ევრო 2016: პირლოს გარეშე... იტალიამ წამზომი ჩართო
ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგა იტალიის ეროვნული ნაკრები, რომელიც ტრადიციულად, საწვრთნელ პროცესს ფლორენციაში მდებარე "კოვერჩიანოს" ბაზაზე გადის.

საწყის ეტაპზე, ანტონიო კონტემ 28 ფეხბურთელი შეკრიბა - ჯერ გავეცნოთ სიას:

მეკარეები: მარკეტი (ლაციო), მირანტე (ბოლონია), სპორტიელო (ატალანტა)

მცველები: აჩერბი (სასუოლო), ასტორი (ფიორენტინა), ბონუჩი (იუვენტუსი), იცო (ჯენოა), ტონელი (ემპოლი), ოგბონა (ვესტ ჰემი, ინგლისი)

ნახევარმცველები: ბენასი (ტორინო), ბერნარდესკი (ფიორენტინა), კანდრევა (ლაციო), კატალდი (ლაციო), დე როსი (რომა), დე სილვესტრი (სამპდორია), ელ შაარავი (რომა), ფლორენცი (რომა), ჯაკერინი (ბოლონია), ჟორჟინიო (ნაპოლი), პაროლო (ლაციო), სორიანო (სამპდორია), ძაპაკოსტა (ტორინო)

თავდამსხმელები: ბორინი (სანდერლენდი, ინგლისი), ედერი (ინტერი), იმობილე (ტორინო), ინსინიე (ნაპოლი), პავოლეტი (ჯენოა), პელე (საუთჰემპტონი, ინგლისი)

18-დან და 21 მაისის ჩათვლით, ანტონიო კონტემ დაგეგმა შეკრება, რომელშიც სწორედ ეს 28 ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობას. 23 მაისს კონტე დაასახელებს იმ ფეხბურთელებს, რომლებიც დაემატებიან გუნდს და შესაბამისად, მათ, ვინც დატოვებს სანაკრებო შეკრებას.

შედეგად, მივიღებთ გაფართოებულ შემადგენლობას. რაც შეეხება 23-კაციან საბოლოო განაცხადს, ივნისის დასაწყისში გახდება ცნობილი.

კონტეს პირველად განაცხადში არ არიან ის ფეხბურთელები, რომლებსაც კლუბებში აქვთ თამაშები დარჩენილი - მაგალითად, "იუვენტუსის" და "მილანის" მოთამაშეები, რადგან ეს გუნდები 21 მაისს იტალიის თასის ფინალში შეასკდებიან ერთმანეთს. ასევე, "ზენიტის" მცველი დომენიკო კრიშიტო, რადგან რუსეთში ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა. არც სტეფანო ოკაკა ჩუკა უნდა დავივიწყოთ, რომელიც "ანდერლეხტში" ასპარეზობს, ბელგიაში კი პლეი ოფებია დარჩენილი. ასევე, ტიაგო მოტა და სალვატორე სირიგუ პსჟ-დან, რომელსაც სააფრანგეთის თასის ფინალი აქვს სათამაშო.

ვინ დაემატება "აძურას"?

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იტალიის ნაკრებს "იუვენტუსის" 4 ფეხბურთელი დაემატება: ჯანლუიჯი ბუფონი, ანდრეა ბარძალი, ჯორჯო კიელინი და სიმონე ძაძა. იტალიას დაემატებიან პსჟ-ის ფეხბურთელები: ტიაგო მოტა და სალვატორე სირიგუ. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდება დომენიკო კრიშიტო, რადგან "ზენიტმა" ერთი კვირის წინ გაასაჯაროვა ფედერკალჩოსგან მიღებული წერილი დომენიკოს გამოძახებასთან დაკავშირებით.

ჩამოთვლილი ფეხბურთელები აუცილებლად შეუერთდებიან "აძურას", რადგან კონტე მათ ენდობა და უმეტესობას ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებს.

ცალკე თემაა ლეონარდო ბონუჩი, რომელიც კონტეს პირველად სიაში მოხვდა, რადგან ამ უკანასკნელს დისკვალიფიკაცია აქვს და თასის ფინალში ვერ ითამაშებს.

მიუხედავად ამისა, "იუვენტუსი" არ აპირებს, რომ ბონუჩი შეკრებაზე 18 მაისს გაუშვას, რადგან მისი ყოფნა გუნდთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია მაშინაც კი, როდესაც ის მოედანზე არაა. ტურინელთა ამ გადაწყვეტილებამ კონტე გააბრაზა, მაგრამ ვერაფერს გახდება, რადგან სანაკრებო კალენდარული დღეები 23-დან იწყება და იქამდე ფეხბურთელზე უპირატესი უფლებით სწორედ კლუბი სარგებლობს.

ვინ შეიძლება დაემატოს "აძურას"?

კიდევ ვინ შეიძლება დაემატოს იტალიის ნაკრებს 23 მაისიდან? - დანიელე რუგანი "იუვენტუსიდან"; მატია დე შილიო, ინაციო აბატე, რიკარდო მონტოლივო, ანდრეა ბერტოლაჩი და ჯაკომო ბონავენტურა "მილანიდან"; უკვე ხსენებული სტეფანო ოკაკა ჩუკა "ანდერლეხტიდან".

ეს ფეხბურთელები შესაძლოა აღმოჩნდნენ იტალიის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში, თუმცა ასეთივე წარმატებით, შეიძლება ოფსაიდში დარჩნენ. "გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით, რიკარდო მონტოლივოს, დანიელე რუგანის და მატია დე შილიოს შანსები ძვირად ფასობს, დანარჩენები კი, ალბათ, თამაშგარეში დარჩებიან.

ვინ დარჩა ევროპის ჩემპიონატს მიღმა?

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპის ჩემპიონატს მიღმა დარჩნენ ის ფეხბურთელები, რომლებსაც თავიანთ კლუბებში აღარ უწევთ თამაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, კონტეს 28-კაციან განაცხადში ვერ მოხვდნენ. მაგალითად, ანდრეა რანოკია "სამპდორიადან", მანუელ პასკუალი "ფიორენტინადან", ფრანკო ვასკესი "პალერმოდან", მანოლო გაბიადინი "ნაპოლიდან", ფაბიო კვალიარელა და ანდრეა ბელოტი "ტორინოდან", ალბერტო ჯილარდინო "პალერმოდან", ჯუზეპე როსი "ლევანტედან" და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებსაც კანდიდატებად მოიაზრებდნენ.

განაცხადს მიღმა დარჩნენ ანდრეა პირლო და სებასტიან ჯოვინკო, რომლებიც ოკეანის გაღმა ასპარეზობენ და როგორც ჩანს, ვერც მათ ვიხილავთ ევროპის ჩემპიონატზე. "გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, პირველადი სიის მიღმა დარჩენა მათთვისაც საბოლოო განაჩენია.

ახალი სახეები

იმ 28 ფეხბურთელში, რომლებსაც კონტე 4 დღის განმავლობაში დააკვირდება, 7 ახალწვეულია: მარკო სპორტიელო, ლორენცო ტონელი, არმანდო იცო, დავიდე ძაპაკოსტა, მარკო ბენასი, დანილო კატალდი, ლეონარდო პავოლეტი.

"გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით, გაფართოებულ სიაში მოხვედრის კარგი შანსი აქვს ტონელის, რომელიც "ემპოლის" დაცვის ბურჯი იყო და მომდევნო სეზონიდან "ნაპოლიში" იასპარეზებს. ასევე, დანილო კატალდის, რომელმაც შანსი კლაუდიო მარკიზიოს და მარკო ვერატის ტრავმების შემდეგ მიიღო და შესაძლოა, ისარგებლოს კიდეც ამით. მოედნის ცენტრში, ვაკუუმს შევსება სჭირდება და კონტე ძიებაშია.

