განახლებულ სეზონს თბილისის "დინამო" 10 ახალი ფეხბურთელით გაძლიერებული ხვდება
"დინამოს" მთავარი მწვრთნელი კახი კაჭარავა, კლუბის მმართველი დირექტორი ბუბა ტყავაძე და გუნდის ხელმძღვანელები, მურთაზ შელია და მიხეილ ჯიშკარიანი ჟურნალისტებს შეხვდნენ და ახალწვეულები წარადგინეს. პრესკონფერენციაზე ვრცლად ისაუბრეს "დინამოში" მიმდინარე მნიშვნელოვან ცვლილებებზე და დასმულ კითხვებსაც ამომწურავი პასუხი გაეცა.

საქართველოს ჩემპიონატისთვის მზადების პარალელურად, შემადგენლობის გაძლიერების მიზნით გუნდში ფართომასშტაბიანი სელექციის პროცესი მიმდინარეობდა. განახლებულ სეზონს "დინამო" 10 ახალი ფეხბურთელით გაძლიერებული ხვდება. ესენი არიან:

დიმიტრი ტატანაშვილი. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდი სამშობლოში ბრუნდება. 27 წლის ფეხბურთელს, რომელიც ბოლო 3 წლის მანძილზე ჩეხეთისა და უკრაინის გუნდებში გამოდიოდა და საქართველოს ნაკრებშიც უთამაშია, დინამოელია. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 6 თვე პლუს 2 წელი იმოქმედებს. მაისურის ნომერი - 18.

ზურაბ არზიანი. 80-იან წლებში "დინამოს" მცველის, მალხაზ არზიანის ვაჟი, 23 წლის შემტევი ნახევარმცველი, რუსეთის პრემიერლიგის მახაჭყალის "ანჟიდან", რომელიც იჯარის წესით 6 თვით "დინამოში" გამოვა. ნომერი - 55.

თორნიკე ზარქუა. საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი მან ზუგდიდის ''ბაიაში'' ჩაატარა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატმა, 20 წლის მეკარემ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა. დინამომ პერსპექტიულ ახალგაზრდა მეკარესთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ნომერი - 32.

ნიკა კვეკევესკირი. ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და ეროვნული გუნდის კანდიდატი. მან ბაიაში 14 შეხვედრა გამართა და 1 გოლი გაიტანა. საინტერესოა, რომ მისით ბუნდესლიგის "კაიზერსლაუტერნიც" სერიოზულად ინტერესდებოდა. ნიჭიერ და იმედისმომცემ 18 წლის ფეხბურთელს კლუბმა ხუთწლიანი კონტრაქტი დაუდო. ნომერი - 30.

გიორგი ციმაკურიძე. 27 წლის მცველს უკრაინულ კლუბებში: "სტალში", "ილიჩევეცში", "ზარიასა" და "შახტარში" აქვს ნათამაშები. გიორგი სლოვაკურ "ჟილინაშიც" გამოდიოდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ექს-კაპიტანი იჯარის წესით ბოლოს ტაილანდურ ტოტ-კატში ირიცხებოდა, შემოდგომაზე კი გარკვეული პერიოდი დინამოშიც ვარჯიშობდა. ციმაკურიძესთან შრომითი ხელშეკრულება 6 თვე პლუს 1 წელი გაფორმდა. ნომერი - 28.

პეტარ იელიჩი. 24 წლის ბოსნიელი ფორვარდი რუსეთის პრემიერლიგის ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგადან" იჯარის წესით 6 თვით "დინამოში" ითამაშებს, მას 2 მატჩი ბოსნიის ნაკრებშიც აქვს ჩატარებული. ნომერი - 10.

ირჟი ჰომოლა. 30 წლის ჩეხი მცველი, რომელიც ჩეხეთის "სპარტაში" და ბოლო წლებში, ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ "იაბლონეცში" გამოდიოდა. მასთან "დინამომ" წელიწადნახევრიანი კონტრაქტი დადო. ნომერი - 4.

სემ ჰაჯიბულიჩი. 24 წლის ნახევარმცველი, რომელიც ბოლოს ალბანურ "ბესაში" თამაშობდა. იგი "დინამოში" სამი წელი და 6 თვე ითამაშებს. ნომერი - 26.

მარკო მაროვიჩი. 28 წლის სერბი მცველი, რომლის ბოლო კლუბიც რუმინული "გაზ მეთანი" გახლდათ. მასთან კონტრაქტი 6 თვე პლუს 2 წელი სისტემით გაფორმდა. ნომერი - 14.

"დინამოს" დაუბრუნდა შოთა კაშია. ის "დინამოში" 2001 წელს მოვიდა და ექვსთვიანი განშორების შემდეგ, 26 წლის ფეხბურთელი კვლავ თავის საყვარელი გუნდის ღირსებას დაიცავს. შოთა 37 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

ფოტო და ტექსტი fcdinamo.ge

Tregu
ეუფ, ყოჩაღ, სერიოზული ცვლილებები და ტრანსფერები განუხორციელებია დინამოს. მგონი გაუჭირდებათ ოლიმპს და ზესტაფონს რამის დაპირისპირება წელს. იმედია ევროტურნირებამდე შეთამაშდებიან და ქვეჯგუფში ვიხილავთ დინამოს.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია