ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაციამ გადაწყვიტა, ოლიმპიადის წელს არაოლიმპიურ წონებში მსოფლიოს ჩემპიონატი ჩაატაროს
ფოტოზე: დავით ტლაშაძეს მსოფლიოს ჩემპიონატი დაუნიშნეს

ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაციამ გადაწყვიტა, ოლიმპიადის წელს არაოლიმპიურ წონებში მსოფლიოს ჩემპიონატი ჩაატაროს.

შეგახსენებთ, რომ ქალებშიც და ვაჟებშიც 8-8 წონითი კატეგორიაა, თუმცა ამათგან ოლიმპიადის პროგრამაში 6-6 შედის, 2-2 ზედმეტია. ქალებში ესაა 55 და 60, თავისუფალ სტილში მოჭიდავე ვაჟებში - 61 და 70, ხოლო ბერძნულ-რომაულში - 71 და 80 კილოგრამები.

აი, სწორედ ამ წონებში გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატი წლის ბოლოს, 10-11 დეკემბერს უნგრეთის მთავარ ქალაქ ბუდაპეშტში, რაც ამ წონების ფალავნებისთვის ერთგვარი კომპენსაცია იქნება ოლიმპიადის მიღმა დარჩენის გამო.

შემადგენლობა და მეტოქეები მსოფლიოს თასზე

11-12 ივნისს ლოს-ანჯელესში გაიმართება მსოფლიოს თასი თავისუფალ ჭიდაობაში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ლოს-ანჯელესშივე შარშან გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის 8 საუკეთესო გუნდი. მათ შორის ჩვენი ნაკრებიცაა, რომელიც ქვეჯგუფში რუსეთთან, თურქეთთან და მონღოლეთთან ერთად მოხვდა. მეორე ქვეჯგუფში წილისყრამ აზერბაიჯანი, აშშ, ირანი და ინდოეთი დააჯგუფა.

ესაა გუნდური შეჯიბრება, სადაც მონაწილენი ერთმანეთს "გუნდი-გუნდზე" პრინციპით ეჯიბრებიან. ქვეჯგუფის გამარჯვებულები ოქროს მედლისთვის იბრძოლებენ, მეორეზე გასულები კი ბრინჯაოს მედალს გაითამაშებენ.

ჩვენი ნაკრები ლოს-ანჯელესში უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს - მწვრთნელებს ყველა ოლიმპიურ წონაში 2-2 კანდიდატი მიჰყავთ. შესაბამისად, ეს ტურნირი საოლიმპიადოდ ერთგვარად შესარჩევიც იქნება და საბოლოოდ იქ დაზუსტდება რიო დე-ჟანეიროში წამსვლელთა ვინაობა. თითო კაცით მხოლოდ არაოლიმპიურ წონებში - 61-სა და 70-ში ვიქნებით წარმოდგენილნი.

ამასთან, თავის ჩვეულ წონაში - 57 კილოგრამში იჭიდავებს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, რომელსაც აქამდე წონას არ აკლებინებდნენ და 61-ში აჭიდავებდნენ, მაგრამ ახლა მეთოდურად დაიწყეს მისი დაყვანა ოპტიმალურ წონაზე.

ამერიკაში წასვლამდე ჩვენი ნაკრები შეკრებას საქართველოში გაივლის.

საქართველოს ნაკრები

57 კგ. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ბექა ბუჯიაშვილი

61 კგ. ბექა ლომთაძე

65 კგ. ზურაბ იაკობაშვილი, კონსტანტინე ხაბალაშვილი

70 კგ. დავით ტლაშაძე

74 კგ. იაკობ მაქარაშვილი, ჯუმბერ ყველაშვილი

86 კგ. დავით მარსაგიშვილი, სანდრო ამინაშვილი

97 კგ. ელიზბარ დიკაძე, მამუკა კორძაია

125 კგ. გენო პეტრიაშვილი, გიორგი საკანდელიძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
გამყრელიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[VIDEO] ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...