ასევე, პავოლეტი უნდა გამოვარჩიოთ, რომელსაც შესანიშნავი სეზონი ჰქონდა "ჯენოაში", გოლებიც უხვად შეყარა და შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატზეც გაემგზავროს.

ახალწვეულებს გაუჭირდებათ, რომ ანტონიო კონტეს 4 დღეში საკუთარი საჭიროება დაანახონ, მაგრამ ეს არის მათი შანსი, რომელსაც გამოყენება სჭირდება.

საბოლოო განაცხადის კონტურები

ძალიან რთულია იმის პროგნოზირება, თუ რომელ 23 ფეხბურთელს იახლებს საფრანგეთში ანტონიო კონტე. ჩანს, რომ თვითონაც ძიებაშია და ამად არის, რომ გაფართოებული შემადგენლობის დასახელებამდე 4-დღიანი შეკრება დანიშნა.

"გაძეტას" პროგნოზით, ამ 28 ფეხბურთელს კიდევ მინიმუმ 12 მოთამაშე უნდა დავამატოთ, რომლებიც ნაკრების კანდიდატებად მოიაზრებიან და საიდანაც მწვრთნელს საბოლოო არჩევანის გაკეთება მოუწევს. გამოდის, რომ კონტეს სიაში მინიმუმ 40 ფეხბურთელია და მათგან 17 უნდა დაიწუნოს.

დაველოდოთ 23 მაისს, როდესაც მწვრთნელი ფეხბურთელთა ერთ ნაწილს გაცხრილავს და კონტურებიც ალბათ უფრო შემდეგ გამოიკვეთება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გაგა
რანოკია,პასკუალი და გაბიადინი უნდა წაიყვანოს წესით. არც ცენტრშია ისეთი გაჭირვება,რომ კატალდის შანსები დიდი იყოს - პაროლო,დე როსი,ის ბრაზილიელი... ტონელი იქნება ალბათ რეზერვისთვის.
გაგა
ნამეტანი დარწმუნებით საუბრობს ავტორი! სირიგუზე და ძაძაზე ასე თავდაჯერებული ვერ ვიქნებოდი! მგონია,რომ ამ სამი მეკარიდან მხოლოდ მირანტე დარჩება მეორე ნომრად და ჯიჯი და დონარუმა დაემატებიან.
acm
აუ კაი რა!!! ეს მილანი თუ ვინმეს შეასკდება და საღოლ მაშინ :D
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"უხერხული პოლიტიკური მცდელობა იყო" - ბუფონმა პირლოზე ისაუბრა
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
[VIDEO] "მე ასე გეუბნები!" - დე ლაურენტისისა და კონტეს გიჟური პრესკონფერენცია
რუსული ტოტალიზატორის ელჩობა ძვირად დაუჯდა - იტალიის ნაკრებს პირლოს არ ჩააბარებენ
ვინ შეცვლის ალეგრის "მილანში" - 2 კანდიდატი უკვე დასახელდა
[VIDEOS] ოლისემ საფრანგეთს ბელგიასთან მოაგებინა - იტალიამ თურქეთი გაანადგურა
[VIDEO] ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
უთანხმოება ასე დასრულდა - პირლოს სკანდალის შემდეგ, მალდინიმ და ლეონარდომ თანამდეობები დატოვეს
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს სათავეში მანჩინი ჩაუდგება
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
იტალიის ნაკრებს სავარაუდოდ, პირლოს ჩააბარებენ
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
[VIDEO] იტალიის საშველი არ არის - ბელგიამ მოუგო და გოდტსმაც გაიტანა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს პირლო ჩაუდგება სათავეში
"მორალური ბანკროტები" - პირლოსა და მატერაცის მოსკოვში ვიზიტის დროს, კიევი იბომბებოდა... სკანდალური მოგზაურობის დეტალები
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს