რეპეტიცია როლან გაროსის წინ
პროფესიული ტურის წამყვანმა ჩოგბურთელმა რომში ბოლო რეპეტიცია გაიარეს როლან გაროსის წინ, რომელიც მომავალ ორშაბათს პარიზში დაიწყება.

ისევე, როგორც ერთი კვირის წინ, მადრიდში, ქალთა ტურნირზე ძალიან ბევრი სენსაცია მოხდა. ზედიზედ მეორედ, პირველი წრიდან გამოეთიშა ბრძოლას ანჟელიკ კერბერი. ესპანეთში მან ბარბორა სტრიკოვასთან წააგო, იტალიაში კი ეჟენი ბუშართან დამარცხდა - 1:6, 7:5, 5:7. ზურგის ტრავმა აწუხებს ვიქტორია აზარენკას, რის გამოც მადრიდში მესამე წრის მატჩზე არ გავიდა, რომში კი ირინა ბეგუსთან 3:6, 2:6 დათმო. პირველივე მატჩი წააგო მადრიდის ჩემპიონმა სიმონა ჰალეპმა - მას ავსტრალიელმა დარია გავრილოვამ მოუგო სამ სეტში - 6:3, 4:6, 6:3.

ასე რომ, საწყის რაუნდებში TOP8-დან ექვსმა ჩოგბურთელმა წააგო: კერბერის, აზარენკასა და ჰალეპის გარდა, ესენი იყვნენ რობერტა ვინჩი, კარლა სუარეს-ნავარო და პეტრა კვიტოვა. მეოთხედფინალისკენ გზა გაიკვლიეს მხოლოდ სერენა უილიამსმა და გარბინ მუგურუსამ.

დასკვნით ეტაპებზე დაძაბული მატჩები ნაკლებად იყო - შვიდ შეხვედრაში (მეოთხედფინალები, ნახევარფინალები და ფინალი) მხოლოდ ერთხელ გახდა საჭირო სამი სეტის ჩატარება - მედისონ კისმა ბარბორა სტრიკოვა დაამარცხა. ნახევარფინალში კისს რთული მეტოქე ჰყავდა მუგურუსას სახით. თამაში თანაბარი გამოვიდა და გადამწყვეტ მომენტებში ამერიკელის უფრო ზუსტმა მოქმედებამ გადაწყვიტა ყველაფერი - 7:6(5), 6:4.

ფინალში კისის მეტოქე გახდა სერენა უილიამსი. ეს იყო პირველი ამერიკული ფინალი WTA-ის ტურში ბოლო სამწლინახევრის განმავლობაში. სერენას გზა ფინალამდე გაცილებით იოლი გამოვიდა. მეოთხედფინალში მან გაანადგურა სვეტლანა კუზნეცოვა - 6:2, 6:0, რითაც რევანში აუღო რუსს მაიამიში დამარცხებისთვის, ნახევარფინალში კი მხოლოდ ხუთი გეიმი მისცა ირინა ბეგუს.

რომის ტურნირამდე, უილიამსი ცხრა თვე ვერ ახერხებდა ტიტულის მოპოვებას. მან წელს ორ ფინალში ითამაშა, მაგრამ ორივეში წააგო - ჯერ ავსტრალიის ღიაზე ანჟელიკ კერბერთან და შემდეგ, ინდიან უელსში ვიქტორია აზარენკასთან.

გადამწყვეტი მატჩი უილიამსის შეცდომებით დაიწყო, რამაც კისს ბრეიკით წინ გასვლის საშუალება მისცა - 3:1. სეტის შუაში ახალგაზრდა ჩოგბურთელმა ვერ შეძლო საკუთარი მოწოდების შენარჩუნება - ორი ორმაგი შეცდომით სერენას საპასუხო ბრეიკი შეასრულებინა. საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც თანაბარ თამაშში ოდნავ უკეთ მსოფლიოს პირველი ჩოგანი გამოიყურებოდა.

მეორე სეტში უილიამსის უპირატესობა უკვე აშკარა იყო. მან თავიდანვე ორმაგი ბრეიკით დაწინაურება მოახერხა - 3:0 და კარიერაში 70-ე ტიტული გაიფორმა - 7:6(5), 6:3. კისიც მხოლოდ ქებას იმსახურებს. მან პირველად ითამაშა ასეთი დონის ტურნირის ფინალში და ორშაბათიდან, პირველად გახდა TOP20-ის წევრი.

1/4 ფინალი

გარბინ მუგურუსა (ესპ, 3)-ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც, 11) 7:5, 6:2; ირინა ბეგუ (რუმ)-მისაკი დოი (იაპ) 6:2, 7:6(3); მედისონ კისი (აშშ)-ბარბორა სტრიკოვა (ჩეხ) 6:4, 4:6, 6:3; სერენა უილიამსი (აშშ, 1)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 9) 6:2, 6:0.

1/2 ფინალი

მედისონ კისი (აშშ)-გარბინ მუგურუსა (ესპ, 3) 7:6(5), 6:4; სერენა უილიამსი (აშშ, 1)-ირინა ბეგუ (რუმ) 6:4, 6:1.

ფინალი

სერენა უილიამსი (აშშ, 1)-მედისონ კისი (აშშ) 7:6(5), 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა
23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა
"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს
"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა