რომელმაც ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა
* ესპანეთის ნაკრები ევროპის მოქმედი ჩემპიონია. 2012 წლის ფინალში გუნდმა იტალიას 4:0 მოუგო.

* ვისენტე დელ ბოსკემ 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

* სიაში ვერ მოხვდნენ ფერნანდო ტორესი, დიეგო კოშტა და ხუან მატა.

* დელ ბოსკე "ატლეტიკოს" ახალგაზრდა ნახევარმცველ საულ ნიგესს ენდო.

"ფურია როხა" ევროპის მოქმედი ჩემპიონია, მაგრამ ნაკრების ბირთვი ბოლოს ვერაფრით ვერ ჩამოყალიბდა. ამიტომაც, როგორი არჩევანიც არ უნდა გაეკეთებინა ვისენტე დელ ბოსკეს, ის აუცილებლად გახდებოდა კრიტიკის საგანი, მაგრამ ღვაწლმოსილმა მარკიზმა, მგონი, გადაამლაშა...

17 მაისს ვისენტე დელ ბოსკემ ესპანეთის ნაკრების გაფართოებული სია წარმოადგინა, რომლიდანაც იგი საბოლოოდ, საფრანგეთში გასამგზავრებელ 23 ფეხბურთელს შეარჩევს.

სია კი თითქმის საბოლოოა, რადგან მასში 25 კაცია და გასაცხრილიც ორია (რომლებიც, ალბათ, რეზერვის სტატუსით გაჰყვებიან ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე). ასე რომ, დასკვნების გაკეთება უკვე შეიძლება, თუმცა - ჯერ სია:

მეკარეები: იკერ კასილიასი (პორტუ), დავიდ დე ხეა (მანჩესტერი), სერხიო რიკო (სევილია)

მცველები: სერხიო რამოსი, დანიელ კარვახალი (რეალი), ჟერარდ პიკე, ჟორდი ალბა, მარკ ბარტრა (ბარსელონა), სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი), მიკელ სან ხოსე (ბილბაო), ხუანფრანი (ატლეტიკო)

ნახევარმცველები: ბრუნო სორიანო (ვილიარეალი), სერხიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), კოკე, საულ ნიგესი (ატლეტიკო), ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი), ისკო ალარკონი (რეალი), დავიდ სილვა (სიტი), პედრო როდრიგესი, სესკ ფაბრეგასი (ჩელსი)

თავდამსხმელები: არიც ადურისი (ბილბაო), ნოლიტო (სელტა), ალვარო მორატა (იუვენტუსი), ლუკას ვასკესი (რეალი).

თქვენ სიაში ვერ აღმოაჩენთ ფერნანდო ტორესს, რომელიც ძველებურად ათამაშდა და ლა ლიგის მეორე წრეში 9 გოლი გაიტანა. სიაში არ არის არც დიეგო კოშტა, არც "მანჩესტერის" ხუან მატა. ვერ ნახავთ "ვალენსიის" კაპიტან პაკო ალკასერს, არც "არსენალის" სანტი კასორლაა.

სიურპრიზი (ვისთვის უსიამოვნო) ბევრია. დელ ბოსკე შეეცადა, ახალგაზრდები დაემატებინა გუნდში. ამით აიხსნება სიაში საულ ნიგესისა და ლუკას ვასკესის გამოჩენა. მაგრამ ვერანაირ ახსნას ვერ ვუძებნით გამოცდილი ბრუნო სორიანოსა და ვეტერანი არიც ადურისის გუნდში მოხვედრას.

"ჩვენ ყველა სიტუაცია შევაფასეთ. ჩემი აზრით, ნაკრები არ უნდა დამძიმდეს ისეთი ფეხბურთელებით, რომლებიც აშკარად არ არიან ფორმაში. ნაკრების წევრები საუკეთესო ფორმაში უნდა იყვნენ. ახლა კი მხოლოდ ორი ტრავმირებული გვყავს - ვასკესი და სილვა. დავუშვათ, სიაში ალკასერი და კასორლა შემეყვანა, ამ შემთხვევაში ხომ ორი სხვა ფეხბურთელი დარჩებოდა გარეთ.

ძალიან მწყდება გული, რომ სიაში ვერ მოხვდნენ გასპარი და მატა, მაგრამ გადაწყვეტილებები უნდა მიგვეღო. როცა ვინმეში ეჭვი გეპარება, ამ შემთხვევაში საუკეთესო ვარიანტია, მოიქცე, რაც შეიძლება, პრაქტიკულად", - განუცხადა დელ ბოსკემ "ფუტბოლ ესპანიას".

ეს კომენტარიც აჩენს კითხვებს. შესაძლოა, მატა და კოშტა მართლაც არ იყვნენ ფორმაში, მაგრამ ამ ლოგიკით, ვასკესი და სილვა სულაც ვერ თამაშობენ ამჟამად. ტორესი კი ბოლო წლებში საუკეთესო ფორმაშია, ამას დელ ბოსკე, უბრალოდ, ვერ უარყოფს. ავიღოთ თუნდაც პაკო ალკასერის მაგალითი - ვალენსიელი ესპანეთის ნაკრების ბომბარდირი იყო საკვალიფიკაციო ეტაპზე 5 გოლით, მაგრამ 25 კაცში ვერ მოხვდა.

შინ დარჩენილთა ნაკრები

"დეილი მეილმა" ესპანეთის ნაკრების ისეთი გუნდი დაასახელა, რომელიც დელ ბოსკეს 25-კაციან სიაში საერთოდ არ მოხვდა. მაშ ასე, საფრანგეთში ვერწასულთა გუნდი ასე გამოიყურება: ადრიანი - ბელერინი, ხავი მარტინესი, ნაჩო, სერხი რობერტო - მატა, გაბი, კასორლა - ნავასი, კოშტა, ალკასერი.

როგორც ხედავთ, კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გვარი ამოტივტივდა. მაგალითად, "ბაიერნის" უნივერსალ ხავი მარტინესის, რომელიც ბოლოს შესანიშნავ ფორმაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

beqa
ვასკესი მაგარია, იმედია გაიბრწყინებს ევრო 2016-ზე
კოკიტო
ვასკესს რა უნდა , წაეყვანა პაკო ალკასერი, მგონი გუნდის თავდასხმა არ გამოიყურება ეფექტურად
lasha
დაბერდი დელ ბოსკე დაბერდი ))))
გაგა
ბელერინი,ნაჩო,გასპარი,ბენიატი,მატა, რაულ გარსია,კალეხონი... რას ვიზამთ,ყველა ვერ მოხვდება. კოშტას ღამურასავით დაემართა - რომ დატეულიყო ბრაზილიაში,მათ ახლანდელ ბანძ ნაკრებში კი მოხვდებოდა!
jm
მარტალს ამბობენ გურიაში ამ ხნის კაცს გუნდი კი არა "სპიჩკა" არ უნდა მისცე ხელში სახლი, რომ არ გადაგიწვას.DD
ggg
მარტო ესენია? ისკო რატომ მოხვდა?(მე ძაიანაც მომწონს ზოგადად ისკო) უდაოდ რეალის ღრმა სათადარიგო მოთამაშეა. ან ტიაგო ალკანტარა რატომ მოხვდა? ვერც იმას ვიტყვით რომ ბაიერნში მუდმივად ძირითადშია და ვარსკვლავებს წყვიტავს. ცოტა მიკვირს რატომ ვერ მოხვდა და საერთოდ ნახსენებიც არაა კალეხონი(ნაპოლი). ნამდვილად არ ჰქონია ცუდი სეზონი ნაპოლიში. გოლებიც შეყარა და თითქმის სულ თამაშობდა
666
espaneti am evropaze ganwirulia am shemadgenlobit da boskemac misit gaiketa xarakiri..
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
ზიდანი მეორე მწვრთნელია, რომელმაც "რეალს" ყველაზე მეტჯერ მოაგებინა
დიეგო კოშტა, დიდი ალბათობით, ლა ლიგაში დაბრუნდება
"თუმცა ის მაინც ფენომენალური გახლდათ..." - დელ ბოსკემ რონალდოზე ისაუბრა
ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა
სანიოლი: პრობლემებზე ყოველთვის პატიოსნად გესაუბრებით, არ მგონია მათი მოგვარება სხვამ უკეთ შეძლოს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
საქართველოსთან ესპანეთმა გასაოცარი რეკორდი დაამყარა
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს
ოფიციალურად: დიეგო კოშტა პრემიერლიგას დაუბრუნდა
კვლავ თავის სტიქიაშია - დიეგო კოშტამ "გრემიოს" 20-წლამდელებშიც იჩხუბა [VIDEO]
"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
"ელ ნინიო" წავიდა - ფერნანდო ტორესმა კარიერა დაასრულა
ხუან მატა: ახლაც, ყოველი მატჩის წინ დედას ვურეკავ
დელ ბოსკე: არ შეიძლება ჩინეთის იაფფასიან საქონელზე იყო დამოკიდებული
ფერნანდო ტორესი "ატლეტიკოს" დუბლებთან აღარ იმუშავებს
სავარაუდოდ დიეგო კოშტა სათამაშოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდება
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
დელ ბოსკემ ხავიზე ისაუბრა
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
"ღამე ერთ ოთხაში გავათიოთო... ვუთხარი, შენი უკანალით ნუ მაცდუნებ-მეთქი..." - დიეგო კოშტა ჰალკზე
ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელი ხუან მატა ერთ-ერთი გუნდის თანამფლობელი გახდა
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
დელ ბოსკე: "რეალს" "ბაიერნთან" მცირე უპირატესობა აქვს
მოურინიო "რომაში" ძირეულ ცვლილებებს გეგმავს
ხუან მატა: ის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი იყო
ფერნანდო ტორესი კარიერას განაახლებს
"განსაკუთრებული" - პირველ ადგილზე, გვარდიოლა და ფერგიუსონი - მე-3-ზე... 21-ე საუკუნის საუკეთესო 10 მწვრთნელი გამოვლინდა
ტორესის ბოლო მატჩი - ინიესტას ბრწყინვალე პასი და 6 გოლი მეტოქისგან [VIDEO]
[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა
ფერნანდო ტორესი "ატლეტიკო B"-ს მწვრთნელად დანიშნეს
The Daily Mail: სოლსკიაერი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" 6 ფეხბურთელს გაუშვებს
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
ზაფხულში ლუნინმა შესაძლოა, სერია A-ს მიაშუროს
"ბარსელონა" ხუან მატათი დაინტერესდა
ფერნანდო ტორესი "ატლეტიკოში" დაბრუნდა