის, როდესაც „აიაქსის“ შემადგენლობაში მოედანზე გავდივარ, ტრიბუნაზე ზის ამა თუ იმ კლუბის წარმომადგენელი და მაკვირდება. ამას დავეჩვიე კიდეც. ისიც ვიცი, რომ„ლივერპულს“ ჩემი შეძენა სურს, მაგრამ ახლა ჩემთვის ოცნებაში წასვლა ყველაზე დამღუპველი იქნება“.

ძირს ფეისბუქი და ტვიტერი

„მანჩესტერ სიტი“ გახდა პრემიერლიგის პირველი გუნდი, რომელმაც თავის ფეხბურთელებს „ფეისბუქსა“ და „ტვიტერში“ კომენტარების წერა აუკრძალა. მოგეხსენებათ, დღეს ბევრ ფეხბურთელს მატჩის შემდეგ ხალხისთვის ემოციის გაზიარების საშუალება სოციალური ქსელის დახმარებით ეძლევა, მაგრამ ისტლენდელთა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ თავის ბიჭებს ყოფილი ლივერპულელი რაიან ბაბელისა და არსენალელი ჯეკ უილშირის მსგავსად მოქცევა აუკრძალა.

სრულიად გასაგებია, რომ „სიტი“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დღევანდელი დერბის წინ გააქტიურდა. ადვილი წარმოსადგენია რა ხდება ინტერნეტ სივრცეში დღეს, როდესაც ვნებათაღელვა მაქსიმუმს აღწევს. ხუთშაბათის მერე „მანჩესტერულ ინტერნეტში“ მოხშირდა „სიტის“ მავან წარმომადგენელთა აგრესიული და შეურაცხმყოფელი კომენტარები „იუნაიტედისა“ მისი მწვრთნელის სერ ალექს ფერგიუსონის მიმართ. მანჩინიმაც სწორედ ამიტომ მოკიდა საქმეს ხელი და თანამშრომლებს კომპიუტერთან მიკარება აუკრძალა. აღსანიშნავია, რომ გამაფრთხილებელი წერილები როგორც „სიტის“ ასევე „იუნაიტედის“ ოფისებში თვით ქალაქის პოლიციამ დააგზავნა.

ილია ბაბუნაშვილი

რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
შეთანხმება შედგა - მამარდაშვილის "ლივერპულის" ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
[VIDEO] სოხუმის "ცხუმი" ქართულ ფეხბურთში დაბრუნდა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"3-4 წლის წინ, არავინ მომისმინა" - "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა