2016 წელს ფერნანდო ტორესმა ლა ლიგაში 9 გოლი გაიტანა
ვისენტე დელ ბოსკეს გადაწყვეტილებამ ყველა გააკვირვა. ესპანეთი ევროპის ჩემპიონატზე ფერნანდო ტორესის გარეშე ითამაშებს. ამას არავინ ელოდა. ბოლოს ტორესი დიდებულ ფორმაშია და გოლი გოლზე გააქვს მშობლიური "ატლეტიკოს" მაისურით.

რატომ, სენიორ ვისენტე?

ესპანეთს კი ძალიან აკლია უმაღლესი დონის თავდამსხმელები. მეტიც, თუ გულახდილნი ვიქნებით, ისინი "ფურია როხას" საერთოდ არ ჰყავს. ფერნანდო ტორესი შინ დარჩება და ამ გადასახედიდან, ეს ვისენტე დელ ბოსკეს საბედისწერო შეცდომად მოჩანს.

ესპანეთის ნაკრების ისტორიამ იცის ასეთი მაგალითები. ჩვენ გვახსოვს დიდი ტურნირი, რომელზეც არ წაიყვანეს რაული და ის ტურნირი ესპანეთმა მოიგო. ასეთ გამონაკლისს ყველგან იპოვი, მაგრამ ევროპის ჩემპიონატი დიდი საფეხბურთო ფორუმია და ამ ფორუმზე, წესით, ყველა საუკეთესომ უნდა ითამაშოს.

ახლა მხოლოდ მსჯელობა შეიძლება იმაზე, თუ რომელ ფორვარდს ენდობა დელ ბოსკე ევროპის ჩემპიონატზე. ეს, შესაძლოა, არიც ადურისი იყოს. ადურისს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, გოლებით მდიდარი. კითხვის ნიშნები მაინც რჩება - რამდენად გამოსადეგი იქნება ბასკი ფორვარდი ესპანეთის ნაკრებისათვის? მას ხომ თითქმის არ აქვს სანაკრებო გამოცდილება?

ჩვენ არ ვიცით, რას ფიქრობს დელ ბოსკე და როგორ უნდა, ევროფორუმზე ნაკრები რომ ათამაშოს. არც ის უნდა გაგვიკვირდეს, ფეხბურთის ესპანელმა სპეციალისტმა უფორვარდო სქემა რომ აირჩიოს.

ესპანეთის ნაკრებს აქვს ასე თამაშის გამოცდილება. მეტიც, აქვს ასე თამაშისა და ტიტულის მოგების გამოცდილება, მაგრამ რატომ უნდა მოიგონო ახალი ველოსიპედი მაშინ, როცა ამის არანაირი აუცილებლობა არ არის?!

ვუცქერდით მიმდინარე სეზონში ფერნანდო ტორესის შესანიშნავ თამაშს და გვექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ "ელ ნინიო" ორი რამისათვის იბრძოდა. პირველი - რაც შეიძლება მეტი სარგებლობა მოეტანა "ატლეტიკოსათვის" და ეთამაშა ევროპის ჩემპიონატზე.

ისმის კითხვა: რატომ, სენიორ ვისენტე?

"ატლეტიკოს" კაცი

მშობლიური გუნდისათვის სარგებლობის მოტანა ფერნანდოს აშკარად გამოუვიდა. "ათლეტებმა" კინაღამ მოიგეს ესპანეთის ჩემპიონატი და გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც მადრიდის "რეალს" დაეჭიდებიან.

აი, დელ ბოსკეს დასარწმუნებლად კი ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მოხუცმა ვისენტემ სხვა შემტევების სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი. ტორესი ოფსაიდში დარჩა და ეს ძალიან დიდი უსამართლობაა.

და მაინც, ფერნანდო არ უნდა დანებდეს. ბოლო წლებში ის და ესპანეთის ნაკრები მაინც ცალკე იყვნენ, განკერძოებულად. და თუ ვინმე დაზარალდება ამ განშორებით, ისევ და ისევ "ფურია როხა".

მართლაც ძნელია, ბოლომდე შეიგნო და ახსნა ის მიზეზი, რის გამოც ტორესი ჩამორჩა ევროპულ მატარებელს, თუმცა, სანამ არსებობს ფეხბურთი, იარსებებს მწვრთნელის ხუშტურებიც და ამას გვერდს ვერაფრით ავუვლით.

დღეს ტორესი "ატლეტიკოს" კაცია.

მოტივაცია

ბევრს ფერნანდო ტორესის კარიერა დასრულებული ეგონა, მაგრამ ესპანელი დაბრუნდა. რა თქმა უნდა, ფერნანდომ ეს მოახერხა უდიდესი მოტივაციის ხარჯზე. ბევრი მის ადგილას ამას ვერ შეძლებდა.

ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორი მოტივაციით ითამაშებს ტორესი მომავალ სეზონში. მან "ატლეტიკოს" ფანებს ერთხელაც უნდა დაუმტკიცოს, რომ გუნდისათვის ძალიან ფასეული ფეხბურთელია.

დასამტკიცებელი ფერნანდოს სხვასთანაც აქვს - მან უკვე პენსიაზე გასულ ვისენტე დელ ბოსკეს უნდა დაუმტკიცოს, რომ სენიორი მაგრად შეცდა, როცა ის ნაკრებში არ წაიყვანა. ფერნანდო ტორესის კარიერას არ აკლდა დიდი გამოწვევები და ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება მის ბევრისმნახველ კარიერაში.

დიდი დანაკლისი

ევროპის ჩემპიონატი ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება და მას ჩვენ დიდხანს ველოდებით. ეს მოლოდინი ერთადერთ რამეს ემყარება - საქმეში უნდა ვნახოთ კონტინენტის ყველა საუკეთესო ფეხბურთელი.

ტრავმებისა თუ სხვა მიზეზების გამო ევროპის პირველობაზე არაერთ გამორჩეულ ვარსკვლავს ვერ ვნახავთ. ჩვენ უკვე კარგა ხანია ვიცით ამ დიდი დანაკლისის შესახებ და დღეს მათ ხელახლა აღარ ჩამოვთვლით. უბრალოდ, დავწერთ, რომ დანაკლისი მართლაც ძალიან დიდია.

სხვა თუ არაფერი, ევროპის ჩემპიონატს ქარიმ ბენზემა დააკლდება - ფეხბურთელი, რომელიც კონტინენტის პირველობაზე არასაფეხბურთო მიზეზით ვერ ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

fraternity
ეუფ, აი პროფესიონალური შეფასება. ვერაფერს იტყვი. ატლეტიკოს ფორვარდად მჭედლიძეც გაიტანს, სიმეონეს მაგივრად ჩემ უბანში რომ მწვრთნელი ვასო ბავშვებს ავარჯიშებს, ისიც მოიგებს ჩემპიონთა ლიგას. აბა რაა...
zaza
ატლეტიკოს სათამაშო ტაქტიკიდან გამომდინარე, ფორვარდად მჭედლიძე რომ დააყენო ისიც გაიტანს დაახლოებით იმდენივე გოლს რამდენიც ტორესმა გაიტანა... რეალურად კი წლებმა გვაჩვენა და კარგად ვიცით რასაც წარმოადგენს ელ ნინიო. ის კარგი ფორვარდია მაგრამ არა საკმარისად კარგი რომ ესპანეთმა ევოზე წაიყვანო. პ.ს. მჭედლიძე იმიტომ ვახსენე რომ ის უბრალოდ კვალიფიციური ფორვარდია, რომელსაც ვერ გააქვს... არიან ასეთებიც...
hj
მე ესპანეთის ნაკრების გულშემატკივარი ვარ აგერ უკვე 16 წელია და ამ გადაწყვეტილებას ინანებს დელ ბოსკე...ტორესი დიდი ფორვარდია
levan
ტორესი უნდა წაეყვანა, სათადარიგოთა სკამს ატლეტიკოშიხ ხეხავდა , მაგრამ შეცვლაზე შესული მონდომებულად ირჯებოდა, ასე რომ თუ ძირითაDსი არა ათამაშებდა, შეტევის გასაძლიერებლად სკამიდან ნორმალური ძალა ეყოლებოდა
vasiko
რატომ არაა ტორესი ფორმაში?მეორეც: ვინ უნდა იყოს დამრტყმელი ძალა, ადურისი?
fraternity
მეც ესპანეთის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ მე ვეთანხმები ავტორს და ვიტყვი რატომაც. გამოძახებული ფორვარდებიდან რომელია ტორესზე მაღალი კლასის? არცერთი. რომელი თამაშობს ტორესზე უკეთეს გუნდში? არცერთი? რომელს აქვს ტორესზე მეტი გამოცდილება, მითუმეტეს სანაკრებო დონეზე? არცერთს. ამას დაუმატეთ ბოლო დროინდელი ნორმალური ფორმა და მონდომება, შესაბამისად, აუცილებლად უნდა წაეყვანათ, შეიძლება არა ძირითად თავდამსახმელად და არა ყველა თამაშშ შეუცვლელად მაგრამ წაყვანით აუცილებლად უნდა წაეყვანათ. ესეც ჩემი აზრია
vasikobasiladze
მე ესპანეთის გულშემატკივარი ვარ,მაგრამ განსხვავებით ამ სტატიის ავტორისგან ვემხრობი მწვრთნელს,მიუხედავათ ჩემი დიდი პატივისცემისა ტორესის მიმართ,მიმაჩნია რომ ეხლა არაა ტორესი იმ ფორმაში რომ დამრტყმელი ძალა იყოს ნაკრებისთვის და ტორესი კიდე წაიყვანო და არ ათამაშო არ ვარგა,მე ვემხრობი დელ ბოსკეს,ეს ჩემი აზრია
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
ზიდანი მეორე მწვრთნელია, რომელმაც "რეალს" ყველაზე მეტჯერ მოაგებინა
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
"თუმცა ის მაინც ფენომენალური გახლდათ..." - დელ ბოსკემ რონალდოზე ისაუბრა
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს
"ელ ნინიო" წავიდა - ფერნანდო ტორესმა კარიერა დაასრულა
დელ ბოსკე: არ შეიძლება ჩინეთის იაფფასიან საქონელზე იყო დამოკიდებული
ფერნანდო ტორესი "ატლეტიკოს" დუბლებთან აღარ იმუშავებს
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა
დელ ბოსკემ ხავიზე ისაუბრა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
ფერნანდო ტორესი "ატლეტიკოში" დაბრუნდა
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
დელ ბოსკე: "რეალს" "ბაიერნთან" მცირე უპირატესობა აქვს
ფერნანდო ტორესი კარიერას განაახლებს
"განსაკუთრებული" - პირველ ადგილზე, გვარდიოლა და ფერგიუსონი - მე-3-ზე... 21-ე საუკუნის საუკეთესო 10 მწვრთნელი გამოვლინდა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
ტორესის ბოლო მატჩი - ინიესტას ბრწყინვალე პასი და 6 გოლი მეტოქისგან [VIDEO]
ფერნანდო ტორესი "ატლეტიკო B"-ს მწვრთნელად დანიშნეს
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო