კანადური კლუბი კონფერენციის ფინალში გავიდა
"ტორონტო რეპტორზმა" თავის ოცწლიან ისტორიაში, როგორც იქნა, ნავსი გატეხა და პირველად გავიდა კონფერენციის ფინალში. წლევანდელ პლეი ოფამდე კანადურ გუნდს არასოდეს ჰქონდა მოგებული სერიის მეშვიდე მატჩი, წელს კი "ინდიანასაც" და "მაიამისაც" სწორედ მეშვიდე შეხვედრის შემდეგ აჯობა.

მაიმელებს ყველაზე მეტად სწორედ გუშინ დაეტყოთ ძირითადი ცენტრის ჰასან უაიტსაიდის არყოფნა. სტუმრებმა პირწმინდად წააგეს ფარქვეშ ბრძოლა და ეს გახდა მათი მარცხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. "ტორონტომ" ოცით მეტი მოხსნა (50:30) მიითვალა, ხოლო შეტევაში მოხსნების შეფარდება იყო - 20:7.

მიუხედავად ამისა, პირველი სამი მეოთხედი "მაიამი" ახერხებდა ბრძოლას და შორს არ უშვებდა მეტოქეს. მაგრამ, ბოლო მეოთხედის სტარტზე 16:4 გაქცევისა და ამ 12-წუთეულში მხოლოდ 11 ქულის გაშვების წყალობით, "ტორონტომ" თავიდან აიცილა ზედმეტი გართულებები და მშვიდად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე, რითაც აღმოსავლეთი კონფერენციის ფინალში ლებრონ ჯეიმსის "კლივლენდთან" თამაშის პატივი დაიმსახურა.

ფარქვეშ კარგი თამაშის გარდა, "რეპტორზის" გამარჯვების კიდევ ერთი მიზეზი შეტევაში ბრწყინვალე მოქმედება იყო. "ტორონტომ" პლეი ოფის მატჩებისთვის შედეგიანობის საკლუბო რეკორდი დაამყარა. ჯამური 116 ქულიდან 63 კაილ ლოურისა და დემარ დეროზანს ეკუთვნით. მათგან განსხვავებით, მოკრძალებული იყო დუეინ უეიდისა და გორან დრაგიჩის მონაგარი - ერთად 32 ქულა. იმის გათვალისწინებით, რომ ამ სერიის ყველა მატჩს იგებდა ის გუნდი, რომლის უკანა ხაზიც მეტოქისაზე შედეგიანი იყო, უეიდისა და დრაგიჩის ამგვარი მონაგარი "ჰიტის" განაჩენს უდრიდა.

ტორონტო-მაიამი 116:89

25:24, 28:23, 33:31, 30:11

ტ: ლოური (35+9 პასი+7 მოხსნა+4 ჩაჭრა), დეროზანი (28+8 მოხსნა), ბიიომბო (17+16 მოხსნა+2 დაფარება), კეროლი (14+5 მოხსნა), პატერსონი (11+11 მოხსნა+2 დაფარება), როსი (8), ნოგეირა (2), ჯოზეფი (1+3 პასი).

მ: დრაგიჩი (16+7 პასი+6 მოხსნა), უეიდი (16+3 პასი), უინსლოუ (14+8 მოხსნა+2 დაფარება), ჯონსონი (13), დენგი (12+3 დაფარება), მაკრობერტსი (10), რიჩარდსონი (3+2 დაფარება), ჯონსონი (3), რაიტი (2).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (45.9/44.4), სამქულიანები (45/28), საჯარიმოები (67.4/78.3).

სერია: 4-3

კლივლენდი-ტორონტო

17 მაისი. კლივლენდი-ტორონტო

19 მაისი. კლივლენდი-ტორონტო

21 მაისი. ტორონტო-კლივლენდი

23 მაისი. ტორონტო-კლივლენდი

25 მაისი. კლივლენდი-ტორონტო

27 მაისი. ტორონტო-კლივლენდი

29 მაისი. კლივლენდი-ტორონტო

თაუნსი საუკეთესო დებიუტანტია

სულ მალე გამოცხადდება NBA-ის 2015-16 წლების სეზონის საუკეთესო დებიუტანტი, თუმცა პრესაში უკვე გაჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ გასული რეგულარულის საუკეთესო ახალბედად 2015 წლის დრაფტის პირველი ნომერი, "მინესოტას" ცენტრი კარლ-ენტონი თაუნსი დასახელდება.

მან რეგულარული ჩემპიონატის 82 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ, 18.3 ქულა, 10.4 ქულა, 2.0 შედეგიანი პასი და 1.7 დაფარება დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უშედეგო კალათბურთის დღე
სუპერვარსკვლავებმა შეხვედრა ჩააგდეს, თუმცა მაინც დამაჯერებლად იმარჯვეს [VIDEO]
ლოური-დეროზანის 67 ქულა და გამარჯვება "კლივლენდთან" [VIDEO]
მოქმედი ჩემპიონები ბოლო 7 შეხვედრიდან 6-ჯერ დამარცხდნენ და საგრძნობლად დაქვეითდნენ [VIDEO]
ᓚᓔᓑᓠᓝᓜᓘ ᓮᓔᓚᓤᓐᓡᓡ ᓐᓠ ᓛᓝᓘᓙᓚᓔᓑᓡ
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: 12 ბლოკი 24 წუთში
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: მაკგრეიდი ბეისბოლისტი?