ქართველი სპორტსმენები ევროპის რიგით მეათე, საიუბილეო ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მიემგზავრებიან

ევროპის ზაფხულისა და ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება კონტინენტის მასშტაბით ყველაზე წარმომადგენლობითი და პრესტიჟული სპორტული ფორუმია და მასში 49 ქვეყნის 3 ათასამდე სპორტსმენი მონაწილეობს.

აღნიშნულ შეჯიბრს არცთუ ისე დიდი ხნის ისტორია აქვს - ზაფხულის თამაშები 1991, ხოლო ზამთრისა 1993 წლიდან ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ეგიდითა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პატრონაჟობით იმართება. შეხსენებისთვის, 2015 წელს ზაფხულის ფესტივალი თბილისში გაიმართება, თუმცა ამჯერად გულშემატკივართა ყურადღებას თეთრ ოლიმპიურ ფესტივალზე მივაპყრობთ.

13-19 თებერვალს ჩეხეთის ქალაქი ლიბერეცი რიგით მეათე საიუბილეო ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. 49 ქვეყნის ახალგაზრდა ათლეტები სპორტის 8 სახეობაში - ბიატლონში, სამთო სათხილამურო სპორტში, თხილამურებით რბოლაში, ჰოკეიში, ფიგურულ სრიალში, ტრამპლინიდან ხტომაში, სნოუბორდსა და სათხილამურო კომბინირებულ რბოლაში შეეცილებიან სხვადასხვა სინჯის მედლებს. თამაშების ოფიციალური გახსნის ცერემონიალი 13 თებერვალს ლიბერეცის ,,ტიპსპორტის" არენაზე გაიმართება.

საქართველოს მცირერიცხოვანი დელეგაცია ჩეხეთში ხვალ გამთენიისას მიემგზავრება. ლიბერეცში სამთო სათხილამურო სპორტში ხუთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. ნიკოლოზ კოზანაშვილი, კახა კურტანიძე, ზურაბ ბაქრაძე, თამარ ბაქრაძე და სუსანა გავა სლალომსა და გიგანტურ სლალომში მოსინჯავენ ძალებს. საქართველოს დელეგაციას სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ვახტანგ გეგელია უხელმძღვანელებს, ხოლო ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი გიორგი ესაკია იქნება.

ბოლოს კი დავძენთ, რომ აქამდე ჩატარებული ცხრა ზამთრის ფესტივალიდან ქართველმა სპორტსმენებმა მხოლოდ ორი - 1999 (პოპრადი, სლოვაკეთი) და 2003 (ბლედი, სლოვენია) წლის შეჯიბრებები გამოტოვეს, ხოლო ქართველ ათლეტთაგან ჯერჯერობით საპრიზო ადგილზე გასვლა ფიგურულ სრიალში ვახტანგ მურვანიძემ მოახერხა, რომელმაც 1997 წელს სუნდსვალში (შვედეთი) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

geonoc.org.ge

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა